„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №5/04
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ ან/და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადახდა განახორციელოს მესამე პირის მაგივრად. პირი ამ პუნქტში აღნიშნულ გადახდებს აწარმოებს თავისი საბანკო ანგარიშიდან. დაშვებულია ფიზიკური პირის მიერ გადახდის განხორციელება ანგარიშის გახსნის გარეშე.“.
ბ) მე-5 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16.საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია დაყადაღებული ანგარიშიდან განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდები, როგორც ყადაღისაგან თავისუფალი სახსრების ფარგლებში, ასევე ასეთი თანხების უკმარისობის შემთხვევაში დაყადაღებული თანხების ფარგლებშიც. სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშიდან გადახდები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში.“;
გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფიზიკური პირი უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს სხვა პირის საბანკო ანგარიშზე ან განახორციელოს ბიუჯეტის, ან სხვა გადახდა. ფიზიკური პირი ასევე უფლებამოსილია თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვები აწარმოოს სხვა ფიზიკური პირის მაგივრად. ფიზიკური პირის მიერ თავისი საბანკო ანგარიშიდან ნებისმიერი პირის მაგივრად გადარიცხვების განხორციელება დასაშვებია, თუ გადარიცხვა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“.
დ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის გახსნის გარეშე ფ უ ლა დი სა ხს რ ე ბ ის გადარი ც ხვები ხორციელდება ფ ი ზ ი კუ რ ი პირისგან მიღე ბ ული ფულადი სახსრების ხარჯზ ე, სხვა პირები ს, ა სე ვ ე ბიუჯეტის სასარგებ ლოდ. დასაშვებია ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გა რ ეშე გა დ არიცხვე ბ ის განხორციელება სხვა ფიზიკური პირის მაგივრად. ნებისმიერი პირის მაგივრად ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვები დასაშვებია, თუ გადარიცხვა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.”;
ე) დანართი №4-ის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. საგადასახადო დავალების შევსებისას გასათვალისწინებელი თავისებურებები:
ა) თუ გადამხდელი ახდენს თავისი სახელით ბიუჯეტში გადახდას ან თავისი სახელით რიცხავს თანხას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, საგადასახადო დავალების რეკვიზიტი – „გადამხდელი“ შეივსება არსებული წესით, ამასთან, იგივე დასახელება, სავალდებულო წესით, იდენტურად გამეორდება საგადახდო დავალების ველში „დასახელება“, ხოლო გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი“ მიეთითება საგადასახადო ორგანოების მიერ ამ გადამხდელისათვის ან ფიზიკური პირისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);
ბ) თუ გადამხდელი ახდენს სხვისი სახელით ბიუჯეტში გადახდას, ან სხვისი სახელით რიცხავს თანხას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაში გრაფაში „გადამხდელი“ მიეთითება იმ პირის დასახელება, რომელიც ახდენს სახსრების გადახდას, ხოლო „დასახელებაში“ მიეთითება იმ პირის სრული დასახელება (ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი), ვის მაგივრადაც ხდება გადახდა. ამავე დროს გრაფაში„საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი“ მიეთითება იმ პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ფიზიკური პირის პირადი ნომერი (მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით), ვის მაგივრადაც ხდება გადახდა.“;
ვ) დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვალს.
გ. ქადაგიძე