„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2012
ძალაში შესვლა 01.02.2012
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №002
სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,954 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2012 მიღება
01.02.2012 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.DocumentMapChar { } span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №00 2 2012 წლის 23 იანვარი ქ. ბათუმი „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების , მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“. 2.  დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურებ ს უზრუნველყონ მეზღვაურთა სერტიფიკატების ახალი ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. 3.  ძალაში დარჩეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ფორმით გაცემული სერტიფიკატები, დიპლომები და მოწმობები მოქმედების ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა. 5 .  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან. თ. იობიძე მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმებს, მათი გაცემისა და გამოყენების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიხედვით განისაზღვრება მეზღვაურთა კომპეტენციის, კვალიფიკაციის, დადასტურებისა და სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში  შემდგომ – „სააგენტოს“) მიერ გაცემული სხვა სერტიფიკატების ფორმები , მათი აღწერილობა და დამცავი ნიშნები, ასევე სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი. 3. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – „კანონი") საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადების, გაცემისა და გამოყენების პირობების განსაზღვრას. 4. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კ ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით.     მუხლი 2🔗. სერტიფიკატის გაცემის პირობები 1. მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების დამზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო. 2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი მეზღვაურზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. 3. სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . თავი II სააგენტოს მიერ გასაცემი სერტიფიკატების ნუსხა     მუხლი 3🔗. კომპეტენციის სერტიფიკატის სახეები  1. კ ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები: ა) კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი: ა.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი; ა.ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი; ბ) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი: ბ.ა) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; ბ.ბ) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; გ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი: გ.ა) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; დ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: დ.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; დ.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; ე) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: ე.ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; ე.ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კოპმეტენციის სერტიფიკატი; ვ) სამანქანე განყოფილების სავახტო მექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: ვ.ა) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიან სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; ვ.ბ) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების პასუხისმგებელი სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი. ზ) ელექტროტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი:  750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტრო-ტექნიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; თ) GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი: 2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის განახლებული ვერსიებით გათვალისწინებული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატები .     მუხლი 4🔗. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმები  1. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის , „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კვალიფიკაციის სერტიფიკატები მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად : ა) სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი:  ა.ა)  500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. ბ) მატროსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი: ბ.ა)  500 ტონის და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მატროსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. გ) გემის ვახტიანი სამანქანო განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის და პერიოდულად უვახტო სამანქანო განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატი: გ.ა)  750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანო განყოფილების ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. გ.ბ) 750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების განსაზღვრული ფუნქციის შემსრულებელი რიგითის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. დ) მოტორისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი: დ.ა)  750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მოტორისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. ე) რიგითი ელექტრო-ტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი: ე.ა)  750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის რიგითი ელექტრო-ტექნიკოსის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 2. კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად, სააგენტო გასცემს შემდეგ კვალიფიკაციის სერტიფიკატებს, რომლებიც ადასტურებს მეზღვაურის მიერ გარკვეული წვრთნ(ებ)ისა და მომზადების გავლას: ა) საბაზისო წვრთნების გავლის თაობაზე; ბ) სამაშველო საშუალებების, სამაშველო კატარღების და სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვის თაობაზე; გ) ხანძართან ბრძოლის გაფართოებული წვრთნების თაობაზე; დ) პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების თაობაზე; ე) გემის უშიშროების ოფიცრის თაობაზე; ვ) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების წვრთნის ან უშიშროების წვრთნის იმ პირებისათვის გამართვის თაობაზე, რომლებიც უშიშროებაზე პასუხისმგებლად არიან დანიშნულნი; ზ) სამგზავრო გემზე კაპიტნის, ოფიცრის, რიგითებისა და სხვა პერსონალის მომზადების წვრთნის გავლის თაობაზე. 3.  კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიების შესაბამისად, სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს შემდეგი წვრთნისა და მომზადების გავლის დადასტურების მიზნით: ა) პირადი გადარჩენის მეთოდები; ბ) ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა; გ) პირველადი დახმარების აღმოჩენა; დ) პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა; ე)  უშიშროების გაცნობითი წვრთნები; ვ) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი; ზ)  კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა; თ)  სწრაფმავალი სამაშველო კატარღების მართვა; ი) ხანძა რთან ბრძოლის გაფართოებული წვრთნები; კ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის; ლ) მეზღვაურის სამედიცინო მომსახურება; მ)  ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნები; ნ)  თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნები; ო)  ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი; პ)  ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი; ჟ) თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული კურსი; რ) ხალხის მართვა; ს)  უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის; ტ) რისკის შეფასება კრიტიკულ სიტუაციებში; უ)  მგზავრების უსაფრთხოების, ტვირთის უსაფრთხოებისა და კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა; ფ) სანავიგაციო ხიდურის გუნდური მართვა; ქ)  ელექტრონულ-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება: ღ)  რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება და ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება;. ყ) სამა ნქანო განყოფილების გუნდური მართვა. 3. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს კ ანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით განსაზღვრული სხვა კომპეტენციის სერტიფიკატიც, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს მუხლი.     მუხლი 5🔗. დადასტურების სერტიფიკატი 1.  სააგენტო უფლ ებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის ან/და კვალიფიკაციის სერტიფიკატზე. 2 დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამის პირს აქვს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მეზღვაურის წიგნაკი. თუ პირს არ აქვს მეზღვაურის წიგნაკი, დადასტურების სერტიფიკატთან ერთად მან უნდა აიღოს მეზღვაურის წიგნაკი.     მუხლი 6🔗. სხვა სერტიფიკატები 1. სააგენტო გასცემს სხვა სერტიფიკატს: ა) იმ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, რომელზეც სერტიფიკატის გაცემის საკითხი არ რეგულირდება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის მიხედვით. 2) იმ პირებზე, რომლებიც გემზე ასრულებენ იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რასაც არ მოიცავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატები. 2. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი სახის სხვა სერტიფიკატები: ა)  500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი; ბ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატი; გ) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი; დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის სერტიფიკატი; ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის სერტიფიკატი; ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი; ზ) გემბანის რიგითის სერტიფიკატი (ნებისმიერი ტევადობის გემზე); თ) ბოცმანის სერტიფიკატი (ნებისმიერი ტევადობის გემზე); ი) სამანქანო განყოფილების რიგითის სერტიფიკატი (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე); კ) დონკერმანის სერტიფიკატი; ლ) ხარატის სერტიფიკატი; მ) გემის მზარეულის სერტიფიკატი; ნ) დამხმარე პერსონალის სერტიფიკატი; ო) ინერტული აირების სისტემის გამოყენების სერტიფიკატი; პ) ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის სერტიფიკატი; ჟ) გემის მართვისა და მანევრირების სერტიფიკატი; რ) სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის სერტიფიკატი; ს) საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის სერტიფიკატი; ტ) ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის სერტიფიკატი; უ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატი. თავი III მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა, დამცავი ნიშნები და სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია მუხლი. 7 კომპეტენციის სერტიფიკატის ფორმა და ნომერი 1. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატი წარმოადგენს მოქალაქის პასპორტის ზომის მყარყდიან, 14 შიდა გვერდისაგან შემდგარ, მყარად შეკრულ წიგნაკს (ბუკლეტს), მომრგვალებული კუთხეებით. 2. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა პირველი და მე-2 გვერდი მზადდება პლასტიკური მასალისაგან და გამოიყენება მეზღვაურის პერსონალური მონაცემებისა და მისი ფოტოსურათის დასატანად. 3. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის მე-4 და შემდგომ გვერდებზე დაიტანება კომპეტენციის სერტიფიკატისა და მათი განახლების თაობაზე მონაცემები სპეციალური დამცავი ნიშნების გამოყენებით შესრულებული დასაკრავი ქაღალდის (ტექსტში შემდგომ - „სტიკერი“) გამოყენებით. 4. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატი, როგორც წესი, გაიცემა 25 წლის ვადით. ამასთან, მეზღვაურისათვის კონკრეტულ კომპეტენციასთან დაკავშირებით დაკისრებული უფლებამოსილებების მოცულობა, შესაბამისი შეზღუდვები და მოქმედების ვადა მიეთითება კომპეტენციის სერტიფიკატში ჩასაკრავ სტიკერში. 5. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობას (კერძოდ, ლათინური ანბანი G – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ლათინური ანბანი F – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), კომპეტენციის სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათვის გამოისახება: 11G01-01 -000001, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მეზღვაურისათის - 11F01-01 -000001 ). 6. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების შემთხვევაში, განახლებულ სერტიფიკატზე მიეთითება უკვე მინიჭებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი, რომელსაც ბოლოში დეფისის შემდეგ დაემატება განახლების რიგითობის აღმნიშვნელი ორი ციფრი, შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, განახლებული კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11G01-01-000001-01). 7. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერში არსებული ექვსნიშნა რიგითი ნომერი უწყვეტია.     მუხლი 8🔗. მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ფორმების აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. კომპეტენციის სერტიფიკატი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან. 2. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ გამძლე ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალით. ყდის სისქე უნდა იყოს 280 მკრ. ყდის შიდა ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს კომპეტენციის სერტიფიკატის შიგნითა ნაწილის ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%); ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე და პერსონალიზაციის პროცესისათვის შესაფერისი; გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები. 4. კომპეტენციის სერტიფიკატის 1-ლი და მე-2 გვერდები უნდა იყოს დამზადებული 100% მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან, ან ისეთი პოლიკარბონატული მასალისაგან, რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 20 წელი. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის 1-ლი და მე-2 გვერდები დამაგრებული უნდა იყოს ყდაზე თერმოპლასტიური პოლიურეტანით, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემთა ფურცლის მთელ ზედაპირზე. ამ გვერდებზე შესაძლებელია არ იყოს გამოსახული მრავალტონალურიი წყლის ნიშანი. 6. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს სერტიფიკატის მეორე გვერდზე მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით. 7. კომპეტენციის სერტიფიკატის ბლანკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც, იგი უნდა იყოს; ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან; ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან; 8. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამებოდეს ესთეტიკურ და დაცვის მოთხოვნებს. კომპეტენციის სერტიფიკატის შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს: ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ა.ა) ქაღალდი: ა.ა.ა.) მასზე დატანილი უნდა იყოს მრავალტონალური ექსკლუზიური წყლის ნიშანი საზღვაო თემატიკით; ა.ა.ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი ხაოიანი ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარე მასალისაგან დამზადებული, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ახდენს ფლურესენცირებას; ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ, გაყალბებისას ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები. ა.ბ) ბეჭდვა: დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით; ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ბ.ა) ქაღალდი, რომელზეც დატანილია: უხილავი ფლურესენციური ბოჭკოები, რომელთა დანახვა შესაძლებელია ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით; გ) დანომვრა: გ.ა) დოკუმენტის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის წიგნაკის ყველა გვერდზე, გარდა ყდის შიდა პირველი გვერდისა, ასევე შიდა 1-ლი და მე-2 გვერდებისა; გ.ბ) ყდის შიდა პირველ გვერდზე დოკუმენტის ნომერი დაიტანება ღრმა ბეჭდვის მეთოდით; გ.გ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დამცავი ფონის განუყოფელ ნაწილს და დატანილი უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი მელნით, რომელიც იცვლის ფერს დახრის კუთხის შესაბამისად. 9. კომპეტენციის სერტიფიკატის გვერდები აკინძული უნდა იყოს დახურული გვირისტული (Lock Stitching) ნაკერით, ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. ძაფის ბოლოები ჩამალულია კომპეტენციის სერტიფიკატში და ნაკერები დაშორებულია კომპეტენციის სერტიფიკატის კიდეებს. 10. კომპეტენციის სერტიფიკატის პირველი და მე-2 გვერდების დაცვის ნიშნების მიმართ არსებობს შემდეგი დამატებითი მოთხოვნები: ა) სურათის ქვემოთ ლაზერული გრავირების მეთოდით უნდა დაიბეჭდოს მიკროტექსტის სახით მფლობელის სახელი და გვარი ინგლისურ ენაზე; ბ) გამოსახული უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი გრაფიკული ნიშანი, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით.     მუხლი 9🔗. მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია 1. კომპეტენციის სერტიფიკატის გარე ყდაზე ოქროსფერი ასოებით გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები “საქართველო” და „კომპეტენციის სერტიფიკატი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილი უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს. 2. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს სერტიფიკატი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.“, აქვე მიეთითება სერტიფიკატის ბლანკის ნომერი, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება სერტიფიკატის გამცემის სრული სახელწოდება და რეკვიზიტები, ასევე სერტიფიკატის დამამზადებლის რეკვიზიტები ინიციალებით და ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. აქვე ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება შემდეგი წარწერები: “ეს სერტიფიკატი 14 გვერდიანია.“ და „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს დაუკავშირდით სსიპ ‘’საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“. 4. კომპეტენციის სერტიფიკატის პირველ გვერდზე დაიტანება შემდეგი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „სერტიფიკატი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას და შესაძლებელია ჩამორთმეულ ან გაუქმებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. მფლობელი ვალდებულია დროულად განაცხადოს სერტიფიკატის დაკარგვის ან განადგურების თაობაზე". 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მეორე გვერდზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) მითითება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომ აღნიშნული სერტიფიკატი „გაცემულია „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და მისი განახლებული ვერსიების საფუძველზე“; ბ) მეზღვაურის კომპეტენციის შესახებ; გ) გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი; ე) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოქალაქეობა; ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის პირადი ნომერი; ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი; თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანო; ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის შავ-თეთრი ბიომეტრული ფოტოსურათი, ზომით 30X40მმ; კ) შტრიხკოდი. 6. კომპეტენციის სერტიფიკატის მე-3 გვერდზე დაიტანება:  ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირის ხელმოწერა; ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა.     მუხლი 10🔗. სტიკერის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. კომპეტენციის სერტიფიკატის მე-4 და შემდგომ გვერდებზე ჩაიკვრება სტიკერი. 2. სტიკერზე დაიტანება შემდეგ მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: ა) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის გათვალისწინებული ფუნქციები, მეზღვაურთა თანამდებობრივი დონისადმი მისი კუთვნილება და დაწესებული შეზღუდვები; ბ) მითითებას კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის თანამდებობისა და მისი თანამდებობრივი შეზღუდვების თაობაზე; გ) მითითებას „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და მისი განახლებული ვერსიების იმ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელი პირი ფლობს შესაბამის კომპეტენციას და შეუძლია მითითებული დონისა და შეზღუდვების გათვალისწინებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები’’; დ) მითითებას, რომ სერტიფიკატის ორიგინალი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის 1/2 წესების მე-9 მუხლის შესაბამისად აუცილებელია ინახებოდეს გემზე, სადაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი; ე) სერტიფიკატის ნომერი; ვ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი; ზ) სტიკერის რიგითი ნომერი; თ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის (განახლების) თარიღი და მოქმედების ვადა; ი) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა. 3. სტიკერზე დაისმება სააგენტოს რელიეფური ბეჭედი. 4. სტიკერები უნდა დამზადდეს და შეიცავდეს შემდეგ დამცავ მექანიზმებს: ა) 1 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ა.ა) ქაღალდი: ა.ა.ა) უნდა იყოს ულტრაიისფერი ხაოიანი ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარე მასალისაგან დამზადებული, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ახდენს ფლურესენცირებას; ა.ა.ბ) უნდა შეიცავდეს შესაბამის ქიმიურ სენსიბილიზატორს. ა.ბ.) ბოჭკოები: უნდა გააჩნდეს ხილული და უხილავი ბოჭკოები. ა.გ) უნდა შეიცავდეს წებოვნების ისეთ მახასიათებელს, რომლებიც შეუძლებელს გახდის სტიკერის დაუზიანებლად ან შეუმჩნევლად მოცილებას. ა.დ) ბეჭდვა: ა.დ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური სახით; ა.დ.ბ) დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება, როგორც უწყვეტი ხაზი. ა.ე) სტიკერზე სააგენტოს ლოგო დატანილი უნდა იყოს ოპტიკურად ცვალებადი მელნით, რომელიც იცვლის ფერს ან ხილვადი ხდება დახრის კუთხის ცვალებადობით. ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ბ.ა) უხილავი მელნით დატანილ რიგით ნომერს, რომლის დანახვა შესაძლებელია ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით; ბ.ბ) ბეჭდვა: მეტამეტრული აღნიშვნები, სპეციალური მელნით დაბეჭდილი გრაფიკული ელემენტი, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელი ფილტრის ქვეშ. გ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით. თავი IV მეზღვაურთა კვალიფიკაციის სერტიფიკატების ფორმები     მუხლი 11🔗. კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. კვალიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფონი ცისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი: ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად - „Maritime Transport Agency“. ბ) ულტრაისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა. გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომერი ულტრაიისფერი გამოსახულებით. 3. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ფოტოსურათიანი მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები: ა) ულტრაიისფერი მელნით დატანილი ტალღისებრი ხაზები; ბ) ჰოლოგრამული მწკრივი ვარსკვლავების გამოსახულებით; გ) მიკროტექსტური წარწერა; დ) გილიოშური მრავალტონალური ილუსტრირება; ე) კინეტიკური პალიტრა; ვ) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება; ზ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი. 4. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მე-2 გვერდი დაფარულია ჩვეულებრივი ლამინირებით. 5. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.     მუხლი 12🔗. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია 1. კვალიფიკაციის სერტიფიკატის წინა გვერდზე დაიტანება: ა) მითითება კვალიფიკაციის სერტიფიკატის თაობაზე; ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი; ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით; თ) სააგენტოს სრული დასახელება; ი) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის ბიომეტრული ფოტოსურათი; კ) შტრიხკოდი; ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სსიპ ‘’საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’; მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. კვალიფიკაციის სერტიფიკატის უკანა გვერდზე დაიტანება: ა) სიტყვები ‘’საქართველო’’ და სსიპ ‘’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’ სრული დასახელება; ბ) მითითებას, რომ ‘’სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს საწყისი წვრთნების დამტკიცებული კურისი კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და ინსტრუქტაჟის დასახელება კონვენციის შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის მითითებით. 3. კვალიფიკაციის ერთ სერტიფიკატში შესაძლებელია დატანილ იქნეს მეზღვაურის კვალიფიკაციის თაობაზე რამდენიმე მონაცემი. 4. კვალიფიკაციის სერტიფიკატზე ყველა მონაცემი/ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 5. კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისა და 3 (სამი) ლათინური ანბანის კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 3 (სამი) ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურას, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – ტრეინინგ ცენტრის კოდს, ხოლო შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, – სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, BTB 01-000001). 6. კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის გავლილი საწვრთნელი კურსის აბრევიატურა და საწვრთელი ცენტრის კოდი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. თავი V მეზღვაურთა დადასტურების სერტიფიკატის ფორმები     მუხლი 13🔗. დადასტურების სერტიფიკატის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს A5 ფორმატის ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის ერთფურცლიან მოწმობას. 2. დადასტურების სერტიფიკატი სრულდება ცარცის 300 გრ/მ​2 ქაღალდზე. 3. დადასტურების სერტიფიკატი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ბოჭკოებით; გ) სერტიფიკატის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას – „დადასტურების სერტიფიკატი“, საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბსა და ექსკლუზიურ ნომერს, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს; ე) ჰოლოგრამულ დამცავ ნიშანს, რომელიც დაიტანება სერტიფიკატის გაცემის დროს და შეიცავს სერტიფიკატის ექსკლუზიურ ნომერს.     მუხლი 14🔗. დადასტურების სერტიფიკატის გაცემის პირობები, დადასტურების სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია და დადასტურების სერტიფიკატის ნომერი 1. დადასტურების სერტიფიკატი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მეზღვაურის კომპეტენციის ან/და კვალიფიკაციის სერტიფიკატზე, რომელიც შეესაბამება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსისა და მათი განახლებული ვერსიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. დადასტურების სერტიფიკატის გაცემისათვის სააგენტოში დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. 3. დადასტურების სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები: ა) სააგენტოს ლოგო; ბ) სააგენტოს სრული დასახელება; გ) დასადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი; დ) მეზღვაურის სახელი, გვარი; ე) მეზღვაურის დაბადების თარიღი; ვ) ქვეყანა, რომელმაც გასცა დასადასტურებელი სერტიფიკატი; ზ) დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა; თ) ფუნქციები, რომლებიც მინიჭებული აქვს მეზღვაურს დასადასტურებელი სერტიფიკატით; ი) პასუხისმგებლობის დონე, რომელიც შეესაბამება ამ პუნქტის „თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს; კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ლ) მეზღაურის თანამდებობა; მ) ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვები უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის განსაზღვრული ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად; ნ) დადასტურების სერტიფიკატის ნომერი; ო) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; პ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა; ჟ) მეზღავაურის ხელმოწერა; რ) მეზღვაურის ფოტოსურათი; ს) სააგენტოს ბეჭედი. ტ) შტრიხკოდი; 4. დადასტურების სერტიფიკატში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეზღვაურის თანამდებობა (თანამდებობები) მიეთითება კანონისა და გემზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო დაკომპლექტების თაობაზე არსებული სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადას. 6. დადასტურების სერტიფიკატში მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები შეიტანება დასადასტურებელი სერტიფიკატის შესაბამისად. 7. დადასტურების სერტიფიკატის ნომერი შედგება 12 (თორმეტი) ციფრისა და 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასოს კომბინაციისაგან. მათ შორის, სერტიფიკატის ნომრის პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის წლის ბოლო ორ რიცხვს, მომდევნო 1 (ერთი) ლათინური ანბანის ასო E - აღნიშნავს სერტიფიკატის დასახელებას, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს მეზღვაურის კუთვნილებას გემის ეკიპაჟისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი დონისადმი, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი ორი ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან, აღნიშნავს შესაბამისი მეზღვაურისათვის სერტიფიკატით მინიჭებულ უფლებამოსილებებში არსებულ შეზღუდვებს, სერტიფიკატის ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი, რომელიც დეფისით გამოიყოფა წინა ციფრებისაგან აღნიშნავს სერტიფიკატის რიგით ნომერს (მაგალითად, კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი გამოისახება: 11E01-01 -000001). თავი VI სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატების ფორმები     მუხლი 15🔗. სხვა სერტიფიკატების ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები 1. სააგენტოს მიერ გასაცემი სხვა სერტიფიკატი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას, სხვა სერტიფიკატის ზომები ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00მმ (53,92მმ – 54,03მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80მმ (0,76მმ – 0,84მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18მმ (2,88მმ – 3,48მმ, ISO/IEC 7810). მოწმობის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08მმ-ს მოწმობის ძირითადი ზედაპირიდან. 2. სხვა სერტიფიკატის ფონი ღია ნაცრისფერი ფერისაა და მზადდება პლასტიკური მასალისაგან. სხვა სერტიფიკატს გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის შემდეგი სამი ნიშანი: ა) მიკროტექსტი – სურათის მარჯვენა მხარეს სურათის სიგრძის გასწვრივ ვერტიკალური ბეჭდვითი ფრაზა 2 სვეტად. Pპირველი სვეტი ქართულად სიტყვები - „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად სიტყვები – „Maritime Transport Agency“. ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – გემის ღუზის ოთხი გამოსახულება, რომლებიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე, გარდა ფოტოსურათისა და შტრიხკოდისათვის განკუთვნილი ადგილებისა. გ) სხვა სერტიფიკატის ფორმის რიგითი ნომრის ულტრაიისფერი გამოსახულება. 3. სხვა სერტიფიკატის ფოტოსურათიანი მხარე დაფარულია ლამინირებით, რომელსაც გააჩნია შემდეგი ხილული და უხილავი დამცავი ნიშნები: ა) ულტრაიისფერი მელნით დატანილი ტალღისებრი ხაზები; ბ) ჰოლოგრამული მწკრივი ვარსკვლავების გამოსახულებით; გ) მიკროტექსტური წარწერა; დ) გილიოშური მრავალტონალური ილუსტრირება; ე) კინეტიკური პალიტრა; ვ) მაღალი გარჩევადობის ჰოლოგრამული გამოსახულება; ზ) ლაზერულ-აღდგენადი ფარული ტექსტი. 4. სხვა სერტიფიკატის მე-2 გვერდი დაფარულია ჩვეულებრივი ლამინირებით. 5. სხვა სერტიფიკატზე ფოტოსურათი და მონაცემები დაიტანება ელექტრონული ფორმით.     მუხლი 16🔗. სხვა სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია 1. სხვა სერტიფიკატის წინა გვერდზე დაიტანება: ა) მითითება სხვა სერტიფიკატის თაობაზე; ბ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) სხვა სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) სხვა სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი; ე) სხვა სერტიფიკატის ნომერი; ვ) სხვა სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; თ) სხვა სერტიფიკატის გამცემი ორგანოს – სააგენტოს სრული დასახელება; ი) სხვა სერტიფიკატის მფლობელის ფოტოსურათი; კ) შტრიხკოდი; ლ) შემდეგი შინაარსის ტექსტი „თუ სერტიფიკატის კანონიერება ბადებს ეჭვს დაუკავშირდით სსიპ ‘’ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’; მ) სააგენტოს ვებ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი; ი) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა. 2. სხვა სერტიფიკატის უკანა გვერდზე დაიტანება: ა) სიტყვები ‘’საქართველო’’ და სსიპ ‘’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს’’ სრული დასახელება; ბ) მითითება, რომ ‘’სააგენტო ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს წვრთნისა და მომზადების შესაბამისი კურსი და უფლებამოსილია შეასრულოს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქცია“. გ) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და სსიპ ‘‘საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ლოგო’’; დ) სხვა სერტიფიკატის მიღებისათვის განვლილი წვრთნისა და/ან მომზადების დასახელება. 3. სხვა სერტიფიკატზე ყველა ტექსტი დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე. თავი VII სერტიფიკატების დამზადების, შენახვისა და გაცემის წესი     მუხლი 17🔗. მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები 1.  მეზღვაურთა სერტიფიკატებზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2.  მეზღვაურთა სერტიფიკატებზე მეზღვაურის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიტანება პირის მოქალაქის პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად. 3.  მეზღვაურთა სერტიფიკატებზე დაიტანება შესაბამისი პირის პირადი ნომერი და სააგენტოს მიერ მინიჭებული მეზღვაურის ნომერი.     მუხლი 18🔗. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის წესი 1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვადაგასული სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს და მისი შენახვა და განადგურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა სერტიფიკატის დუბლიკატი, შესაბამისი სერტიფიკატის იდენტური მონაცემებითა და მახასიათებლებით, მითითებით „დუბლიკატი“. 3. სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი. 4. სერტიფიკატის დუბლიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.     მუხლი 19🔗. მეზღვაურთა სერტიფიკატების დამზადებისა და შენახვის პირობები 1. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე. 2. დამზადებულ მეზღვაურის სერტიფიკატის ბლანკის ფორმაზე დაიტანება სერტიფიკატის ბლანკის დამამზადებელი საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, ინდივიდუალური სერია და ნომერი. 3. მეზღვაურის სერტიფიკატების დამზადებული ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს. 4. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში. სათავსო, სადაც ინახება სერტიფიკატის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 5. მეზღვაურის სერტიფიკატების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.     მუხლი 20🔗. მეზღვაურთა სერტიფიკატების შევსებისა და გაცემის წესი 1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი. 2. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს გადაეცემა სერტიფიკატის ფორმების დამამზადებელი საწარმოს მიერ. 3. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსებას უზრუნველყოფს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი. იმ თანამშრომელთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების შევსება, განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 4. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმების გაცემა მის მფლობელზე წარმოებს შესაბამისი პირის მიერ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის საფუძველზე. 5. მეზღვაურის სერტიფიკატის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ აღნიშნულ პირზე გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება სააგენტოში). 6. მეზღვაურის სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით. 7. მეზღვაურის სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება მეზღვაურთა სერტიფიკატების აღრიცხვის რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება მეზღვაურის სერტიფიკატის ნომერი.     მუხლი 21🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მეზღვაურთა სერტიფიკატების ჩამოწერის წესი 1. მეზღვაურის სერტიფიკატის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) მისი შევსების (გაფორმების) დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.