”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 17.01.2012
ძალის დაკარგვა 22.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/131
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 17.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №
1–
1/131
2012 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2011 წლის 27 დეკემბრის №5627-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის
, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულების მე-3 პუნქტის
„ა” ქვეპუნქტის
ა და
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის
„ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე
, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თანდართული
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულება”.
მუხლი 2🔗
. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1564 ბრძანება.
მუხლი 3🔗
. ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ
. ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია” (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში.
4. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანები
1. ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე, ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
2. ადმინისტრაციის ამოცანებია საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის მართვა
1. ადმინისტრაციას ჰყავს ხელმძღვანელი
(შემდგომში – ხელმძღვანელი
), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. ხელმძღვანელი
:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) ახორციელებს ზედამხედველობას ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
გ) მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის სახელით;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე;
ე) შეიმუშავებს ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის და ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ადმინისტრაციის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
თ) განსაზღვრავს ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატისა და ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ადმინისტრაციის ფინანსურ ანგარიშს;
ლ) ამტკიცებს ადმინისტრაციის შინაგანაწესს;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნებისთვის განკარგავს ადმინისტრაციის შემოსავლებს;
ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
3. ხელმძღვანელს
ჰყავს ორი
მოადგილე. მოადგილეებს
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხელმძღვანელი
.
4. ხელმძღვან
ელის
არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვან
ელის
მოვალეობას, მისი დავალებით,
ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციის სისტემა შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან.
2. ცენტრალური აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
3. ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) რეგიონალური განვითარების განყოფილება;
ბ) მარკეტინგის განყოფილება;
გ) დაგეგმვისა და განვითარების განყოფილება;
დ) ადმინისტრაციული განყოფილება;
ე) ტურიზმის სასწავლო ცენტრი.
4. რეგიონალური განვითარების განყოფილების ამოცანებია:
ა) ტურისტული რესურსების ინვენტარიზაციის ჩატარება და მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ) საჯარო და კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების შემუშავება ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით;
გ) არსებული და ახალი ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურული მოწყობის ორგანიზება;
ე) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურისტულ ადგილებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება;
ვ) ტურისტების მოზიდვის მიზნით ტურისტულ ადგილებში სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა (კულტურული სანახაობები, ფესტივალები და ა.შ.);
ზ) ადგილობრივი ხალხური რეწვისა და სუვენირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
თ) საქართველოს რეგიონებში ტურიზმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
ი) შიდა ტურიზმის განვითარება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
5. მარკეტინგის განყოფილების ამოცანებია:
ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა;
ბ) საქართველოს ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო ბაზრებზე;
გ) ქვეყნის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შემუშავება და განვითარება;
დ) მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში;
ე) უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის საქართველოში პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა;
ვ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და პრესკონფერენციების მოწყობა;
ზ) ტურიზმის სფეროში სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) მომზადება და გავრცელება;
თ) ტურისტული ვებგვერდების შექმნა და განახლება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოება და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) ტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირების უზრუნველყოფა საერთაშორისო ბაზრებზე.
6. დაგეგმვის და განვითარების განყოფილების ამოცანებია:
ა) ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;
ბ) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მომზადება;
გ) ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;
დ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანალიზის წარმოება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე;
ვ) ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ზ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შემუშავება;
თ) უწყებათაშორისი პროექტების მომზადება და კოორდინაცია, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
7. ადმინისტრაციული განყოფილების ამოცანებია:
ა) ადმინისტრაციის ხელმძღვან
ელის
, ხელმძღვან
ელის
მოადგილეები
ს, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
დ) ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში ხელმძღვან
ელის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;
ვ) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება;
ზ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
თ) ადმინისტრაციის ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის ინტერესების დაცვა სასამართლოში.
8. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოებია რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურები (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები), რომლებიც იქმნება ხელმძღვანლის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
9. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურების (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების) ძირითადი ამოცანებია: რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ქსელის შექმნა და კოორდინაცია; რეგიონული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით ადმინისტრაციისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; რეგიონის მასშტაბით ტურისტული რესურსების ინვენტარიზაცია; რეგიონის მასშტაბით შესაბამისი კვლევების ჩატარება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება; საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების (განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები და ა.შ.) მონაცემთა ბაზის შექმნა.
10. ტურიზმის საინფორმაციო სამსახურს (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს), ფუნქციების შესასრულებლად ადმინისტრაციისგან გადაცემული აქვს ბალანსზე რიცხული ქონება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო ხარჯები გაიცემა ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან.
11. ტურიზმის სასწავლო ცენტრის ამოცანებია:
ა)
ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) დაინტერესებულ
პირთა მომზადება და პროფესიული განვით
არება;
გ) ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებულ
ი ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდა;
დ) ტურიზმის სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის დაფინანსება
ადმინისტრაციის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა)შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საწევროები და შენატანები;
ე)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, ადმინისტრაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ადმინისტრაციამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ადმინისტრაციას მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ადმინისტრაციას უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ადმინისტრაციის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ადმინისტრაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს ადმინისტრაცია.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის ლიკვიდაცია
ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.