„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.01.2012
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებისა და ,,ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 03.08.2004
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №6
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე -4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. საბროკერო კომპანიებმა :
ა) 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების საფუძველზე, ფინანსური მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შიდა ინს ტრუქციების შემუშავება ;
ბ ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იმ კლიენტებსა და მათ ბენეფიციარ მესაკუთრეებზე, რომლებთანაც აქვთ საქმიანი ურთიერთობები 2012 წლის 1 იანვრისთვის .
3. საბროკერო კომპანიებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით უზრუნველყონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენა.
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანება „ საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ .
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ. როინიშვილი
დებულება საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დებულების მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები, მათ შორის:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/ და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
გ) მონიტორინგი – საბროკერო კომპანიის მიერ გარიგების მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ, აგრეთვე გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისათვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
დ) დადებული გარიგება – საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს (მათ შორის, კლიენტის წარმომადგენელი, მარწმუნებელი ან/და მესამე პირი, რომლის სასარგებლოდაც იდება გარიგება) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგების (გარიგებების) განხორციელების მიზნით;
ე) შესრულებული გარიგება – ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული საბირჟო ან არასაბირჟო გარიგება (გარიგებები);
ვ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ზ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
კ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
ლ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი:
მ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ნ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ო) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;
პ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საბროკერო კომპანიას ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;
ჟ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
რ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ტ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
უ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება კლიენტის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):
ბ.ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;
ბ.ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);
ბ.გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;
ბ.დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.
2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება, თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნე ს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .
3. კანონით მოცემული ტერმინების განმარტებებიდან გამომდინარე, ამ დებულების მიზნებისათვის, საბროკერო კომპანიის მიერ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საფონდო ბირჟაზე კოტირებად ფასიან ქაღალდებზე გარიგების ფასის 40 ან მეტი პროცენტული ერთეულით განსხვავება ოფიციალური კოტირების ფასისაგან;
ბ) ფასიანი ქაღალდების ჩუქება პირზე, რომელიც არ წარმოადგენს მეუღლეს, შვილს, შვილიშვილს, მშობელს, ბებიას, პაპას, დას, ძმას;
გ) მყიდველი ბროკერისათვის შეუძლებელია თანხის წარმოშობის დადგენა:
გ.ა) თანხა გადმორიცხულია არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირისაგან;
გ.ბ) არ ჩანს, ვისი ანგარიშიდანაა გადმორიცხული თანხა;
გ.გ) თანხა შემოტანილია/გადმორიცხულია მესამე პირისაგან (არა გარიგების მხარისაგან), რომლის იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა;
დ) გამყიდველი ბროკერისათვის შეუძლებელია ფასიანი ქაღალდების წარმოშობის დადგენა:
დ.ა) ფასიანი ქაღალდები გადმორიცხულია არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში რეგისტრირებული პირისაგან;
დ.ბ) არ ჩანს, ვისი ანგარიშიდანაა გადმორიცხული ფასიანი ქაღალდები;
დ.გ) შემოტანილია/გადმორიცხულია მესამე პირისაგან (არა გარიგების მხარისაგან), რომლის იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა;
ე) როდესაც აშკარაა, რომ გარიგება დაიდო და/ან სრულდება მისი დანაწევრებისა და, აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების თავიდან აცილების მიზნით;
ვ ) გარიგების მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ზ ) ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც ამ დებულების მიზნებისათვის საბროკერო კომპანიის მიერ შესაძლოა გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი იყოს.
4. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
5. საბროკერო კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებსა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებებს, რომლებთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
6 . საბროკერო კომპანიები ამ ბრძანებით დადგენილი წესით თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
მუხლი 4🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანიების მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს:
ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას საბროკერო კომპანიის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით;
ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
ვ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციების, უფლება- მოვალეობების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა;
ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების აღკვეთის მიზნით, საბროკერო კომპანიის თანამშრომლების სწავლების პროგრამების განხორციელება. სასწავლო პროცესს უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობაში, საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ახალი საშუალებების, მეთოდებისა და მიმართულების თანამშრომლებისათვის გაცნობა.
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე საბროკერო კოპმანიამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის აღმასრულებელი პირის (გენერალური დირექტორი, დირექტორი) მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს საბროკერო კომპანიის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების ( ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის წესი და პირობები. შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს საბროკერო კომპანიის ყველა თანამშრომელი.
