„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.01.2012
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (4)
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №2
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა:
ა) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ „ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით ფინანსური მონიტორინგის შიდა ინს ტრუქციების შემუშავება;
ბ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ პირებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის .
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში „ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენენ აღრიცხვის ფორმას.
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს № 104 ბრძანება „საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ .
5 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . როინიშვილი
დებულება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე.
2. დებულება არეგულირებს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების (შემდგომში – „ საკრედიტო კავშირი“ ) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს .
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – არის კოოპერატივის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ კანონით ნებადართულ სხვა საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება;
ე) პარტნიორი – არის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრი, რომელსაც აქვს საკრედიტო კავშირის წესდებით გათვალისწინებული უფლებებები და მოვალეობები;
ვ) მონიტორინგი – საკრედიტო კავშირის მიერ მისი პარტნიორებისა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა;
ზ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
თ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ი) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
კ ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ლ ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები;
მ ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ნ ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ო ) საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
პ ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
ჟ ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ტ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მის ი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკ ვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად თანხის ოდენობისა).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (ფულადი სახსრები) , მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
4. საკრედიტო კავშირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
5. საკრედიტო კავშირები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე საკრედიტო კავშირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) საკრედიტო კავშირის პარტნიორების, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირების, მ ათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი;
ბ) საკრედიტო კავშირის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წესი;
გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;
ე) საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ზ) საკრედიტო კავშირის სხვა თანამშრომლის, მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი).
3 . მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ზემოაღნიშნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.
4 . მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ საკრედიტო კავშირის პარტნიორებისათვის, მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, მარწმუნებლებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს (მიჩნეული იქნა საეჭვოდ).
5 . საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
6. საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს პარტნიორების და მასთან საქმიანი ურთიერთობებაში მყოფი სხვა პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.
7. საკრედიტო კავშირის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში საკრედიტო კავშირის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.
მუხლი 5🔗. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, საკრედიტო კავშირმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელის თანამდებობა საკრედიტო კავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს.
2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საკრედიტო კავშირის შიდა ინსტრუქციით. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საკრედიტო კავშირის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის მიერ, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3 . მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის ორგანიზება, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება.
4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს საკრედიტო კავშირის სხვა თანამშრომლების კონსულტირებას და სპეციალური სასწავლო პროცესის ორგანიზებას. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს საკრედიტო კავშირის შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს საკრედიტო კავშირის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელს და იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ მის წინაშე.
7. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი აღმოაჩენს, რომ საკრედიტო კავშირის თანამშრომელი არ ასრულებს შიდა ინსტრუქციით დადგენილ წესებს და თავისი კომპეტენციის შესაბამისად არ იღებს მონაწილეობას მონიტორინგის პროცესში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 6🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი პარტნიორისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (მათი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მათი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მოახდინოს პარტნიორის (ასევე, მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის) ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის პარტნიორის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. საკრედიტო კავშირი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, საკრედიტო კავშირმა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პარტნიორის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საკრედიტო კავშირს.
4. საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია პარტნიორის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
5. საკრედიტო კავშირს არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. პარტნიორის (საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
6 . საკრედიტო კავშირი ვალდებულია პირთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას საკრედიტო კავშირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ პარტნიორებსა და საკრედიტო კავშირს შორის ურთიერთობის შესწავლა.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საკრედიტო კავშირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მხურველი პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე- 7 მუხლის მე- 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ “ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საკრედიტო კავშირი ვალდებულია უარი განაცხადოს პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე და დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმა და შესაბამისი ინფორმაცია.
9 . იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავ ო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად).
10 . იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მათთან გათანა ბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისი იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი შესაბამისი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. თუ საკრედიტო კავშირში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ ა“ – „ გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი;
ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები ბანკსა და საკრედიტო კავშირში;
ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აწარმოოს პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) პარტნიორისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება პარტნიორის შესახებ მის ცოდნას, პარტნიორის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
13. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი პარტნიორის (ასევე, საქმიანი ურთიერთობების მსურველი პირის) იდენტიფიკაციის და მისი ვინა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, პარტნიორის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. საკრედიტო კავშირი ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული პირები. შესაბამისი პირისთვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. საკრედიტო კავშირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად.
მუხლი 7🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გამოარკვიოს მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი (პარტნიორი) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, საკრედიტო კავშირმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საკრედიტო კავშირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საკრედიტო კავშირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები .
4. საკრედიტო კავშირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საკრედიტო კავშირი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან (პარტნიორისგან), ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 8🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საკრედიტო კავშირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია გარიგების შესახებ.
2. გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს საკრედიტო კავშირმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) გარიგების სახე (მაგალითად, სესხის გაცემა, ანაბრების მიღება, ინვესტიციების განთავსება და ა.შ.);
ბ) გარიგების ფორმა (მაგალითად, წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება);
გ) გარიგების მიზანი (მაგალითად, ვალდებულების დაფარვა, სარგებლის მიღება და სხვა);
დ) გარიგების მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) გარიგების დადების ადგილი, გარიგების დადების ან განხორციელების თარიღი, დასრულების თარიღი, თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება შესრულდა (უნდა შესრულდეს);
ვ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში);
ზ) იმ პარტნიორის ვინაობა, რომლის დავალებითაც საკრედიტო კავშირი ახორციელებს გარიგებას, მათ შორის საკრედიტო კავშირში არსებული ანგარიშის სახეობა, ნომერი, რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული გარიგებისათვის.
3. საკრედიტო კავშირის პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები) და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და შენახულ იქნე ს ელექტრონული ან დოკუმენტური სახით.
მუხლი 9🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საკრედიტო კავშირი ვალდებულია საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) და პარტნიორთან საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნე ს როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, საკრედიტო კავშირმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საკრედიტო კავშირის მიერ გადამოწმებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება საკრედიტო კავშირის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრედიტო კავშირში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია საკრედიტო კავშირის შიდა ინსტრუქციით – საკრედიტო კავშირის ბეჭდით.
4. საკრედიტო კავშირის მიერ აღრიცხული და შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების და შესაბამისი პარტნიორების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის სისხლისსამართლებრივი პროცესების დროს მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
მუხლი 10🔗. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდებასთან დაკავშირებით
1. თუ საკრედიტო კავშირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), საკრედიტო კავშირი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით საკრედიტო კავშირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. საკრედიტო კავშირის მიერ ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტენიკურად შეუძლებლობისას.
4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან გარიგების დანაწევრების მიზნით განხოციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – მისი საეჭვოობის შესახებ ვარაუდის გაჩენის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელი პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს საკრედიტო კავშირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საკრედიტო კავშირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საკრედიტო კავშირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, გრიფით „კონფიდენციალური“.
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ–პორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებ გარსითა ან/და თანმხლები ვებ–სერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების სპეციალური ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს საკრედიტო კავშირის ის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვს საკრედიტო კავშირის იმ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საკრედიტო კავშირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საკრედიტო კავშირში ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – საკრედიტო კავშირის ბეჭდით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საკრედიტო კავშირში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე–9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საკრედიტო კავშირი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.
10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემთხვევაში საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს.
11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო კავშირისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერი გარიგების და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გარიგების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის მიწოდების შემდეგ საკრედიტო კავშირი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამისი გარიგების ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საკრედიტო კავშირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. საკრედიტო კავშირის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 12🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საკრედიტო კავშირის მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საკრედიტო კავშირის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით, საკრედიტო კავშირმა უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებ გარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საკრედიტო კავშირის აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საკრედიტო კავშირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.