რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის დაწესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის დაწესების შესახებ
მუხლი1. „საავტომობილო გზების შესახებ“საქართველოს კანონის მე-14მუხლის შესაბამისად:
1. დაწესდეს რიკოთის საავტომობილო გვირაბით (შემდგომში –საავტომობილო გვირაბი) სარგებლობისათვის საფასური, რომელიც არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. საფასურის გადამხდელად განისაზღვროს საავტომობილო გვირაბით მოსარგებლე თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი.
3. საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ადმინისტრირება, ამ მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა–შემოსავლების სამსახურმა.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საავტომობილო გვირაბით სარგებლობის საფასურის ადმინისტრირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა.
მუხლი2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური