არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/28
სარეგისტრაციო კოდი 450050000.22.054.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2012
matsne.gov.ge 1,899 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სახელწოდება
თავდაპირველი ამჟამინდელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/28 2012 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და იდენტიფიცირების მიზნით, დამტკიცდეს:  ა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;    ბ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;  გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დანართი №3-ის შესაბამისად;  დ) „არამატერიალური ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი“ დანართი №4-ის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო                                                                                       დანართი 1 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია № სახელწოდება სახეობა სტატუსის მინიჭების ინიციატორი სიაში შეტანის თარიღი შენიშვნა                                                                                       დანართი 2 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი № სახელწოდება სახეობა სტატუსი (დოკუმენტი, №, თარიღი) კატეგორია (დოკუმენტი, №, თარიღი) სააღრიცხვო ბარათის № რეესტრში შეტანის თარიღი შენიშვნა                                                                                       დანართი 3 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № ფოტო/ვიდეო/აუდიო ფაილი 1. ობიექტის სახელწოდება 2. გავრცელების არეალი 2.1 ამჟამინდელი გავრცელების არეალი 2.2 ისტორიული გავრცელების არეალი 2.3 წარმოშობის ადგილი 3. სახეობა 3.1 ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები 3.2 საშემსრულებლო ხელოვნება 3.3 საზოგადოებრივი გამოცდილება 3.4 გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება 3.5 ხელოსნობის დარგები და ტექნიკა 4. წარმოშობის ეპოქა (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი) 5. სტატუსი და კატეგორია   5.1 სტატუსი 5.2 სტატუსის მინიჭების თარიღი 5.3 სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია 5.4 დოკუმენტის № 5.5 კატეგორია 5.6 კატეგორიის მინიჭების თარიღი 5.7 კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია 5.8 დოკუმენტის № 5.9 რეესტრის № 5.10 რეესტრში შეტანის თარიღი 6. ფუნქცია თავდაპირველი ამჟამინდელი 7. დაცვა, გამოყენება, აღორძინება 7.1 იურიდიული პირი 7.2 ფიზიკური პირი 7.3 სხვა 8. მოკლე აღწერა  9. დღევანდელი მდგომარეობა  9.1 ზოგადი შეფასება ა. პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი ბ. საშუალოდ გამოყენებადი გ. მინიმალურად გამოყენებადი დ. გამოყენებადი სახეცვლილი მდგომარეობით ე. მივიწყებული ვ. აღორძინების პროცესში  9.2 მდგომარეობის მოკლე აღწერა  9.3 მოსალოდნელი რისკები 10. არსებული დოკუმენტაცია და ბიბლიოგრაფია 10.1 სააღრიცხვო ბარათი 10.2 გრაფიკული მასალა 10.3 ფოტოები, ვიდეო, მულტიმედია 10.4 ბიბლიოგრაფია 11. დამატებითი ინფორმაცია (შენიშვნები) 12. სტატუსის მინიჭების ინიციატორი 13. ბარათის შემდგენელი 14. სააღრიცხვო ბარათის შედგენის თარიღი                                                                                                          დანართი 4 არამატერიალური ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ამ წესის შემუშავების მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და იდენტიფიცირების მიზნით, სააღრიცხვო დოუმენტაციის ფორმირებისა და მათი შევსების წესის დადგენა. 2.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციას წარმოადგენს: 2.1     არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, დანართ 1-ში მოცემული ფორმის შესაბამისად; 2.2     არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრი დანართ 2-ში მოცემული ფორმის შესაბამისად; 2.3     არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დანართ 3-ში მოცემული ფორმის შესაბამისად; 3.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა და ძეგლთა სააღრიცხვო დოკუმენტაციას აწარმოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 4.  ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილებების შემთხვევაში, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ექვემდებარება განახლებას, ცვლილება წარმოადგენს შევსებული დოკუმენტაციის დანართს.     მუხლი 2🔗. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია 1.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია წარმოადგენს ნუსხას, რომელშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით (შემდგომში – სამართლებრივი აქტი) ობიექტი შეიძლება შეტანილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს. 2.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ობიექტის შეტანის მომენტიდან მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. 3.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია ივსება ცხრილის სახით და შეიტანება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის თაობაზე შემდეგი მონაცემები: ა) რიგითი №, ბ) სახელწოდება, გ) სახეობა, დ) სტატუსის მინიჭების ინიციატორი, ე) ობიექტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის თარიღი და ვ) შენიშვნა. 4.  ობიექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ექვსი თვის ვადით, ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა. 5.  სამინისტრო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილ ობიექტს, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული და კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, წარუდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს. 6.  თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. 7.  მინისტრის სამართლებრივი აქტი ობიექტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან ამორიცხვის შესახებ, ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.     მუხლი 3🔗. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი 1.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების, ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში/რეესტრში შეტანის შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტის დანართს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტთა სიაში/რეესტრში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ ზოგადი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს. 2.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი დაყოფილია პუნქტებად. სააღრიცხვო ბარათი მოიცავს მისი შევსების მომენტისათვის არსებულ, ობიექტის/ძეგლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო პირველად მონაცემებს და დამატებით განახლებად მონაცემებს. 3.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო პირველადი მონაცემებია: 3.1     ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი № (ასეთის არსებობის შემთხვევაში, კოდირების ერთიანი ეროვნული სისტემის შემუშავებამდე); 3.2     მითითება ობიექტის/ძეგლის ამსახველ ფოტო/ვიდეო/აუდიო ფაილზე; 3.3     ძეგლის/ობიექტის სახელწოდება; 3.4     გავრცელების არეალი, სადაც უნდა მიეთითოს: ა) ამჟამინდელი გავრცელების არეალი, რომელიც იდენტურია მოცემული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი საზოგადოების დაახლოებითი მისამართის – ადმინისტრაციული ერთეულის (ავტონომიური რესპუბლიკა, რეგიონი, ქალაქი, დაბა, სოფელი) სახელწოდება, ქალაქის რაიონის, უბნის ან თემის სახელწოდება; ბ) ისტორიული გავრცელების არეალი. ამ პუნქტში უნდა მიეთითოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის გავრცელების გეოგრაფიული/ისტორიული არეალი, ისტორიული მხარე, გეოგრაფიული ერთეულის სახელწოდება, ისტორიული დასახლების სახელწოდება; გ) წარმოშობის ადგილი. აქ უნდა მიეთითოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის წარმოშობის ადგილი, თუ კი ასეთი არის ცნობილი. 4.  სახეობა აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა/სახეობები. მაგალითად: 4.1     ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს: ა) ენას (დიალექტი, საუბრის სახეობა), ბ) ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს (ლეგენდა, ზღაპარი, იგავი, ანეკდოტი, ლექსი, შაირი, პოემა, ეპოსი, ლოცვა, შელოცვა, დატირება, ეპიტაფია და სხვა), გ) ტრადიციებს, ან დ) ზეპირსიტყვიერებასთან დაკავშირებულ სხვა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას; 4.2     საშემსრულებლო ხელოვნება აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს: ა) სასცენო ხელოვნებას (თეატრი, პანტომიმა, ცეკვა/ქორეოგრაფია და სხვა), ბ) მუსიკას (სიმღერა, საგალობელი და სხვა), გ) საშემსრულებლო ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა ნიმუშებს (ინსტრუმენტები, კოსტიუმი, კულტურული სივრცეები და სხვა) 4.3     საზოგადოებრივი პრაქტიკები აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს: ა) ყოფით ტრადიციებს (ტრადიციული კანონები, თემისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი, მისალმების ფორმა, თამაში და სხვა); ბ) რელიგიურ ტრადიციებს (რიტუალები: დაბადება, ინიციაცია, ქორწინება, გარდაცვალება და სხვა); გ) რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებს, ცერემონიებსა და კარნავალებს და სხვა, დ) გასტრონომიას (ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი და გამაგრილებელი სასმელების დამზადება-გამოყენება, ტრადიციული პროდუქტების და კერძების დამზადება და სხვა) ე) ნაციონალური კოსტიუმი (სამკაული, ვარცხნილობა, ტექსტილის დამზადება-გამოყენება და სხვა) და ვ) ბუნებრივი რესურსების განკარგვას (სიმბოლური, სპირიტუალური ადგილები (მაგ. ხატის ტყე), ტრადიციული მიწათსარგებლობის ფორმები და სხვა); 4.4     გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს: ა) ბუნებრივი რესურსების: წიაღისეულის და ბუნებრივი წყლების მოპოვება-გამოყენებას, ტყის და საძოვრების გამოყენებას; ბ) ხის, ყავრის დამზადება-დამუშავებას გ) მონადირეობა-მეთევზეობის ადათ-წესებს; დ) სოფლის მეურნეობის ტრადიციულ დარგებს ე) ხალხურ მედიცინას (სამკურნალო ბალახების მოპოვება-გამოყენება და სხვა); 4.5     ხელოსნობის დარგები და ტექნიკა აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს: ოქრომჭედლობა, მინანქარი, ხატწერა, მინიატურები, კალიგრაფია, მეტალის დამუშავება, ხის დამუშავება, მეთუნეობა, ქარგვა, კერვა, ტექსტილი, ქვის დამუშავება, სოფლის მეურნეობის იარაღების, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოების ტექნოლოგიები და სხვა. 5.  წარმოშობის ეპოქა (პერიოდი, საუკუნე, ზუსტი თარიღი) ამ პუნქტში უნდა მიეთითოს ზუსტი/დაახლოებითი/სავარაუდო წარმოშობის თარიღი. 6.  სტატუსი და კატეგორია აღნიშნულ პუნქტში აისახება ძეგლის/ობიექტის სამართლებრივი დაცვის ისტორია, რომელშიც უნდა მიეთითოს: 6.1 ობიეტის/ძეგლისათვის მინიჭებული სტატუსი, მისი მინიჭების თარიღი, მიმნიჭებელი ორგანიზაცია, დოკუმენტის №; 6.2 ობიეტის/ძეგლისათვის მინიჭებული კატეგორია, მისი მინიჭების თარიღი, მიმნიჭებელი ორგანიზაცია, დოკუმენტის №; 6.3 ძეგლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდგომ მოცემული პუნქტის შესაბამის გრაფაში ასევე აღინიშნება რეესტრში შეტანის თარიღი და ნომერი. 7.  ფუნქცია აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის თავდაპირველი და ამჟამინდელი ფუნქცია, რომელიც შეიძლება იყოს საერო, სამრეწველო, რელიგიური და ა.შ., პუნქტში ასევე უნდა მიეთითოს, ობიექტის/ძეგლის როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული ფუნქცია. 8.  დაცვა, გამოყენება, აღორძინება ამ პუნქტში უნდა მიეთითოს ზოგადი ინფორმაცია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების, თემების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ ობიექტს/ძეგლს იცავენ, იყენებენ პრაქტიკაში ან მუშაობენ მის აღორძინებაზე. 9.  მოკლე აღწერა აღნიშნული პუნქტი მოიცავს ობიექტის/ძეგლის იმ ძირითადი მახასიათებლების მოკლე აღწერას, რისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის/ობიექტის სტატუსი. 10.     დღევანდელი მდგომარეობა აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას ობიექტის/ძეგლის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ და იყოფა შემდეგ ქვეპუნქტებად: 10.1 ზოგადი შეფასება, რომელიც მოიცავს ობიექტის/ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის ზოგად შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: ა) პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი; ბ) საშუალოდ გამოყენებადი, გ) მინიმალურად გამოყენებადი; დ) გამოყენებადი სახეცვლილი ფუნქციით; ე) მივიწყებული; ვ) აღორძინების პროცესში; 10.2 მდგომარეობის მოკლე აღწერა, მოიცავს ამჟამინდელი მდგომარეობის მოკლე აღწერას; 10.3 მოსალოდნელი რისკები, მოიცავს ინფორმაციას მოსალოდნელ რისკების შესახებ. 11.     არსებული დოკუმენტაცია და ბიბლიოგრაფია აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესახებ არსებული სააღრიცხვო ბარათი, უახლესი ან საარქივო გრაფიკული/ვიდეო/აუდიო მასალა, ბიბლიოგრაფია. დოკუმენტის მითითებისას უნდა აღინიშნოს მისი დასახელება, შესრულების დრო და შენახვის ადგილი; 12.     დამატებითი ინფორმაცია (შენიშვნები) პუნქტი ივსება საჭიროების შემთხვევაში და შეიტანება იმ სახის ინფორმაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული ბარათის პუნქტებით, მაგრამ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ობიექტის/ძეგლის შესახებ. 13. სტატუსის მინიჭების ინიციატორი პუნქტში მიეთითება ინფორმაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. 14.     ბარათის შემდგენელი პუნქტში მიეთითება ბარათის შემდგენელი პირის სახელი, გვარი და პროფესია. 15.     ბარათის შედგენის თარიღი პუნქტში მიეთითება ბარათის შედგენის წელი, თვე, რიცხვი.     მუხლი 4🔗. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრი 1.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი მონაცემები აისახება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში. 2.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრი ივსება ცხრილის სახით და მოიცავს ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: 2.1 რიგითი ნომერი; 2.2 ძეგლის სახელწოდება; 2.3 ძეგლის სახეობა: ა) ტრადიციები და თვითგამოხატვა; ბ) საშემსრულებლო ხელოვნება; გ) საზოგადოებრივი გამოცდილება; დ) გარესამყაროს გამოცდილება; ე) ხელოსნობა; 2.4 სტატუსი (დოკუმენტი, №, თარიღი); 2.5 კატეგორია (დოკუმენტი, №, თარიღი); 2.6 სააღრიცხვო ბარათის ნომერი; 2.7 რეესტრში შეტანის თარიღი; 2.8 შენიშვნა.     მუხლი 5🔗. საარღიცხვო დოკუმენტაციის გამოქვეყნება 1.  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის, ასევე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან. 2.  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტ- გვერდზე.