სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.01.2012
ძალაში შესვლა 02.02.2012
ძალის დაკარგვა 02.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016701
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2012
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 1 | ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი |
| 3 | ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება |
| 4 | გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება |
| 5 | გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება |
| 6 | მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება |
| 7 | იურიდიული მომსახურება |
| 8 | იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი |
| 10 | საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება |
| 13 | აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმება-კალიბრირება |
| 14 | სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები |
| № | მომსახურების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 63.75pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება №28
2012 წლის 24 იანვარი
ქ.
თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
დამტკიცდეს თანდართული „
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“
.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 თებერვლიდან და ძალაშია 2014 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი
ნ. გილაური
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო
1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) სახეებზე.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები ან/და განსხვავებული შესყიდვის საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. შესყიდვების ძირითადი პრინციპები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;
ბ) რაციონალური არჩევანი;
გ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა;
დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება;
ვ) ეკონომიკური ეფექტიანობა.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
ბ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან მომსახურება;
გ) საქონელი – ამ წესის №1 დანართში მითითებული საქონლის სახეები;
დ) მომსახურება – ამ წესის №2 დანართში მითითებული მომსახურების სახეები;
ე) შესყიდვების გეგმა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა;
ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც წარადგინა ოფერტი ფასთა გამოკითხვის პროცედურაში ან სატენდერო წინადადება ტენდერის პროცედურაში;
ზ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლის და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;
ი) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
ლ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით განსაზღვრული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც რჩება შემსყიდველი ორგანიზაციის განკარგულებაში;
მ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;
ნ) ალტერნატიული წინადადება – ტენდერში ან ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადაწყვეტილება;
ო) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი;
პ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროს მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია;
ჟ) ფასის კლების ბიჯი –
ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4
პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით.
მუხლი 4🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობანი
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად
მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) რაციონალურად და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;
ბ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
1. ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვებს შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად.
2. შესყიდვების გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებული
უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა ან გასაწევი მომსახურების მოცულობა;
გ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები და ადგილი;
დ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
ე) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება.
3. შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამის მაჩვენებლებს.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და ტენდერი. შესყიდვის საშუალება შეირჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი შესყიდვის განაცხადის საფუძველზე.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (შესყიდვის მოსაწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიიღება ელექტრონული ფოსტით))
გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხოურ
ენებზე, თუ:
ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;
ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;
გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისა
გან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს, შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია დებს წერილობით ხელშეკრულებას.
4. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუალებით, თუ:
ა) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შესასყიდი საქონლის მწარმოებელი კომპანიების ან/და მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დილერები და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპანიებისაგან
ან/და მათი დილერებისაგან. მოსაწვევ პირებს განსაზღვრავს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
;
ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს.
5. ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას მოწვევა ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წერილობით ეგზავნება არანაკლებ ორ სათანადო (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს. მოწვევის გაგზავნა და ფასთა გამოკითხვაში მონაწილის შემოთავაზების (ოფერტის) მიღება ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე. ფასთა გამოკითხვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს შესასყიდ ობიექტზე წარსადგენი ინფორმაცია, რომელშიც შესაძლებელია მოთხოვნილ იყოს ერთეულის და საერთო ფასების, მიწოდების ვადების, ადგილის, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირმის და სხვა სპეციფიკაციების მინიშნების აუცილებლობა, განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-
2–მე-5
პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა,
შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ტენდერს.
მუხლი 7🔗. სატენდერო კომისია
1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით.
2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან/და წევრი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შესაბამის წევრს უფლება არა აქვს, მიიღოს მონაწილეობა პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შერჩევასა და შეფასებაში.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნე
ნ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობითი ფორმით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
8. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას.
9. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდ
ერო კომისიის სხდომის ოქმში.
10. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
მუხლი 8🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ
1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საქართველოს ან/და საერთაშორისო მასშტაბით ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე და შემსყიდველი ორგანიზაციის
ვებგვერდზე. სატენდერო წინადადების წარდგენა, ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადებაში.
2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული
უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები, მათ შორის, ვებგვერდი;
ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა, რაოდენობა და ხარისხი, მიწოდების ადგილი და ფორმა, ან გასაწევი მომსახურების სახეობა და გაწევის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათი და სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა;
ვ) მითითება იმის თაობაზე, რომ დასაშვებია პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგენილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში –
მითითება იმის თაობაზე, რომ სატენდერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება;
ზ) საფასურის განაკვეთი;
თ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრონული მისამართი;
ი) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი;
კ) ორეტაპიანი ტენდერის დროს მითითება იმის შესახებ, რომ საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად წარდგენილი
უნდა იქნეს პირველადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე;
ლ) ორეტაპიანი ტენდერის დროს ინსტრუქცია პირველადი სატენდერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესი (წარდგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებისას მხედველობაში მისაღები მოთხოვნები;
მ) ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი;
ნ)
გამოიყენება თუ არა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ან/და დასაშვებია თუ არა
ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარდგენა;
ო)
შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის) გამოყენების შესახებ, გარანტიის ფორმის ჩათვლით;
პ)
ინფორმაცია სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსახურებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, გასცენ დამატებითი ინფორმაცია.
3.
ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია.
4.
სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე არანაკლებ 10 დღისა.
5.
სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.
6.
ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 დღისა.
მუხლი 9🔗. საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი
1.
საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში.
2.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.
3.
საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე.
4.
საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე;
ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა.
5.
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საფასურის დაბრუნების საფუძველი არის სატენდერო კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
6.
სატენდერო კომისიის მიერ საფასურის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება საფასურის დაბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქმიდან ამონაწერის სახით გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5
დღის ვადაში უშუალოდ, ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს;
გ) სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების (საფასურის დაბრუნების თაობაზე) საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საფასურის გადამხდელი პირისათვის.
7.
საფასურის გადამხდელს უფლება აქვს:
ა) მის მიერ გადახდილი საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ მოთხოვნისთანავე
მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია;
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში დადგენილი წესით წარუდგინოს სატენდერო კომისიას თავისი სატენდერო წინადადება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან საფასურის გადახდასა და დაბრუნებასთან.
მუხლი 10🔗. სატენდერო დოკუმენტაცია
1.
სატენდერო კომისია ქართულ ან/
და უცხოურ ენებზე შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე.
2.
სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესისა და დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე და შედგენილი
უნდა იქნეს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
3. პ
რეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.
4.
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენის, წარდგენის და შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტებს;
ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების მოცულობას, სავალდებულო ან სასურველ ვადებს ან/
და გრაფიკსა და ადგილს;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების აღწერილობასა და ტექნიკურ მოთხოვნებს;
დ) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების წესს;
ე) მითითებას იმ კონვერტირებადი ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების ფასის გაანგარიშება დაშვებულია სხვადასხვა ვალუტაში, მითითებას მათი ეროვნული ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თაობაზე;
ვ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადებების წარდგენა;
ზ) მითითებას პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისი პროცედურების აღწერას, შემსყიდველი ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა ვინაობასა და საკონტაქტო კოორდინატებს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში –
ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე პრეტენდენტების საერთო კრების ჩატარებას ან/
და შესყიდვის შესრულების ადგილის დათვალიერებისათვის მათ მოწვევას, კრების ჩატარების (დათვალიერების) ადგილისა და თარიღის მითითებით;
თ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის განსაზღ
ვრის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს ტენდერის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები;
ი) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), ხელშეკრულების შესრულების გარანტირების, შესყიდვის ობიექტისა და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარსადგენი გარანტიების ღირებულების ოდენობისა და ფორმის, დაზღვევის პირობების ჩათვლით;
კ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, წარდგენილი გარანტიებისა და გადახდილი საფასურის
დაბრუნებასთან, წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრებასთან;
ლ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებაზე, შეწყვიტოს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება, ან უარყოს ყველა სატენდერო წინადადება;
მ) ნებისმიერ სხვა შესაბამის მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების მიმართ.
5.
სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/
და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა ამ ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის დ
ამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად; ამასთან, პრეტენდენტს აღარ აქვს უფლება, მიმართოს კომისიას სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნით.
6.
პრეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია.
მუხლი 11🔗. სატენდერო წინადადებების შერჩევა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენა
1.
სატენდერო წინადადებების გახსნისა და ფასების გამოცხადების შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია, წარდგენილი სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2.
შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად:
ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს;
ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდომის ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.
3.
სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით არ დაიშვება განხილვისათვის იმ
შემთხვევებში, თუ
:
ა) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან დადასტურებას;
ბ) სატენდერო წინადადებით წარდგენილი ფასი (ლოტების მიხედვით) აღემატება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს;
გ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
დ) შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.
4.
წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს მათ დეტალურ განხილვასა და შესწავლას ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით.
5.
შეფასებისათვის დაიშვება მხოლოდ იმ პრეტენდენტების სატენდერო წინადადებები, რომლებიც გაივლის
შერჩევის პროცესს და ტექნიკურად შეესაბამება
ტენდერში მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს.
მუხლი 12🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები
1.
ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებულ ადგილზე, ხოლო ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო წერილობით უნდა ეცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
2.
სატენდერო კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევისა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.
3.
ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენდერო წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს. ვაჭრობის მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს თავის მიერ დაფიქსირებული ფასის შემცირება არანაკლებ სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდენობისა.
4.
ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინადადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს უმაღლესი სატენდერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
5.
ზეპირ ვაჭრობაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადებების შემცირებული ფასები აისახება სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის დამსწრე კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება, როგორც უარი ზეპირ ვაჭრობაზე მის მიერ დაფიქსირებულ შემცირებულ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი.
6.
პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტით) წარმართვა ზეპირი ვაჭრობისათვის გამოყოფილ ვადებში.
7.
ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ სატენდერო წინადადებების შეფასება მოხდება ამავე წესის შესაბამისად.
8.
ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის წესი.
მუხლი 13🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი
1.
ზეპირი ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ა
მ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
2.
იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.
3.
შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს.
4.
პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
5.
სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სატენდერო წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;
ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია.
6.
შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
7.
სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით,
ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით.
8.
თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
9.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მითითებული
უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
11.
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს ხელშეკრულების დასადებად.
12.
შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გადახდილი მომსახურების საფასურის გარდა.
13.
პრეტენდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მუხლი 14🔗. ორეტაპიანი ტენდერი
1.
ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, როდესაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია,
ტენდერის პირველ ეტაპზე შემოთავაზებული პრეტენდენტების ტექნიკური წინადადებების გათვალისწინებით,
სრულყოს და შეადგინოს საბოლოო სატენდერო დოკუმენტაცია.
2.
ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები დახურულ კონვერტში წარადგენენ ტექნიკურ სატენდერო წინადადებებს ან/და ალტერნატიულ ტექნიკურ წინადადებებს შესაბამისი აღნიშვნით, ღირებულების მითითების გარეშე.
3.
ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით.
4.
პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს საფასურის გადახდის შემდეგ, რომელიც გადაიხდება სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სპეციალურ ანგარიშზე პირველადი სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე.
5.
სატენდერო კომისია ვალდებულია საფასურის გადახდისთანავე გადასცეს პრეტენდენტს პირველადი სატენდერო დოკუმენტაცია.
6.
წარდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევას, განხილვასა და შეფასებას სატენდერო კომისია მოახდენს ამავე წესის
მე-11, მე-12 და მე-13 მუხლების
დაცვით.
მუხლი 15🔗. შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები
1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში, სატენდერო დოკუმენტაციასა და შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში საქონლის, მომსახურების აღწერა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები.
2. შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა ობიექტურად უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის, მომსახურების ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).
მუხლი 16🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა
1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს გარანტირების მექანიზმი სატენდერო წინადადების ღირებ
ულების 3 პროცენტის ოდენობით. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები, საბანკო გარანტია, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკი ან აკრედიტივი და სხვა.
2. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში ან ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის შეტყობინებაში
უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, მისი ფორმის, გარანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ.
3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს შესყიდვის პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.
4. გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
5. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი
უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირთათვის გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება ხელშეკრულების ამოქმედების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
7. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები უკან უბრუნდებათ მოთხოვნისთანავე.
8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტები უკან უბრუნდება მოთხოვნისთანავე.
9. გარანტიის დაუბრუნებლობისა და გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ:
ა) წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე (თავისი წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე);
ბ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებაზე;
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
მუხლი 17🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი
1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება.
2. ტენდერი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ:
ა) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;
ბ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა
შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.
3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალება.
მუხლი 18🔗. ხელშეკრულების პირობები
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული
უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე) საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი;
ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;
ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი;
თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;
კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;
ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები;
მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის,
ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;
ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ო) დავების გადაწყვეტის წესი;
პ) ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.
მუხლი 19🔗. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირს ან პირთა ჯგუფს.
2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) ფუნქციებია:
ა) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა;
ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის ან მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ორგანიზაცია;
გ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;
დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ან მომსახურების მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების საფუძველზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), გარდა ამ წესის
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და ქვე
კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი ორგანიზაცია.
6. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საქონლის ან მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტი) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მიწოდებული საქონლის ან მომსახურების საბოლოო შემოწმებას (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მოწონებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშეკრულების მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (დაწუნებული საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით).
8. საბოლოო შემოწმების შედეგები უნდა ეცნობოს მიმწოდებელს წერილობითი სახით, დაწუნებული საქონლის რაოდენობის ან მომსახურების ნაწილის და წუნდების მიზეზების მითითებით.
9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ პირს (ან პირთა ჯგუფს) შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა
სა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში –
სასამართლო წესით.
10. ტრანსპორტირების პროცესში საქონლის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულების პირობებით.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი).
12. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
13. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წინასწარ ანგარიშსწორებას. წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული
უნდა იქნეს წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებასთან მიმართებაში.
14. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში (გარდა აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა) მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომლებიც
ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.
15. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება, თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს კანონმდებლობით (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 20🔗. შესყიდვების შესახებ ანგარიში
1.
განხორციელებული შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების თაობაზე ანგარიში ყოველკვარტალურად წარედგინება სსიპ – კონკურენციისა და
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო კვარტა
ლის პირველი თვის 30 რიცხვისა.
2.
ანგარიშში მითითებული უნდა იქნეს შესყიდვის საშუალება (ფასთა გამოკითხვა, გამარტივებული შესყიდვა), ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, მიმწოდებელი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, სავარაუდო ღირებულება (ბიუჯეტი), ხელშეკრულების ღირებულება, ბიუჯეტში დარჩენილი რეზერვი, პირობითი დანაზოგი.
მუხლი 21🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები. ამასთან, გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (გარდა აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა); აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ წინასწარი ანგარიშსწორების თანხის ოდენობისა. წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტირების მექანიზმის ან დაზღვევის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანო (მმართველთა საბჭო).
2. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრედიტივის, ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა.
3. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ისეთ დაზღვევაზე, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს არ შეესაბამება.
მუხლი 22🔗. დავების გადაწყვეტა
1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით.
2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს საარბიტრაჟო გარჩევის გზით.
დანართი №1
შემსყიდველი ორგანიზაციის
საქმიანობის
სპეციფიკასთან
დაკავშირებული
საქონლის ჩამონათვალი
№
საქონლის დასახელება
1
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, ძალური, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები, ამომრთველები, გამთიშველები და სხვ.) და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
2
ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
3
ქვესადგურებში სარელეო დაცვის, უჯრედის მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
4
ელექტრომრიცხველი და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები
5
რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები
6
იზოლირებული და არაიზოლირებული კაბელი, სადენი, გვარლი
7
მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) მასალა-მოწყობილობები
8
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები
9
მზომი ხელსაწყოები, მათი ნაწილები და სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები
10
სამშენებლო მასალები ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გასამყარებლად, მათ შორის (მაგრამ არაშემოფარგლული შემდეგით):
ა) ხრეში;
ბ) ქვიშა;
გ) ღორღი;
დ) ბალასტი;
ე) ცემენტი;
ვ) ბეტონი;
ზ) არმატურა.
11
ქვესადგურის მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები (მათ შორის, სადენები და კაბელები)
12
ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკა (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია, ავტოდამტვირთველი) და მისი ნაწილები
13
სპეცტანსაცმელი და სპეცინვენტარი
14
ენერგოობიექტების პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლიცენზიები
დანართი
№2
შემსყიდველი ორგანიზაციის
საქმიანობის
სპეციფიკასთან
დაკავშირებული
მომსახურების ჩამონათვალი
№
მომსახურების დასახელება
1
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი
2
ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტის, დემონტაჟის, განახლებისა და მონტაჟის მიზნით დეფექტური აქტებისა და პროექტების მომზადება
3
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება
4
გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება
5
გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება
6
მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება
7
იურიდიული მომსახურება
8
იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი
9
ტვირთების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული სატერმინალო (სატრანსპორტო საშუალების ან/და ტვირთის დგომა, დაცლა-დატვირთვა, საწყობში საქონლის დროებითი შენახვა) და საბროკერო (მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციების მომზადება) მომსახურება
10
საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება
11
ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია და ავტოდამტვირთველი) ტექ. მომსახურება
12
ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობების, ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობის, რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და მათი სათადარიგო ნაწილების, ასევე ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის და მათი ნაწილების გადაზიდვის მომსახურება
13
აღრიცხვის მოწყობილობების დამოწმება-კალიბრირება
14
სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები