საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №14
2012 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის დასაქმებულთა სპეციალური და ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საჰაერო კოდექსის” 291 მუხლის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის სპეციალური ტანსაცმელი, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრებისათვის ფორმის ტანსაცმელი, №1-6 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. დავითაძე
დანართი 1
საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური ფორმა ასაფრენ ზოლზე სამუშაოების საწარმოებლად – წითელი შარვალი ჯიბეებით, ნაცრისფერი ამრეკლავი ორი ზოლით; მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი; წითელი პოლოს ტიპის მაისური მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; წითელი ქურთუკი ჩაჩით (კაპიუშონი) ამრეკლავი ნაცრისფერი ზოლებით მარცხენა მხარეს დატანებული საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.
დანართი 2
საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური საგაზაფხულო სპეციალური ტანსაცმელი – რუხი (ნაცრისფერი) შარვალი გვერდზე ჯიბით; რუხი (ნაცრისფერი) თხელი ქურთუკი მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.
დანართი 3
საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა (მამაკაცის) ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი 100% შალის; მუქი ლურჯი პიჯაკი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; ღია ფერის პერანგი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ლურჯი ჰალსტუხი 100% აბრეშუმი; მუქი ლურჯი უმკლავო პულოვერი 100% შალი, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.
დანართი 4
საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრებისთვის (ქალის) ყოველდღიური ფორმა– მუქი ლურჯი ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ სიგრძით 100% შალის; მუქი ლურჯი პიჯაკი 100% შალის, საყელოზე (ზურგის მხარეს) და მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; ღია ფერის პერანგი 100% შალის, მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; შარფი 100% აბრეშუმი, ერთ ბოლოში საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი; მუქი ლურჯი უმკლავო პულოვერი 100% შალი, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.
დანართი 5
ყოველდღიური საზაფხულო ფორმა საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის – ლურჯი, პოლოს ტიპის მაისური, მოკლე სახელოთი 100% ბამბა, საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი, კეპი საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი.
დანართი 6
საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა (მამაკაცის) – ჯინსის ნაჭრის შარვალი (რეცხვადი ნაჭერი) 5 ჯიბით, უკანა ჯიბეზე დატანილი საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ლურჯი დათბუნებული ქურთუკი ჩაჩით (ბეწვის ბორტით) წყალგაუმტარი ნაჭრისაგან, საჰაერო მომსახურების სამსახურის ლოგოთი; მუქი ფერის მაღალყელიანი პულოვერი 60/70% შალი 32/30 აკრილი, წინა მარცხენა მხარეს საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი. მუქი ლურჯი ზამთრის კეპი ყურების დამცავით, წყალგაუმტარი ნაჭრისგან, საჰაერო მომსახურების სამსახურის ამოქარგული ლოგოთი.