„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
340000000.10.003.016690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებ აში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 224) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულების :

1. მე‑7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, ფერმერთა ინფორმირების მიზნით რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების თაობაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა,სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონალური პოლიტიკისა და სათანადო რეკომენდაციების შე მ უშავებაში მონაწილეობის მიღება;“;

ბ) „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია, იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი;“;

გ) „ი “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მელიორაციის სფეროში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სარწყავი სისტემის ქვეშ მყოფ სარწყავ მიწებსა და მიმდებარე მიწებზე დაკვირვება, მათი აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწის კონსოლიდაცი ა , ნიადაგის ხარისხობრივი შეფასება, მისი მდგომარეობის აღრიცხვა და ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სახელმწიფო ზედამხედველობა და მისი შენარჩუნების ორგანიზება;“.

2. მე‑ 10 მუხლის მე‑ 3 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა ) ღვინის ეროვნული სააგენტო; “.  

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                          ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 340000000.10.003.016690.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 18.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 340000000.10.003.016690 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1566001/