8.1 კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ ბენეფიციარი ქვეყნის დამკვიდრების და ბინადრობის დროებითი უფლებით. ეს უფლება ძალაშია კონტრაქტის დადებიდან 1 თვის განმავლობაში.
8.2 იმ კონტრაქტორების (მათ შორის გრანტის ბენეფიციარები) და ფიზიკური პირების, რომელთა მომსახურებაც საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, ოჯახის წევრები ისარგებლებენ იგივე უფლებებით პროექტის/პროგრამის განხორციელების განმავლობაში