„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 2
2012 წლის 20 იანვარი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №25 დადგენილებით (სსმ V, №22, 07/09/2010წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
გ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;
დ) იურიდიული სამსახური;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ვ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
ზ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური;
თ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ლ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;
მ) ტურიზმის განვითარების სამსახური;
ნ) მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური.
ო) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ დუშეთში;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დაბა ჟინვალში (სამოქმედო ტერიტორია – ჟინვალის თემი, სოფლები: არანისი, ჩინთი, ზემო ხორხი, ქვემო ხორხი, მენესო, უბანი, ლაუშა, სწროფავი, სონდისველა, ნეძიხი, ხარტიშო, ბზიკურთკარი, გუდრუხი, თვალივი, ბოდავი, ფუძნარი, ეთვალისი, ქვემო არანისი, ხირაუშა, ჟინვალი, ბიჩნიგაურები);
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჭონქაძის თემი, სოფლები: არაგვისპირი, ბოდორნა, მეზვრიაანთკარი, ყვავილი, თანიაანთკარი, მჭედლიაანთკარი, იორი, ქვემო აში, ახალაანი, ქარაულები, მგლიანი, ნანიანი, ფრიდონაანთკარი, ჯავახიანთკარი, ქერანა, ველთაურთკარი, ვეძათხევი, ოქრუაანი, დუდაურები, ახალი ტონჩა, არღუნი);
დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ბაზალეთის თემი, სოფლები: ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩანადირთკარი, ლაზვიანი, ვარსიმაანი, ნაგლიანთკარი, ბაგა, საშაბურო, მლაშე, საკრამულო, ძველი საკრამულო, ჭონტილი, უნდილაანთკარი, პირმისაანი, ყარსიმაანთკარი;
ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ტერიტორიულო ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მჭადიჯვრის თემი, სოფლები: მჭადიჯვარი, ოძისი, ჭაშა, ბაქაქურები, ილტოზა, ზემო კოდისწყარო, ქვემო კოდისწყარო, ახალი კადოეთი, ლამოვანი, ციხევდავი, მილისწყარო, ჭილურტი, ებნისი, წიწამურა, ზემო შუახევი, ქვემო შუახევი, ქვითკირის წყარო);
ვ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გრემისხევის თემი, სოფლები: ციხისუბანი, ქედელობა, ციგრიანთკარი, ძველი ბურღული, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ახალი ბურღული, ქარქუშაანი, ტონჩა);
ზ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჭოპორტის თემი, სოფლები: ჭოპორტი, ახატანი, ბულაჩაური, ქუბრიანთკარი, წითელსოფელი, ზემო ღარისწყალა, ქვემო ღარისწყალა);
თ)დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ლაფანაანთკარის თემი, სოფლები: ლაფანაანთკარი, დავათი, მაღრანი, ხიზნები, ნოკორნა, მწითურები, ახალი ოსები, ქერიაანთკარი, ზემოუბანი, კოშკასყელი, ნოჯა, ნოჯიკეთი, აბანოსხევი);
ი) დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –ხეობის თემი, სოფლები: ხეობა, წითელი კლდე, ახალციხე, კენჭაკლდე, მიგრიაულები, ფიჭვიანი, საცხავატლო, ვარცლა, დოლოშა);
კ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ანანურის თემი, სოფლები: ანანური, ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ციხისსოფელი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ჭივილაანები);
ლ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჭართლის თემი, სოფლები: დოლასქედი, ბუჩაანი, ვაშლობი, ჭართალი, მენესო, სონდა, ზენუბანი, ჩიტაურები, საქერე , მუგუდა, ჯუღისი, ჭალისოფელი);
მ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ფასანაურის თემი, სოფლები: ცხვედიეთი, ბანცური, სოდევე, მეჯილაურნი, წინამხარი, ვეშაგურნი, დავითურნი, ჩირიკი, წინკობანი, ხევშა, ჭიკანი, წიფორი, ჩადის ციხე, ზემო ამირნი, უკანამხარი);
ნ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გუდამაყრის თემი, სოფლები: კიტოხი, ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი);
ო) დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქვეშეთის თემი, სოფლები: ქვეშეთი, სეთურნი, კაიშაურნი, ჯაღმიანი, ზაქათკარი, ზემო მლეთა, ქვემო მლეთა, არახვეთი, ბედონი, წკერე, მუღურე, ციხიანი, შარმიანი, იუხო, ბენიან-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, ქოროღო, სონჩო, ჟოჟონი, უშარნი, ლაკათხევი, სეფე, ნაღვარევი, გვიდაქე, ნადიბანი, ყველანი, მანასეური, სალაჯური, გოგნაური, ხარხეთი, ჩოხელნი);
პ) დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მაღაროსკარის თემი, სოფლები: მაღაროსკარი, გომეწარი, ჩარგალი, ქალილო, კუჭეჭა, კანატია, ხილიანა, წიფრანი, საშევარდნო, შარახევი, მიგრიაულთა, გუდარახი, აფშო, ინო, ხომი, კაწალხევი, არბაჩხანი);
ჟ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – უკანაფშავის თემი, სოფლები: შუაფხო, ახადი, ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უკანაფშავი, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიჩო, ხოშარა);
რ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ბარისახოს თემი, სოფლები: ბარისახო, კორშა, მოწმაო, დათვისი, გველეთი, ჩირდილი, ბუჩუკურთა, აჭე, აკუშო, ქობულო, ჭალის სოფელი, ბოქჩვილო, ღელისვაკე, როშკა, ბლო, წინხადუ, ზეისტეჩო, ატაბე, ბაცალიგო, აყნელი, ღული, ჭიე, გუდანი, ჭორმეშავი, ბისო, ხახმატი, ამღა, ჭიმღა, ახიელი, კარწაულთა, უკანახო, უკანხადუ, მაღრაანი, ოხერხევი, ქმოსტი, ჩხუბა, ძეძეურთა, უბანი);
ს) დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – შატილის თემი, სოფლები: შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგწმინდა, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა, კისტანი).
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავას ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი