წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე- თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.01.2012
ძალის დაკარგვა 02.12.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე- თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91; font-weight:bold;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.FooterChar { }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 37.35pt 44.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის
13 იანვარი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“
ქვეპუნქტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული ) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა)
ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი №2-
ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი №3-
ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, დანართი №4-
ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული (შექმნილი) სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული ) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს წყალტუბო
ს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული ) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს
.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – წყალტუბო
ს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ან მის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) და 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის (ბალანსზე რიცხული ) ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და 100% მუნიციპალიტეტის წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის,
ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება მისი სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას
იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებისა და,
საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას და კომისიის დასკვნისა და აუდიტორის დასკვნის საფუძველზე ადგენს ქონების ჩამოწერის აქტს.
3. ქონების ჩამოწერის აქტს დაწესებულების ხელმძღვანელი დასამტკიცებლად წარუდგენს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
8. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილის სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი.
1. წყალტუბო
ს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, წყალტუბო
ს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. წყალტუბო
ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების წერილის
საფუძველზე. წერილს
თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. წყალტუბო
ს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილის სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი შეთანხმების გარეშე.
6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით.