„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 18 იანვარი
ქ. ოზურგეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის№9 დადგენილებაში (სსმ,ვებგვერდი, 110309010, გამოქვეყნების თარიღი 22/03/2011 წ.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016034) და დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ს:
1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.000-ს. (წლის განმავლობაში სამჯერ გაეწევათ დახმარება 100 ლარის ოდენობით);
გ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;
დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარება;
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი შეჭირვებული ოჯახების დახმარება;
ვ) ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა;
ზ ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება;
თ ) შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა;
ი) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ;
კ) უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა ;
ლ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა ;
მ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება;
ნ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება ;
ო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა;
პ) დედ-მამით ობოლი 18წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება;
ჟ) ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის (შეშის) შეძენის ხარჯები ;
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებ ა:
ა) უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.“.
3. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ახალშობილის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 70.000-ზე მეტია და არ აღემატება 150.000-ს, უფლება აქვს მოითხოვოს დახმარება ახალშობილის შეძენის გამო.“.
4. მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) აღნიშნული დახმარება გაიცეს იმ ოჯახებზე , რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა და არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით.“.
5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება მშობიარეთა 50% თანადაფინანსებით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.“.
6. მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:.
„1.მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ერთჯერად ფულად დახმარებას (50 ორმოცდაათი ლარის ოდენობით)“.
7. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიცი პ ალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი , მარტოხელა, უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს ამ კატეგორიის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას.“.
8. მე-10 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და თუ მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.000-ს.
2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა აქვთ 0-დან 57.000-ის ჩათვლით წელიწადში სამჯერ მიეცემათ 100-ლარიანი დახმარება.“.
9. მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური და გამგეობის შესაბამისი სამსახური.“.
10. მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობით განცხადებ ას და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელსაც უნდა ერთოდეს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს – გამგეობის რწმუნებულის მიერ გაცემული აქტი.“.
11. მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობაში შემოსულ ბენეფიციართა განცხადებებს განიხილავს შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური.“.
12. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სოციალური დახმარებების გაცემისას შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მომზადება
1. სამსახური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა, და ა.შ.
13. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის ა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებ ა ს იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახურის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანები ს საფუძველზე .“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი