„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №11
2012 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შ ე სახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) დამტკიცებულ წეს ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოებისას, მათ შორის, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, ხოლო არაფულადი სახით გამოხატული მოთხოვნების შემთხვევაში– სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. ამასთან, სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ.ადეიშვილი