⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.10.2020)
გაუქმებულია:

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.01.2012
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,857 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.01.2012 მიღება
20.10.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №8 2012 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ „ ფულადი გზავნილების განმახორციელებე ლი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინს ტრუქციების შემუშავება. 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით, წარადგენენ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სააღრიცხვო ფორმას. 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. 5. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ . როინიშვილი დებულება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება აწესრიგებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს. 2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; დ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ზ) მონიტორინგი – ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ, აგრეთვე ოპერაციების (გარიგებების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; თ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირი; ი) კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც მიმართავს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით; კ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; მ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; ნ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; ო) ბენეფიციარი მესაკუთრეფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; პ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; ჟ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; რ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია; ს) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში; ტ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; უ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირიფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციები (გარიგებები) 1. ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით შესრულებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაცია (გარიგება), ანდა ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის ოპერაცია (გარიგება), მიუხედავად თანხის ოდენობისა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ოპერაცისთვის (გარიგებისთვის) გამოყენებული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოპერაციის (გარიგებების) გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში თანხის გადარიცხვა ან/და საყურადღებო ან საეჭვო ზონიდან თანხის მიღება. 4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის (გარიგების) შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 5. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, რომელთაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. 6. საეჭვო და დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის მიზნით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).      მუხლი 4🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით. 2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულია: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ ოპერაცია სრულდება (გარიგება იდება) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია; ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა; დ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა; ე) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; ვ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით. 3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ კლიენტების, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება -მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.      მუხლი 5🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია: ა) უზრუნველყოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისთვის აუცილებელი პირობები (მათ შორის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.); ბ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (მათ შორის, ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანგარიშგების ფორმის შედგენა და სამსახურისთვის წარდგენა) (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება); გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის შემთხვევაში მისი ხელმოწერის) უფლებამოსილების მინიჭების საკითხები; დ) უზრუნველყოს მონიტორინგის წარმართვა იმგვარად, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტებისთვის (მათი წარმომადგენლებისთვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან მიმართებაში). ე) უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის თანამშრომლების შესაბამისი მომზადება (სწავლება).     მუხლი 6🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება (ოპერაცია სრულდება) იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე , როდესაც: ა) ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაციებისას (გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილებისას) , რომლის თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკ ვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები. 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს. 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. 5. კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების (ფულადი გზავნილის) განხორციელებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე, ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. 6. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობების შესწავლა. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახოს ფულადი სახსრების გადარიცხვის განკარგულებაში (სწრაფი ფულადი გზავნილების განაცხადის ფორმაში). 8. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა: ა) დასახელება; ბ) ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთების არსებობის შემთხვევაში); გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც იმგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნეს თანხის მიმღებ დაწესებულებამდე. 10. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ფულადი გზავნილების სისტემაში ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა, ფულადი გზავნილების განმახოციელებელი პირი ვალდებულია, თანხის მიმღები დაწესებულების მიერ დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია. 11. დასაშვებია ადგილობრივი გადარიცხვების შესრულებისას მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა. ამ შემთხვევაში გადამხდელი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში), მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 12. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის, მიუხედავად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. 13. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტის და/ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. გ) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა და მასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია (დოკუმენტი), ამ დებულების მე-10 მუხლით დადგენილი წესით. 15. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს. 16. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) მოქალაქეობა გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილი; ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. 17. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. 18. თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები. 19. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ოპერაცია (გარიგება) კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. 20. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ კლიენტთა კატეგორიას განსაზღვრავს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი . მათ მიმართ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 21. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.     მუხლი 7🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას. 2. თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მიიღოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. 3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები. 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე, საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.     მუხლი 8🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის (გარიგების) შესახებ. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი; ბ) ოპერაციის განხორციელების (გარიგების დადების) თარიღი და ადგილი, აგრეთვე ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც უნდა შესრულდეს ოპერაცია (გარიგება); გ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; დ) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმეტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება ოპერაცია (გარიგება); ე) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც მესამე პირის დავალებით ასრულებს ოპერაციას (გარიგებას). 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.     მუხლი 9🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციების შესახებ, ასევე საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისთვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც ელექტრონული საშუალებებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული ინფორმაცია. 2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, კლიენტის ი დენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ო რიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ასლები უნდა იყოს დამოწმებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ გადამოწმებული მონაცემები. 3. 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება აგრეთვე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით). ამასთან, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის გადაწყვეტილებით (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას (გარიგებას) და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში. 5. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს შენახული ინფორმაციისა და დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაცვა.     მუხლი 10🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად წარუდგინოს სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. 2. სამსახურისათვის ცნობის წარდგენა გულისხმობს ამ დებულებით დადგენილი წესით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ ოპერაციის ( გარიგების) შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებ–პორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას. 3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში. 4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე; გ) თუ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციას (გარიგებას) – ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღესვე; დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დასახელება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი – 0108, საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6 და გრიფი „კონფიდენციალური“. 6. სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა ან/და თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით. 7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების შემთხვევაში, მათი შევსებისა და ხელმოწერის) და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ის თანამშრომელი, რომელსაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). 8. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. 9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა. 10. საეჭვო ოპერაციის (გარიგების) გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიუთითოს ოპერაციის (გარიგების) საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა ოპერაციებს (გარიგებებს). 11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ ოპერაციასთან (გარიგებასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი შეიტყობს შესაბამის ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებული რაიმე დამატებით ინფორმაციას, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით. 13. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ოპერაციის (გარიგების) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს.     მუხლი 11🔗. სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განსახორციელებლად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს აღრიცხვის ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად. 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში), ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, წარუდგინოს სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 1. ზედამხედველობას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.