საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 184-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 184. სოციალური გადასახადი
სოციალური გადასახადი წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფორმირებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის აუცილებელ მიზნობრივ შენატანს, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ამ კარში დადგენილი განაკვეთების შესაბამისად იხდიან შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებულ გაცემულობათა თანხებზე, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე.“.
2. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში“ შეიცვალოს სიტყვებით „უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად ცენტრალურ ბიუჯეტში, ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 28 სექტემბერი.
№1088–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.09.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1088. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.000.986.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №1088, 28.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.986 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15676/