„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 20 იანვარი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 29.10.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“.
2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია