„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 26 იანვარი
ქ. დედოფლისწყარო
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „პ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ”;
ბ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთან ერთად ”;
გ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 124-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას ”;
დ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ინიციატივით ”;
ე) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 125-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს;
ვ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 125-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ოქმს ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არა ნაკლებ ხუთი მონაწილე”;
ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ.) დარბაზში)”;
თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 131-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურის უფროსები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ”;
ი) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 133-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ. გამგებლის, გამგეობის სამსახურის უფროსებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში”;
კ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 133-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ვ’’, ,,თ’’, ,,ი’’, ,,კ’’, ,,ლ’’, და ,,მ” პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და ადგილობრივ გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებთან.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ . ფიროსმანაშვილი