„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1029
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.000.972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 01/08/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 1997 წ.) საქართველოს კანონის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობისას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2001 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მათთვის გარკვეული საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების (წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების და სხვ.) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის დროსაც ბინის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 20 ივლისი.

№1029–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2001.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1029. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.030.05.001.000.972.
სად არის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №1029, 20.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.000.972 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15598/