შპს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველი შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებისა ,,კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, აქვეყნებ ს, განჩინების დადგენილებით ნაწილს შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების 2012 წლის 25 იანვარს 14:00 სთ-ზე მოწვევის შესახებ.
1. მოწვეულ იქნ ე ს შპს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრებ ა შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. დაევალოს შპს „სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩნების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესიის მხარეებს განჩინებაზე შეუძ ლ იათ კერძო საჩივრის შეტანა განჩნების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
შპს ,,ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი ს“ დირექტორი პ. კუნჭულია
შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველი