„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.131.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენი ლ ება№03

2012 წლის 17 იანვარი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებ აშ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 12.08.2010წ., №10, გვ.225) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებ ები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები ა:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) საფინანსო სამსახური;

დ) ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

ზ) ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის ა და საინვენსტიციო განვითარების სამსახური;

თ) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამ­სა­ხუ­რი;

ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

კ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

ლ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

მ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13.

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ახალგაზრდულ საქმეთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

2. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა.

4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა.

5. ქონების მართვის ა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი.

6. ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის ა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

7. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის, სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

8. სახანძო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

9. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

10. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

„101 . შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის კონტროლისა და მართველობითი პროცესების შეფასების გზით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება’’.

11. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.”.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ნ. ბერაძე