⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.01.2014)
გაუქმებულია:

შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2012
ძალაში შესვლა 15.01.2012
ძალის დაკარგვა 16.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016687
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2012
matsne.gov.ge 5,540 სიტყვა · ~28 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2012 მიღება
15.01.2012 ძალაში შესვლა
16.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები
2 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები
3 ელმავლისა და თბომავლის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები
4 ელმავლებისა და თბომავლების რემონტი და მოდერნიზაცია
5 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი
6 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი
7 სატვირთო ვაგონები
8 სატვირთო ვაგონების მოდერნიზაცია
9 სატვირთო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები
10 სატვირთო ვაგონების ურიკები და მათი დეტალები
11 სატვირთო ვაგონების სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები
12 სატვირთო ვაგონის წყვილთვალები და მათი დეტალები
13 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის დეტალები
14 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები
15 სატვირთო ვაგონების ძარისა და ჩარჩოს დეტალები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:Consolas;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.8pt 63.75pt 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №14 2012 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი შპს „ საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებ ის სპეციალური წ ესის დამტკიცების შესახებ  მუხლი 1🔗. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ შპს „ საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვებ ის სპეციალური წესი“ .  მუხლი 2🔗. დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2 წელი.  მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 იანვრიდან . პრემიერ- მინისტრი                     ნ. გილაური შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა .თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ (შემდგომში – საწარმო ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს . 2. ამ წესის მიზანია: ა) შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. 3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები , თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საწარმოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შესყიდვებზე: ა) ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების შესყიდვებზე; ბ) უძრავი ქონების შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლების მიღებასთან (მათ შორის და არა მხოლოდ: იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი) დაკავშირებულ შესყიდვებზე; გ) ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რეკლამის გავრცელებასა და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე; დ ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებზე . აღნიშნული სამუშაოების შესყიდვებს საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად . 5. საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების განხორციელება ხდება ამ წესის შესაბამისად .     მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს რკინიგზა“; ბ ) შესყიდვა – საწარმოს ან/და საწარმოს 50% -ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირ(ებ)ის მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვები , აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვები (მათ შორის , აუდიტორული , საექსპერტო , საკონსულტაციო (მათ შორის , ფინანსური , საბუღალტრო , აქტივების განკარგვა ), იურიდიული , საპროექტო სამუშაოების და სხვ. ); გ ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები; ე ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი . პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება (ფასთა კოტირების პროცედურებში მონაწილემ – განაცხადი ) შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე , ხოლო ყოველ ლოტზე ცალ -ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული; ვ ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა) , მათ შორის და არა მხოლოდ: ნედლეული , ნაკეთობა , მოწყობილობა , წარმოების სხვა საშუალება , მოხმარების საგანი – როგორც მყარ , ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში , საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ ) სამშენებლო სამუშაო – შენობის , ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან , რეკონსტრუქციასთან , ნგრევასთან , რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის , სამშენებლო მოედნის მოწყობა , გრუნტის ამოღება , შენობის ან ნაგებობის აგება -აშენება , აღჭურვილობის მონტაჟი , მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები , მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები ), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება , როგორიცაა ბურღვა , გეოდეზიური სამუშაოები , კოსმოსური და აეროგადაღება , სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას; თ ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი , საქონლისა და სამუშაოს გარდა; ი ) პრეტენდენტი – პირი , რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა სატენდერო საფასური; კ ) მიმწოდებელი – პირი , რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ლ ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული საწარმოს ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას; მ) საფასური – სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ წესით დადგენილი ოდენობით, საწარმოს ანგარიშზე სავალდებულოდ გადასახდელი თანხა; ნ ) ფასთა კოტირებით შესყიდვა – გამარტივებული საშუალება საქონლის , მომსახურების შესყიდვისათვის , რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი; ო) ზეპირი ვაჭრობა – ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი; პ) აფიდავიტი – ამ წესის მიზნებისათვის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისათვის; ჟ) შესყიდვის ხელოვნური დაყოფა – საწარმოს მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზანია ამ წესით დადგენილი მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდება.     მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია : ა ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება ); ბ ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; დ ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას . 2. საწარმო ვალდებულია : ა ) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში , ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ ) შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობოს ეს გადაწყვეტილება შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს. ამასთან, ამ შემთხვევაში საწარმო არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში საწარმო არ არის ვალდებული მონაწილე პირებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.     მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას : ა ) სატენდერო კომისიის წევრების , შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების , სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას; დ ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას; ე ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას; ვ) მიმწოდებლის შერჩევას ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში; ზ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას . 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს (საწარმოს თანამშრომელი , კონსულტანტი , ექსპერტი და სხვ. ) წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს წერილობითი უარი ამგვარი შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი შესყიდვაში მონაწილე პირთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.     მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა საწარმო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად , რომელსაც ამტკიცებს საწარმოს დირექტორთა საბჭო . მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მრავალწლიანი შესყიდვებ ის განხორციელების საკითხს ითანხმებს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ფასთა კოტირება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100 000 ლარზე; ბ) საწარმოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ: ა) შესასყიდი ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) ხორციელდება საგარანტიო პირობების მქონე, არა უმეტეს ხუთი წლის წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა; დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე მსგავსი საქონლით ჩანაცვლება; ე) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; ვ ) საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება . 4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ მუხლით. საწარმოს გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით. 5. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, რომლის მიზანიც არის ამ წესით დადგენილი მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდება, როდესაც საწარმოსათვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვისათვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები: ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით; ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 6. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).     მუხლი 7🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორთა საბჭო არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნე ნ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.     მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 2. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია: ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის და ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა; ბ) სატენდერო წინადადებების მიღება და რეგისტრაცია (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე. 3. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრეტენდენტებთან, მიაწოდოს მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. 4. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში.     მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს: ა) საწარმოს ვებგვერდზე, საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში (საშუალებებში) ; ბ) ვაჭრობის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ერთ-ერთ ენაზე და ამ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს დღგ-ის გარეშე . 2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება საწარმოს ვებგვერდზე ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისი რეკვიზიტები; ბ) შესასყიდი, მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ადგილი და სასურველი ან სავალდებულო ვადები; დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა; ზ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში); თ) საფასურის განაკვეთი. 4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი . 5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზღვრავს სატენდერო კომისია საწარმოს ინტერესებიდან და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 20 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ. 7. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევით ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ტენდერის ჩატარების ვადა უნდა გადაიწიოს ზემოხსენებული ცვლილების განხორციელებიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღით .     მუხლი 10🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე. 2. პირის მიერ სატენდერო საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას. 3. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად; ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით; გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებს და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით; დ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუ ამას დაუშვებს შემსყიდველი ორგანიზაცია; ე) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; ვ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვ. ); ზ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, აგრეთვე მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც გაფორმებული იქნება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ; თ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილსა და ენას; ი) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს; კ ) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას ; ლ ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ პირთა ვინაობასა და საკონტაქტო მონაცემებს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; მ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილს; ო) აფიდავიტს, ამ წესის №2 დანართში დადგენილი ფორმის შესაბამისად. 4. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოსა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია მხოლოდ სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „ეკვივალენტი“, „მსგავსი“, „ანალოგი“ და სხვა. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.     მუხლი 11🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები 1. მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტთა ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმო ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილების, საქმიანი რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით. 4. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და განვითარებას.     მუხლი 12🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურული კონვერტით წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების ღირებულების 5%-ის ოდენობით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში) . 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან ან ტენდერის ჩაშლიდან 5 დღის განმავლობაში. 3. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ : ა) იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე; ბ) გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციასთან არ დადებს შესყიდვის ხელშეკრულებას; გ) პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე არ იქნება წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია; დ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.     მუხლი 13🔗. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და შერჩევის/შეფასების წესი 1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. 2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება. 3. კონვერტების გახსნის შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარდგენილი ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ : ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში; ბ) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას; გ ) სატენდერო წინადადება ან/და ტექნიკური და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დ ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე ) შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; ვ ) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას. 4. სატენდერო წინადადების შერჩევის დროს სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის სატენდერო წინადადების ფასს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საწარმო მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს ხუთი კალენდარული დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 6. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ სატენდერო წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა. 7. სატენდერო წინადადებები შეფასდება ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 8. სატენდერო კომისია ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. 9. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას. 10. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. 11. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები.     მუხლი 14🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ზეპირ ვაჭრობაზე დაშვებულ პრეტენდენტებს. 3. სატენდერო კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დ როს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს სატენდერო წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. 6. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას იწყებს ზეპირი ვაჭრობის ყოველ ეტაპზე ინდივიდუალურად დადგენილი, შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს. ზეპირი ვაჭრობისას მხარეებს მიეცემათ გონივრული ვადა თითოეულ ეტაპზე ფასის დასაფიქსირებლად, თუმცა აღნიშნული ვადა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 60 (სამოცი) წუთს. 8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, ასახული უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტი. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი. 9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. ტენდერის მიმდინარეობის დროს მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს, გამართოს მოლაპარაკება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებსა და პრეტენდენტებთან, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.     მუხლი 16🔗. სატენდერო საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის წესდება სატენდერო საფასური 500 ლარის ოდენობით. 2. სატენდერო საფასური უკან დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევა ში, თუ : ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემა.     მუხლი 17🔗. ორეტაპიანი ტენდერი 1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და საწარმოს აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით. 2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენდერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე. 3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით. 4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს. 5. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს საწარმო ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით თავად განსაზღვრავს, თუ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სატენდერო საფასურის გადახდა. 6. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ტენდერის ჩატარების ზოგადი პირობები.     მუხლი 18🔗. ჩაშლილი ტენდერი 1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება; ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-19 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი.     მუხლი 19🔗. ხელახალი ტენდერი 1. ტენდერის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ სატენდერო კომისია ადგენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებს ხელახალ ტენდერს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევა ში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შექმნას ახალი სატენდერო კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.     მუხლი 20🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საწარმოს შორის იდება ხელშეკრულება. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.  3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 21🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვა ხორციელდება ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით და საწარმოს დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განხორციელებული შესყიდვისას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას; გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) მიმწოდებლის დასახელებას, რეკვიზიტებსა და საიდენტიფიკაციო ნომერს. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი. 3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (გარანტირების მექანიზმის გამოყენება აუცილებელია არანაკლებ წინასწარ გადასახდელი თანხის ეკვივალენტის ოდენობით) ; ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. საწარმოს გადაწყვეტილებით, დირექტორთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურების, გაწეული სამუშაოების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. 4. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, მისი მოთხოვნისას, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ან ფასთა კოტირებით შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია წარედგინოს საწარმოს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე. 5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 22🔗. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, სასამართლო წესით გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ წესით დადგენილი პირობები ან/და შეილახა მისი უფლებები. 2. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.     მუხლი 23🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი №1 საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი N საქონლისა და მომსახურების დასახელება 1 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 2 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 3 ელმავლისა და თბომავლის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 4 ელმავლებისა და თბომავლების რემონტი და მოდერნიზაცია 5 ელმავლისა და თბომავლის ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი 6 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი 7 სატვირთო ვაგონები 8 სატვირთო ვაგონების მოდერნიზაცია 9 სატვირთო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები 10 სატვირთო ვაგონების ურიკები და მათი დეტალები 11 სატვირთო ვაგონების სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები 12 სატვირთო ვაგონის წყვილთვალები და მათი დეტალები 13 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის დეტალები 14 სატვირთო ვაგონის ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები 15 სატვირთო ვაგონების ძარისა და ჩარჩოს დეტალები 16 სატვირთო ვაგონების ჩასატვირთ-ჩამოსაცლელი, დამცველი მოწყობილობები და მათი დეტალები 17 ლიანდაგის ზედნაშენი მასალა 18 ხელოვნური ნაგებობების, ლითონის, რკინაბეტონის კონსტრუქციები და შეკეთება 19 სალიანდაგო მანქანა-მექანიზმები, სათადარიგო ნაწილები და შეკეთება 20 უპირაპირო რელსების შედუღება და ლიანდაგში არსებული რელსებისა და ჯვარედინების აღდგენა 21 რელსის საჭრელი დისკები და ბურღები 22 ლიანდაგის ზედნაშენის, ხელოვნური ნაგებობების, მიწის ვაკისის გამოკვლევა, დაპროექტება და ექსპერტიზა 23 ლიანდაგმზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 24 სარელსო დეფექტოსკოპია, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 25 ავტომატრიცები, დრეზინები და სარკინიგზო ამწეები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 26 საკონტაქტო ქსელის პარამეტრების მზომი ვაგონი, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 27 საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების ფუნდამენტები 28 საკონტაქტო ქსელისა და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები 29 საკონტაქტო ქსელის, ელექტროგადამცემი ხაზების საკიდი კვანძები და დამჭერი კონსტრუქციები 30 ელექტროგადამცემი სადენები და კაბელები 31 ტრანსფორმატორები და ძალოვანი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 32 ელექტროტექნიკური აპარატურა და მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, რემონტი 33 მზომი ხელსაწყოები 34 სანათი მოწყობილობები 35 ელექტრული ძაბვის ზემოქმედებისაგან პერსონალის დამცავი საშუალებები 36 სპეციალური სამონტაჟო საშუალებები და მოწყობილობები 37 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სათადარიგო ნაწილები და მასალები 38 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების საკაბელო პროდუქცია და სამონტაჟო სადენები 39 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტროტექნიკური პროდუქცია 40 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების კვების წყაროები 41 სამატარებლო და სამანევრო რადიოკავშირის სათადარიგო ნაწილები და მასალები 42 მოძრავი შემადგენლობის გადამეტხურებული ბუქსების აღმომჩენი მოწყობილობის („კტსმ“) სათადარიგო ნაწილები და მასალები 43 სამატარებლო და საგადასასვლელო შუქნიშნები, მათი შემადგენელი ნაწილები 44 საისრო ამძრავები და მათი შემადგენელი ნაწილები 45 საკაბელო ქუროები და ყუთები 46 დროსელტრანსფორმატორები ზღუდარებით და შემადგენელი ნაწილები 47 ელმავლისა და ელექტრომატარებლის ელექტრული მანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 48 ელმავლის, ელექტრომატარებლისა და სამგზავრო ვაგონის ელექტრული აპარატურის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები 49 ელმავლის, ელექტრომატარებლისა და სამგზავრო ვაგონის მექანიკური ნაწილის მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და მასალები (სამგზავრო ვაგონების ავტოსაბმელი მოწყობილობები და მათი დეტალები, ურიკები და მათი დეტალები, სამუხრუჭე მოწყობილობები და მათი დეტალები, წყვილთვალები და მათი დეტალები, ბერკეტული გადაცემის დეტალები, ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები, ბერკეტული გადაცემის ავტომატური რეგულატორები და მათი დეტალები, ძარისა და ჩარჩოს დეტალები და სხვ.) 50 ელმავლების რემონტი და მოდერნიზაცია 51 სამგზავრო ელექტრომატარებლების რემონტი და მოდერნიზაცია 52 ელმავლისა და ელმატარებლების, ელექტრული მანქანებისა და დენმიმღების რემონტი 53 ელმავლისა და თბომავლის წყვილთვალების რემონტი 54 სამგზავრო მატარებლების სანიტარიულ-პროფილაქტიკური მომსახურება 55 სამგზავრო ვაგზლებისა და სამგზავრო დანიშნულების ფართობების სანიტარიულ-პროფილაქტიკური მომსახურება 56 სამგზავრო მატარებლების თეთრეულით მომსახურება 57 სამგზავრო მატარებლების რბილი მოსახსნელი ინვენტარის დეზინფექცია (ლეიბი, ბალიში, გადასაფარებელი და სხვ.) 58 სამგზავრო დანიშნულების აპარატურის მომსახურება (ალკოჰოლის შესამოწმებელი მოწყობილობა, სალარო აპარატები, რადიოსიხშირეები და სხვ.) 59 სახანძრო ავტომანქანების სათადარიგო ნაწილები და მასალები 60 სახანძრო ავტომანქანები და სპეციალური მანქანები 61 სახანძრო მატარებლებისა და აგრეგატების სათადარიგო ნაწილები და მასალები 62 აღმდგენი მატარებლების სათადარიგო ნაწილები და მასალები 63 სახანძრო მატარებლების რემონტი და მოდერნიზაცია 64 აღმდგენი მატარებლების გამწევი საშუალებების სათადარიგო ნაწილები, მასალები და რემონტი 65 აღმდგენი მატარებლების რკინიგზაზე მოსიარულე ამწეები და გამწევი საშუალებები 66 ამწე მექანიზმების დიაგნოსტიკური მომსახურება 67 შავი მეტალურგიის პროდუქცია, ნაგლინი და სხვა ნაკეთობები 68 ფერადი ლითონის პროდუქცია 69 ელექტროტექნიკური წარმოების პროდუქცია 70 ხის ნაწარმი 71 ქიმიური ნაწარმი (ლაქები და საღებავები, ანტიფრიზი, ფრეონი, ჰერბიციდი, რეზინტექნიკური პროდუქცია, საიზოლაციო მასალა და სხვ.) 72 მსუბუქი და საფეიქრო წარმოების პროდუქცია (სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელთათმანები, ფარდები, სამგზავრო მატარებლების რბილი მოსახსნელი ინვენტარი) 73 საპოხი (საცხები) მასალები 74 გაზპროდუქტები (პროპანი, ჟანგბადი და სხვ.) 75 სამეურნეო საქონელი 76 სატრანსპორტო საშუალებების რემონტი 77 ჟურნალ-გაზეთებისა და მედიამონიტორინგის მომსახურება, სარეკლამო პროდუქტის შექმნის მომსახურება 78 საკისრები 79 მანქანა-მექანიზმებისა და დაზგა-დანადგარების რემონტი 80 ტექნიკური საშუალებების რემონტი და მომსახურება 81 კავშირგაბმულობის მომსახურება 82 კომუნალური მომსახურება 83 მეტროლოგიური მომსახურება 84 სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა 85 ელექტრომაგნიტური თავსებადობის მომსახურება 86 ტექნიკური საშუალებების დიაგნოსტიკური მომსახურება 87 ვაგონების გარეცხვა-გაორთქვლა 88 დაცვა 89 სამშენებლო მასალები 90 ასაღები ნიჩაბი, ბარი, ლომი, წერაქვი, ფიწალი 91 ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი და საშუალებები 92 რადიოსადგურები და მათი ინვენტარი 93 ავტოტრანსპორტი, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 94 დაზგა-დანადგარები, სათადარიგო ნაწილები და რემონტი 95 სპეცკავშირებით მომსახურება 96 საოფისე ინვენტარი 97 სამეურნეო-საკანცელარიო საქონელი 98 არასამგზავრო დანიშნულების ფართობების წმენდა და დასუფთავება 99 არასამგზავრო დანიშნულების ფართობების დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია 100 მზომი ხელსაწყოები 101 სანათი მოწყობილობები 102 ელექტრული ძაბვის ზემოქმედებისაგან პერსონალის დამცავი საშუალებები 103 კომპიუტერული ტექნიკა 104 პოლიგრაფიული მომსახურება 105 საწვავი (ბენზინი, დიზელი, ნავთი და სხვ.) 106 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის მომსახურება 107 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის ქსელების სპეციფიკური ინსტრუმენტი 108 კომპიუტერული და კავშირგაბმულობის ქსელების საკაბელო პროდუქცია და აქსესუარები 109 კავშირგაბმულობის სათადარიგო ნაწილები 110 სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა 111 ინტელექტუალური მომსახურება (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოების და სხვ.) 112 სამგზავრო დანიშნულების ელექტრომატარებლები 113 სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის აპარატები და მათი მომსახურება 114 სამგზავრო ვაგონების სადეპოო და კაპიტალური რემონტისათვის საჭირო დაზგა-დანადგარები (სტენდები) 115 სამგზავრო ვაგონების სადეპოო და კაპიტალური რემონტისათვის საჭირო დაზგა-დანადგარების (სტენდების) რემონტი 116 ავტოტრანსპორტის მომსახურება 117 სპეცტანსაცმელი (უნიფორმა) 118 პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები 119 სამგზავრო ვაგონების რბილი მოსახსნელი ინვენტარი დანართი №2 აფიდავიტი სატენდერო წინა დადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. ასევე ვადასტურებ, რომ: ● ჩემთვის ცნობილია, რომ სატენდერო წინადადება დისკვალიფიცირებული იქნება, თუ აღმოჩნდა, რომ აფიდავიტში მოცემული ინფორმაცია არის ყალბი ან/და ცრუ; ● უფლებამოსილი ვარ პრეტენდენტის მიერ, ხელი მოვაწერო ამ აფიდავიტს და წარვადგინო ეს სატენდერო წინადადება; ● ნებისმიერი პირი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია სატენდერო წინადადებაზე, შესაბამისად უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ; ● ჩემთვის ცნობილია, რომ ტერმინი „კონკურენტი“, აფიდავიტის მიზნებიდან გამომდინარე, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ან/და რომელმაც შესაძლოა წარადგინოს სატენდერო წინადადება ამ ტენდერში; ● მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით პრეტენდენტსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: - სატენდერო წინადადების ფასი; - სატენდერო წინადადების ფასის გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა; - სატენდერო წინადადების წარდგენა ან წარდგენისაგან თავის შეკავება; - ისეთი სატენდერო წინადადების განზრახ წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს გამოცხადებული ტენდერის პირობებს; - შესყიდვის ობიექტის ხარისხი, მოცულობა, ტექნიკური პირობები ან მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო წინადადება; ● სატენდერო წინადადების პირობები პრეტენდენტს წინასწარი განზრახვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ გაუმჟღავნებია ან/და პრეტენდენტი არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო წინადადების განსაჯაროების მომენტამდე. გავეცანი ამ აფიდავიტის შინაარსს და ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობას. _________________________________                                                                                                                    (ხელმოწერა) შესყიდვების მიზნებისათვის აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი , პრეტენდენტის სახელით , ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებ(ებ)ის უტყუარობისათვის. აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195​1 მუხლის შესაბამისად.