აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2012
ძალის დაკარგვა 01.03.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,694 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2012 მიღება
01.03.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.1, li.1, div.1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.11, li.11, div.11 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; } p.21, li.21, div.21 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;} p.31, li.31, div.31 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.41, li.41, div.41 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.210, li.210, div.210 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt 37.9pt 26.95pt 49.15pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №2 2012  წლის  25  იანვარი   ქ. თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე -5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 14​2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანდართული დებულება (შემდგომში – დებულება). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილება („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“,  №4, 23.02.2007 წ.,  მუხლი №7). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                     გ. ბარამია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობის) სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.     მუხლი 2🔗 1. წარმომადგენლობა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულება, რომელიც შექმნილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად ამ დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. 2. წარმომადგენლობა თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მეშვეობით. 4. წარმომადგენლობის დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 5. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 6. წარმომადგენლობას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ბანკში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება წარმომადგენლობის ბლანკზე. 8. წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, კ.ხეთაგუროვის 2.     მუხლი 3🔗 1. წარმომადგენლობის უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა -მთიანეთისა და სამცხე -ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირებზე. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმომადგენლობა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. თავი II წარმომადგენლობის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი     მუხლი 4🔗 კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენა და შესაბამისი ცნობების გაცემა; გ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის,  წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო და რეზერვისტთა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ე) წარმომადგენლობის ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების შედგენა, წარმომადგენლობის საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.     მუხლი 5🔗 თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით, წარმომადგენლობის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო  ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან  ურთიერთობა და თანამშრომლობა; ბ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ცნობის გაცემა. გ) დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო ორგანოებიდან, თანამდებობის პირებისაგან დამატებითი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სხვა მასალების გამოთხოვა; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი  მოსახლეობის, წვევამდელების, რეზერვისტების და სოციალურად დაუცველი ფენის (მარტოხელები, ობოლი ბავშვები, ომის ინვალიდები, მრავალშვილიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, უხუცესი თანამოქალაქეები) შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი პერიოდული განახლება; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემის ორგანიზება; ვ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა     მუხლი 6🔗 1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის წარდგინებით. 2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის წინაშე.     მუხლი 7🔗 წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს წარმომადგენლობის საქმიანობას და წყვეტს წარმომადგენლობის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას წარმომადგენლობის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულთა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობის სახელით დებს ხელშეკრულებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებთან, მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობის პროცესში წარმომადგენლობის მონაწილეობას; ზ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს.     მუხლი 8🔗 1. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით. 2. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი. 3. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არყოფნისას, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დავალებით, წარმომადგენლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 9🔗 1. წარმომადგენლობის თანამდებობის პირები არიან წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. 2. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს. 3. წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის; ე) წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ვ) წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას წინადადებებს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, წარმომადგენლობის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. თავი IV წარმომადგენლობის სტრუქტურა     მუხლი 10🔗 წარმომადგენლობის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი.     მუხლი 11🔗 წარმომადგენლობის შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:  ა) წარმომადგენლობის აპარატი: ა.ა) იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ა.ბ) დევნილთა აღრიცხვისა და ანალიტიკური განყოფილება; ბ) წარმომადგენლობის საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორების სამსახური; გ) წარმომადგენლობის თბილისის რეგიონალური სამსახური; დ) წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახური; ე) წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახური: ე.ა) სოციალური პროგრამების მართვის სამსახურის რეგიონული განყოფილება; ვ) წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური: ვ.ა) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის რეგიონულ საქმეთა  განყოფილება.     მუხლი 12🔗 1. წარმომადგენლობის აპარატი უზრუნველყოფს: ა) წარმომადგენლობის და მისი დანაყოფების საინფორმაციო და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) წარმომადგენლობის არსებული მატერიალური ფასეულობების ექსპლუატაციის კონტროლის განხორციელებას; გ) წარმომადგენლობის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის: გ.ა) ოფიციალური დოკუმენტის სამართლებრივ ექსპერტიზას; გ.ბ) წარმომადგენლობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ.გ) წარმომადგენლობის გადაწყვეტილებათა შესაბამისობის კონტროლს მოქმედ კანონმდებლობასთან; დ) ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის დანაყოფებში მათ გადაგზავნას, შესაბამისი ოქმების წარმოებასა და მათ შენახვას; ე) წარმომადგენლობის მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და დემოგრაფიული ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და მის პერიოდულ განახლებას. 2. საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშსწორებების სამსახური, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს: ა) წარმომადგენლობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, წარმომადგენლობის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მართვის სისტემის ფორმირების განხორციელებას; ბ) ყველა განსახორციელებელი დავალებისა და პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფისათვის ხარჯების პროექტების დადგენას; გ) შესაბამის ზემდგომ და მაკონტროლებელ ორგანოებში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დროულ წარდგენას. 3. წარმომადგენლობის თბილისის რეგიონალური სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქ. თბილისში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირების მომსახურების განხორციელებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 4. წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში დროებით მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მომსახურების განხორციელებას. 5. წარმომადგენლობის სოციალური პროგრამების მართვის სამსახური უზრუნველყოფს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების შესწავლას; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას; გ) აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების წარმომადგენლობაში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარდგენას; 6. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვის და სავალდებულო სამხედრო (სარეზერვო) სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში. თავი V დასკვნითი დებულებები     მუხლი 13🔗 წარმომადგენლობის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.