4. საბროკერო კომპანიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს:
ა) საბროკერო კომპანიის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეებ ის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი;
ბ) საბროკერო კომპანიის მიერ პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წესი;
გ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული და საბროკერო კომპანიაში არსებული სხვა ინფორმაციის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემის წესი;
დ ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი;
ე ) სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) წარდგენის წესი;
ვ) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები;
ზ ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვა ლე ობები და პასუხისმგებლობა;
თ ) საბროკერო კომპანიის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება მონიტორინგის პროცესის ზედამხედველობა;
ი ) საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი მუშაკები და/ან თანამშრომლები, რომელთაც შიდა ინსტრუქციით მიენიჭებათ უფლება ფლობდნენ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
კ ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები).
5 . კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებასა და ამისათვის სათანადო ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბროკერო კომპანიის აღმასრულებელ პირს (გენერალურ დირექტორს, დირექტორს) .
6. მონიტორინგის პროცესის წარმართვის მიზნით, საბროკერო კომპანიამ სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის თანამდებობა საბროკერო კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა შეესაბამებოდეს ზედა იერარქიულ (მენეჯმენტის) დონეს.
7. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს შიდა ინსტრუქციით უნდა მიენიჭოს უფლება მიიღოს საბროკერო კომპანიის სხვა თანამშრომლებისაგან თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია და დაეკისროს მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
8 . საბროკერო კომპანიის აღმასრულებელი პირი (გენერალური დირექტორი , დირექტორი ) ვალდებულია აწარმოოს საბროკერო კომპანიის საქმიანობა და თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), ისე რომ მაქსიმალურად აღკვეთილ იქნე ს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში საბროკერო კომპანიის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობა.
მუხლი 5🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკ ვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. საბროკერო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. საბროკერო კომპანია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, საბროკერო კომპანიამ კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საბროკერო კომპანიას.
4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
5 . საბროკერო კომპანიები , ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავენ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები.
6. საბროკერო კომპანია უფლებამოსილია კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
7. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების დადებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე, ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
8 . საბროკერო კომპანიას არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში .
9. საბროკერო კომპანია ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას საბროკერო კომპანიასთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს კლიენტებსა და საბროკერო კომპანიას შორის არსებული საქმიანი ურთიერთობების შესწავლა.
10 . გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საბროკერო კომპანია არ აჩერებს გარიგების შესრულებას (კლიენტის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ( კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
11 . ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქ ტებში მითითებულ შემთხვევებში საბროკერო კომპანია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე) და დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
12 . იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე ძირითადი დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).
13 . იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მას თან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი:
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
14 . საბროკერო კომპანიებმა უნდა დააფიქსირონ პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
15 . თუ იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები ან საბროკერო კომპანიაში არსებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.დ) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ე) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები (საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ანგარიშის ნომერი, ანგარიშის გახსნის (და დახურვის) თარიღი);
ა.ვ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) ხ ელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი და ვადა (თუ ცნობილია) ;
ბ.ბ ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ.გ ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
16. საბროკერო კომპანია ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
17. საბროკერო კომპანია ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. საბროკერო კომპანია ვალდებულია განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, საბროკერო კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
18. საბროკერო კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. საბროკერო კომპანიას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.
მუხლი 6🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანია ვალდებულია გამოარკვიოს, იეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, საბროკერო კომპანიამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საბროკერო კომპანია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
4. საბროკერო კომპანიას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საბროკერო კომპანია პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 7🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საბროკერო კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) დადებული და/ან შესრულებული გარიგებების შესახებ.
2. ანგარიშგების ფორმაში ცალ-ცალკე, შესაბამის ნაწილში, შეიტანება ინფორმაცია როგორც საბროკერო კომპანიის მიერ, მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, კლიენტთან (კლიენტებთან ) დადებული, ისე შესრულებული გარიგებების შესახებ.
3. საბროკერო კომპანია ვალდებულია აღრიცხოს საბროკერო კომპანიის მიერ კლიენტთან დადებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) დადებული გარიგების სახე, თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
ბ) გარიგების ფორმა (წერილობითი ან ზეპირი);
გ) ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
დ ) დადებული გარიგების მიზანი;
ე ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ვ ) გარიგების დადების (გაფორმების) თარიღი, გარიგების შესრულების დაწყებისა და დასრულების თარიღი (მათ შორის, დავალების მიცემის თარიღი) , გარიგების დადების ქვეყანა, ქალაქი ;
ზ ) დადებული გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (ან სახელი და გვარი), მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი), რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების რეგისტრაციის შემთხვევაში).
