აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხანა”

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 18 იანვარი

 

ქ. თბილისი

სს „თბილისის საზეინკლო-სამონაჟო ინსტრუმენტების ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 15 თებერვალს, 14:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, ხანძთელის ქ. 2.

დღის წესრიგი:

1. სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხანის“ კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.

დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან.

დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭოსთან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა სამეთვალყურეო საბჭოში 3 თებერვლამდე, მასზე გაცემულ იქნება პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგში დამატებით პუნქტად.

სს „თბილისის საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტების ქარხანის“ აქციონერთა საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლების რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი შპს კაპიტალ-რეგისტრი, 2012 წლის 15 იანვრის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2012 წლის 3 თებერვლიდან 2012 წლის 14 თებერვლის 18 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 55.