📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.01.2012
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,376 სიტყვა · ~37 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2012 მიღება
20.10.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
უკანონო შემოსავალი
პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება
მუხლი 2
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
მუხლი 2
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა
მუხლი 2
მონიტორინგი
სადაზღვევო ორგანიზაციებისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ, აგრეთვე ამ გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით
მუხლი 2
საეჭვო გარიგება
გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან
მუხლი 2
უჩვეულო გარიგება
რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას.
მუხლი 2
პირი
ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა)
მუხლი 2
კლიენტი
ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს სადაზღვევო კომპანიას ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს მათი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით
მუხლი 2
სადაზღვევო ორგანიზაცია
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი
მუხლი 2
პირის იდენტიფიკაცია
პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ლ ) გარიგების მონაწილე პირი – დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი, დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე, სადაზღვევო აგენტი და სადაზღვევო ბროკერი, სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება. აგრეთვე, „ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საპენსიო სქემის მეანაბრე, საპენსიო სქემის მონაწილე ან მისი მემკვიდრე. ასევე ამ ქვეპუნქტში მითითებული ყველა პირის წარმომადგენლები და მარწმუნებლები. მ ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; ნ ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; ო ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; პ ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ჟ ) ოპერაციის (გარიგების) თანხა – დაზღვევის, გარდა სიცოცხლის დაზღვევის, სახეობაში დადებული გარიგების თანხად ჩაითვლება განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის ოდენობა ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობა, ხოლო სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში დადებული გარიგების (განხორციელებული ოპერაციის) თანხად მიიჩნევა სადაზღვევო/საპენსიო შენატანის ჯამური ოდენობა ან/და გასაცემი თანხა/პენსია. ოპერაციის (გარიგების) თანხად აგრეთვე მიიჩნევა გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ან სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება; რ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელი, რომელსაც სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება- მოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციაში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ს ) სადაზღვევო შენატანი (პრემია) – დამზღვევის მიერ, მათ შორის, სადაზღვევო ბროკერის ან აგენტის შუამავლობით, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა; ტ ) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები; უ ) სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია ან დადებული გარიგება (შემდგომში ოპერაცია (გარიგება) ან გარიგება (ოპერაცია)) – სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სადაზღვევო პრემიის და/ან საპენსიო შენატანის მიღება, სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის ანაზღაურება და/ან პენსიის/თანხის გაცემა (სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში), აგრეთვე გადაზღვევასთან და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია და გარიგება; ფ ) ფრანშიზა – აუნაზღაურებადი მინიმუმი, ანუ ის რაც სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ არ ანაზღაურდება მიყენებული ზარალის დროს; ქ ) სადაზღვევო თანხა – სადაზღვევო შემთხვევის დროს მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხა; ღ ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი. ყ ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; შ ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს. ჩ ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია
მუხლი 2
პოლიტიკურად აქტიური პირი
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში; ძ ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; წ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)

დოკუმენტის ტექსტი

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №3 2012 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“. 2. სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა: ა) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით მათ მიერ დამტკიცებული შიდა ინსტრუქციების შესაბამისობაში მოყვანა ამ ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებთან; ბ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის . 3. სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკიდან ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადაში „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით, წარადგენენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმას. 4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანება „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მ. როინიშვილი დებულება სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. ეს დებულება განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის. 3. დებულება არეგულირებს სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, მათი კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – სადაზღვევო ორგანიზაციებისა და/ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ, აგრეთვე ამ გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას. ზ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა); თ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს სადაზღვევო კომპანიას ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს მათი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით; ი) სადაზღვევო ორგანიზაცია„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი; კ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ლ ) გარიგების მონაწილე პირი – დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მზღვეველი, დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე, სადაზღვევო აგენტი და სადაზღვევო ბროკერი, სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთანაც გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება. აგრეთვე, „ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საპენსიო სქემის მეანაბრე, საპენსიო სქემის მონაწილე ან მისი მემკვიდრე. ასევე ამ ქვეპუნქტში მითითებული ყველა პირის წარმომადგენლები და მარწმუნებლები. მ ) ბენეფიციარი მესაკუთრეფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; ნ ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; ო ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; პ ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად; ჟ ) ოპერაციის (გარიგების) თანხა – დაზღვევის, გარდა სიცოცხლის დაზღვევის, სახეობაში დადებული გარიგების თანხად ჩაითვლება განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის ოდენობა ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობა, ხოლო სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში დადებული გარიგების (განხორციელებული ოპერაციის) თანხად მიიჩნევა სადაზღვევო/საპენსიო შენატანის ჯამური ოდენობა ან/და გასაცემი თანხა/პენსია. ოპერაციის (გარიგების) თანხად აგრეთვე მიიჩნევა გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ან სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება; რ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელი, რომელსაც სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება- მოვალეობანი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მიზნით სადაზღვევო ორგანიზაციაში და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლად ითვლება ამ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ს ) სადაზღვევო შენატანი (პრემია) – დამზღვევის მიერ, მათ შორის, სადაზღვევო ბროკერის ან აგენტის შუამავლობით, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა; ტ ) საპენსიო შენატანი – ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც იხდიან მეანაბრეები; უ ) სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია ან დადებული გარიგება (შემდგომში ოპერაცია (გარიგება) ან გარიგება (ოპერაცია)) – სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სადაზღვევო პრემიის და/ან საპენსიო შენატანის მიღება, სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის ანაზღაურება და/ან პენსიის/თანხის გაცემა (სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში), აგრეთვე გადაზღვევასთან და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია და გარიგება; ფ ) ფრანშიზა – აუნაზღაურებადი მინიმუმი, ანუ ის რაც სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ არ ანაზღაურდება მიყენებული ზარალის დროს; ქ ) სადაზღვევო თანხა – სადაზღვევო შემთხვევის დროს მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხა; ღ ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი. ყ ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; შ ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს. ჩ ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია; ც) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში; ძ ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; წ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირიფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები (ოპერაციები) 1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული ოპერაცია (გარიგება) ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგება (ოპერაცია) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიუხედავად თანხის ოდენობისა. ბ) გარიგების (ოპერაციის) ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია): ბ.ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა; ბ.ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა; ბ.გ) პრემიის დაბრუნების პირობით პირადი დაზღვევა; ბ.დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება; ბ.ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი; ბ.ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაცია (გარიგება); ბ.ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება. 2. მონიტორინგს ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ . 3. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო ოპერაციის (გარიგების) დადების შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 4. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. 5 . სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. 6 . „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა (ოპერაციათა) ჩამონათვალი (ან მათი დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირთა საქმიანობის სფერო, მათი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის) გეოგრაფიული არეალი, ოპერაციის (გარიგების) არსი და სხვა), რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების მიწოდების ამ დებულებით განსაზღვრული წესით. მუხლი 4🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი. 2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს: ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ – „ გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის) , მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის, იდენტიფიკაცია. ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ზომების გატარება; გ ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა; დ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენა; ე ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; ვ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ანგარიშგების ფორმით; ზ ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. 3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციებმა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ შიდა ინსტრუქცია. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციიის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების მიწოდების პირობები. 4. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) სადაზღვევო ორგანიზაციასა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების (კლიენტების) , მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ოპერაციის (გარიგების) მონაწილე სხვა პირების, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის იდენტიფიკაციის წესი; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციი სა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების წესი; გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლისათვის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულისათვის) გადაცემის წესი; დ ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი, აგრეთვე ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე თანამშრომლები; ე ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების მიწოდების წესი. ვ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელისა და თითოეული თანამშრომლის ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა); ზ ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა; თ ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც მიენიჭებათ უფლება ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. ი ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 5. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს რომ: ა) გადაწყვეტილებას ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ, უჩვეულოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ანგარიშგების ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პირ(ებ)ი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, სათანადო ქვედანაყოფების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე ორგანიზაციაში არსებული (მათ შორის, ორგანიზაციის სხვადასხვა ფილიალში) ინფორმაციის საფუძველზე (საერთო საინფორმაციო ქსელის დანერგვის შემდეგ გამოყენებული უნდა იქნე ს ამ ქსელში არსებული ინფორმაციაც). ამასთან, მხედველობაში უნდა იქნე ს მიღებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისთვის მიწოდებული მითითებები და სხვა ინფორმაცია. საეჭვო და/ან დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა); ბ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მუდმივი კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადასინჯვა (საჭიროების შემთხვევაში – განახლება) უნდა განხორციელდეს საჭიროებისამებრ, შიდა ინსტრუქციით დადგენილი პერიოდულობით; გ) მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის კლიენტებისათვის, ოპერაციების (გარიგებების) მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები მიჩნეულ იქნა საეჭვოდ; დ) სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ამ ინფორმაციის შემოწმებისა და გაანალიზების მასალების), აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით ანგარიშგების ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა; ე) ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ერთ- ერთი ძირითადი პრინციპია სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ყველა თანამშრომლის მონაწილეობა (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის ხელშეწყობის პროცესში. 6. სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას. მუხლი 5🔗. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი 1. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვრონ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (ან სპეციალური სტრუქტურული ერთეული). მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) თანამდებობა სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო სქემების დამფუძნებლების ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს. 2. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის) ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით, აგრეთვე, თუ ეს გათვალისწინებულია სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შინაგანაწესით – შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციით (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – ინსტრუქციებით).  3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) უნდა დაეკისროს შემდეგი ფუნქციები: ა) მონიტორინგის პროცესის ორგანიზება, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამშრომლებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, ოპერაციების (გარიგებების) საეჭვოობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე ანგარიშგების ფორმების შევსება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა (შიდა ინსტრუქციით შეიძლება განისაზღვროს, რომ ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირი); გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებთან დაკავშირებით, სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომლების კონსულტირება და სპეციალური სასწავლო პროცესის ორგანიზება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნე ს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის დროული გაცნობა; დ) შიდა ინსტ რუქციით განსაზღვრული პერიოდულობით სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელობისათვის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე წერილობითი ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა. 5. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალურ სტრუქტურულ ერთეულს) შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმ იანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება. 6. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრულ სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელს და იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ მის წინაშე. 7. თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) აღმოაჩენს, რომ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის რომელიმე თანამშრომელი არ ასრულებს შიდა ინსტრუქციით დადგენილ წესებს და თავისი კომპეტენციის შესაბამისად არ იღებს მონაწილეობას მონიტორინგის პროცესში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად, კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს. 8. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) არყოფნისას მისი ფუნქციების შესრულება უნდა დაევალოს სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სხვა თანამშრომელს, რაც უნდა დაფიქსირდეს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სათანადოდ გაფორმებულ დოკუმენტში. მუხლი 6🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; გ ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები. 3. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს. 4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. 5 . სადაზღვევო ორგანიზაციები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები. 6 . სადაზღვევო ორგანიზაცია სა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებე ლს უფლება აქვთ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. 7 . კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან ანგარიშის გახსნამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. 8. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს (ხელშეკრულების დადება, სადაზღვევო პოლისის (სერტიფიკატის) გამოწერა და სხვა), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში . 9 . სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს შორის ურთიერთობის შესწავლა. 10 . ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ სადაზღვევო ორგანიზაციი სა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას. 11 . ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ. 12 . იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათაო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული სახელწოდება; გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში). 13 . იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 14 . ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის პირადობის მოწმობის და პასპორტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტის გარდა, პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 15 . სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დააფიქსირონ პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. 16 . სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მუდმივი კლიენტების (იმ პირების, რომლებიც პერიოდულად მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს სადაზღვევო მომსახურებისათვის), საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და მათი უკეთ შესწავლის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს შეუძლია გამოიყენოს კლიენტების ანკეტირების პროცედურა. ანკეტირების პროცესის პარალელურად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყონ შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა. 17 . ანკეტირების პროცესის გამოყენება დასაშვებია აგრეთვე იმ პირების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც მიმართავენ სადაზღვევო ორგანიზაციას და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს ერთჯერადი ოპერაციის განხორციელების მიზნით (არარეგულარულად), ან წარმოადგენენ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს (მაგალითად, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ). 18 . თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლთან არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ – „ გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) დაბადების ადგილი; ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები. 19. კლიენტების იდენტიფიკაციასთან, ანკეტირებასთან და არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების დეტალური წესი და სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომლების შესაბამისი ფუნქციები განისაზღვრება სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით. 20. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. 21. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ კლიენტთა კატეგორიას განსაზღვრავს სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი. მათ მიმართ სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 22. სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს უნდა ჰქონდეთ იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს. მუხლი 7🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით 1. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას. 2. თუ სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები: ა) მიიღოს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. 3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები. 4. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო ორგანიზაცია ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან , ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან. მუხლი 8🔗. სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის (გარიგების) შესახებ. 2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტის) აღრიცხვის დროს სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი (დაზღვევის სახეობა, პერიოდი, მოქმედების არეალი და ა.შ.); ბ) ოპერაციის (გარიგების) დადების თარიღი, სადაზღვევო თანხის ოდენობა, სადაზღვევო პრემიის ან საპენსიო შენატანის ოდენობა, ანაზღაურებული ზარალის (თუ ზარალი ანაზღაურდა) და გაცემული პენსიის სიდიდე; გ) ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; დ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც სადაზღვევო შუამავალი ახორციელებს ოპერაციას (გარიგებას); ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე პირის დავალებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი; ვ) თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის (დაზღვეულის, მოსარგებლის) სასარგებლოდ – შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ზ) თუ სადაზღვევო გარიგება სრულდება დაზღვევის შუამავლის მეშვეობით, მაშინ – შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; თ) ოპერაციის (გარიგების) შესრულების მიზანი და საფუძველი (ამ უკანასკნელის თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). ოპერაციის (გარიგების) შესრულების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნე ს კანონის მოთხოვნა, კლიენტის მიერ დადებული სამეწარმეო ხელშეკრულება, კომერციული გარიგება და სხვა. 3. იმ გარიგების (ან სხვა საფუძვლის) შესახებ, რომელიც სადაზღვევო (ოპერაციის) გარიგების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა აღრიცხონ შემდეგი ინფორმაცია: ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, უზუფრუქტი, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.); ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს); გ) გარიგების ფორმა (წერილობითი ხელშეკრულება, ზეპირი გარიგება); დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვა); ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის, მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანახმად ამ დებულების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტისა; ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა, თანხის ოდენობა და ვალუტა; ზ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში). 4. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-12 და მე-18 პუნქტებსა და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით, სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებე ლმა უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა. მუხლი 9🔗. სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები), საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნე ს როგორც ელექტრონული (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტური სახით არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები). 2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ გადამოწმებული მონაცემები. 3 . ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმები (დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმებიც). ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება შიდა ინსტრუქციით. ამასთან, სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელის ბეჭდითაც. 4. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში. 5. დოკუმენტები (ინფორმაცია) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ შიდა ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს. მუხლი 10🔗. სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციათა) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით 1. თუ სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს გაუჩნდა ეჭვი არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებას (ოპერაციას), სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესით ანგარიშგების ფორმა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას. 3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობისას. 4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ გარიგების (ოპერაციის) ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე; გ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6 და გრიფი „კონფიდენციალური“. 6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ–პორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით. 7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ იღებს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. ანგარიშგების ფორმების შევსების უფლება აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით ან მის საფუძველზე მიღებული სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით. 8. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმა რჩება სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან და ექვემდებარება შენახვას 6 წლის ვადით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი მიეწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება სადაზღვევო ორგანიზაციაში ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. 9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით. 10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს). 11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლისაგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან (გარიგებასთან) და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო მიწოდებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის ოპერაციასთან (გარიგებასთან) ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და მიწოდების თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით. 13. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია ოპერაციასთან, გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდების შესახებ, არ უნდა ეცნობოს შესაბამისი ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და არც ნებისმიერ სხვა პირს. სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო ოპერაციას (გარიგებას) ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას, შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სადაზღვევო ორგანიზაციისა ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციის თანახმად უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას. მუხლი 11🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით , სადაზღვევო ორგანიზაციამ და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებ–პორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით უნდა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების აღრიცხვის ფორმა. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. მუხლი 12🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 1. ზედამხედველობას სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. „ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.