⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.06.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 13.01.2012
ძალის დაკარგვა 27.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,135 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2012 მიღება
27.06.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:.75in 56.35pt 42.55pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №9 2012 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური გამოსვლების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში მონაწილეობა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე, როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით; გ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება; დ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება; ე) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს ხელმძღვანელობის ოფიციალური სასაუბროების, გამოსვლების, ინტერვიუების და პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების სისტემატიური მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; ზ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება; თ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხების და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების (პრაქტიკული რეალიზაციის) მონიტორინგი; ი) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკური კონსულტაციების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციების შედეგების რეალიზაციის მონიტორინგი; კ) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა; ლ) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მ) საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ვროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) უფლებამოსილია აწარმოოს კავშირები სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორებსა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან, წარმოადგინოს სამინისტრო პოლიტიკური დირექტორების (შესაბამისი დონის) შეხვედრებზე; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აწარმოებს ურთიერთობებს საქართველოს უცხოელ ლობისტებთან; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების პროექტებს; თ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; კ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ო) ახორციელებს ამ დებულებით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. 5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.     მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.