„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოსმთავრობის

დადგენილება №25

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის  ს ახეო ბ ებით საერთაშორისო ვაჭრობის შესა­ხებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილე­ბისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინ­ტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქა რ თველოს მთავრობის 2007 წლის 6 თე­ბერვ­ლის №18 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ ელი, მუხ ლი 221) შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილე ბა:

1. დადგენილების პირველ ი პუნქტ ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინა­არ­­სის 11 პუნქტი:   

„11. დამტკიცდეს №1 და №2 დანართები თანდართულ ი რედაქციით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარე­მოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ან საქართველოს ფინანს­თა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;  

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ნებართვის გაცემა ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ შემთხვევაში, ნებართვის აღება შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ პორტა ლ­ში.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. შესაძლებელია ნებართვის გამცემმა ორგანოებმა და სამეცნიერო ორ­განომ დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლა გან ა ხორციელონ ერთიან ელექ­ტ­რო­ნულ ბაზაში.“;

დ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებართვა გაიცემა ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ე რთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი გადაეცემა ნებარ­თვის მაძიებელს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (პორტალზე) წარ­სად­გენად, სადაც ექსპორტისას/რეექსპორტისას ხორციელდება ნებართვის და­მოწმება პორტალის ოფიცრის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის საბაჟოს.“.

 მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი ნებართვის  ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი ნებართვის ფორმების დამ­ზა­დე­ბამდე.

 მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქარ­თველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 2 მაისის №15 ბრძანება „გადაშენების საფრ­თხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშო­რისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეო­ბე­ბის, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორ­ტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაო­ბაზე“.

 მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                      ნ. გილაური

„დანართი

                                                 

 

 

 

 

 

 

 

AFTER USE THIS DOCUMENT SHOULD BE RETURNED TO A MANAGEMENT AUTHORITY OF THE IMPORTING COUNTRY

გამოყენების შემდეგ ეს დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს

                                                                                                დანართი №2