აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/194
2012 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 12.01.12 წლის №S001628 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მი ნ ისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 18.01.12 წლის სხდომის №1 ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება კერძოდ:
რობერტ ჩაჩავას საკუთრებაში არსებული 20000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 664 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (უძრავი ქონების სარეგისტრაციო კოდი – 65.10.40.001) (პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი – 20000.00კვ.მ.)
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს.
ვ. ქობალია