8.1. საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლშია მითითებული ბიუჯეტის მხარდაჭერა: მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17 და 18.2.
8.2. ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:
8.2.1 მე-3 მუხლთან მიმართებაში: ბიუჯეტის მხარდაჭერასთან აკავშირებული პროექტი/პროგრამის ნაეილი უნდა განახორციელოს კომისიამ ეს გულიხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული.
8.3.2 მე-14 მუხლთან მიმართებაში: ბენეფიციარი უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში სახაზინო ანგარიშზე შეტყობინების მიიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება გაცვლის დღეს ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსი.
8.3 ზოგადი პირობების 4.1 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადეკვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.
8.4 ზოგადი პირობების 19.5 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავი
დაფინანსების ხელშეკრულება - საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა · რედაქცია 14.11.2011
მუხლი 8. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
- მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ოპერაციის არსი და მიზანი
- მუხლი 2. პროგრამის ღირებულება და ევროკავშირის ფინანსური წვლილი
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 5. შესრულების ვადა
- მუხლი 6. მისამართები
- მუხლი 7. დანართები
- მუხლი 10. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 4. შესრულების პერიოდი
- მუხლი 5. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დაფინანსების ხელშეკრულება - საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“, მუხლი 8, №0, 14.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1565731/muxli-8/