განჩინება შპს „სქაი ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3294-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 30 დეკემბერი                     

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,სქაი ჯორჯიას“ მიმართ.   საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი და საზოგადოების რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“ (საიდენტიფიკაციო კოდი №404859382; იურიდიული მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71).

 რეაბილიტაციის მმართველმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ და კრედიტორმა ს.ს. ,,ლიბერთი ბანკმა“ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვეს კრედიტორთა კრების მოწვევა, ვინაიდან რეალურად არ ხორციელდება რეაბილიტაციის საქმის წარმოება და მოითხოვეს განხილულ იქნეს საკითხი საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის მოსმენის და საზოგადოების მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვის მიზნით.

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 52-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენა.  

 1.2. რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 25 იანვარს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

3. დაევალოს შპს ,,სქაი ჯორჯიას“ რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე            ლ. ქოჩიაშვილი