საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგიის იმპორტი გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, ხოლო ელექტროენერგიის გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, წარმოება და მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მიწოდებისა (მათ შორის, სხვა მომხმარებლებისთვის შემდგომი მიწოდების მიზნით), დაიბეგროს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილებას, საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვროს მათი ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების შესაბამისად, ამასთან, დღგ-ის ჩათვლა მოხდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების მიხედვით. აღნიშნული წესი 2003 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კვლავ გავრცელდეს 2000 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებზე და 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე ელექტროენერგეტიკის საწარმოების მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოების საგადასახადო ვალდებულება, რომლებზედაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასცა ლიცენზია ელექტროენერგეტიკულ საქმიანობაზე, შეიძლება შესრულდეს მესამე პირის – გადასახადის არაუშუალო გადამხდელის (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მოვალეების) მიერ, საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე. ელექტროენერგეტიკის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას, ამ კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაკლისი არ განიხილება საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 12 ოქტომბერი.
№1096–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.10.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1096. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.000.988.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1096, 12.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.988 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15688/