4. საბროკერო კომპანია ვალდებულია აღრიცხოს, კლიენტთან დადებული გარიგებიდან გამომდინარე, (კლიენტის დავალებით) საბროკერო კომპანიის მიერ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით შესრულებული გარიგების (ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების) შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) შესრულებული გარიგების სახე, თანახმად ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა;
ბ) გარიგების ფორმა;
გ) გარიგების შესრულების საფუძველი;
დ) ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგების საგანი (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა);
ე) გარიგების შესრულების თარიღი;
ვ) გარიგების ღირებულება, გარიგების ვალუტა;
ზ) შესრულებული გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება (ან სახელი და გვარი), მისამართი (იურიდიული, ფაქტობრივი), რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (გარიგების რეგისტრაციის შემთხვევაში);
თ) გარიგების მონაწილე ყველა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის:
თ.ა) იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც საბროკერო კომპანია ახორციელებს გარიგებას, კერძოდ იმ საბანკო ანგარიშის სახეობა, ნომერი და გახსნის თარიღი (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ანგარიშის დახურვის თარიღი), რომელიც გამოიყენება ამ კონკრეტული გარიგების შესრულებისათვის;
თ.ბ) გარიგების მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისი საბანკო რეკვიზიტები (მაგალითად, თანხის გადარიცხვის შემთხვევაში – შესაბამისი საბანკო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის სახეობა, ნომერი);
თ.გ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს საბროკერო კომპანიის კლიენტის დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის), აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნებულების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნებულების დამმოწმებელი პირი (ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი;
ი) თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციის და შენახვის მიზნით საბროკერო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.
მუხლი 8🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საბროკერო კომპანია ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) და საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება საბროკერო კომპანიაში როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თვით საბროკერო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საბროკერო კომპანიამ ინსტრუქციით ან შესაბამისად გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს პირი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს დამმოწმებლის ვინაობა და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საბროკერო კომპანიის მიერ გადამოწმებული მონა ცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას საბროკერო კომპანია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბროკერო კომპანიაში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – საბროკერო კომპანიის ბეჭდითაც.
4. საბროკერო კომპანიაში შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. ამასთან, მონაცემები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მათი მოძიება და გამოყენება უმოკლეს ვადაში.
5. საბროკერო კომპანიებმა კანონით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის ამოქმედება და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა.
მუხლი 9🔗. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ საბროკერო კომპანიას გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე -3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას), საბროკერო კომპანია ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით საბროკერო კომპანიის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით, სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. ანგარიშგების ფორმების სამსახურისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში და იგი ამავე დროს არის ამ დებულების მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარიგება (ოპერაცია) – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს საბროკერო კომპანიის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, საბროკერო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საბროკერო კომპანიის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა № 6 და გრიფი „კონფიდენციალური“.
6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge ) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით .
7. გადაწყვეტილებას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს საბროკერო კომპანიის პასუხისმგებელი პირი, რომელიც საბროკერო კომპანიის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების თანახმად პასუხისმგებელია მონიტორინგის განხორციელებაზე.
8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საბროკერო კომპანიაში ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული ინსტრუქციით (ან წესდებით) – საბროკერო კომპანიის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საბროკერო კომპანიაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.
9. საბროკერო კომპანია ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის წარდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად.
1 0. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემთხვევაში, საბროკერო კომპანია ვალდებულია ანგარიშგების ფორმაში მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დადებული ან შესრულებული გარიგების მონაწილე პირების მიერ საბროკერო კომპანიის ხელთ არსებულ დადებულ ან შესრულებულ სხვა გარიგებებს.
11. კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საბროკერო კომპანიისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ დადებული ან შესრულებული გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. საბროკერო კომპანია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. თუ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ საბროკერო კომპანია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საბროკერო კომპანია ვალდებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. საბროკერო კომპანია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. გარიგების ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის, და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია, არ შეიძლება ეცნობოს გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ინფორმაცია მიეწოდება. საბროკერო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმას, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიაწოდოს საბროკერო კომპანიის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 10🔗. საბროკერო კომპანიის მიერ სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. მონიტორინგს დაქვემდებარებული დადებული ან/და შესრულებული გარიგებების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით საბროკერო კომპანიამ უნდა წარუდგინოს სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული, ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, საბროკერო კომპანია შესაბამისი ცვლილებების ამსახველ, განახლებულ ფორმას სამსახურს წარუდგენს ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას საბროკერო კომპანიის მიერ კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საბროკერო კომპანიის მიმართ გამოყენებულ იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.