⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.12.2017)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2012
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,942 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2012 მიღება
13.12.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.BodyText2Char { } span.BodyTextIndentChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.45pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2012 წლის 26 იანვარი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №24 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ზ. ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ტექსტში „გამგეობა“) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებას და საქმისწარმოების წესს.     მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი გამგეობა არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღასრულებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებებს.     მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 4🔗. გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენა გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.     მუხლი 5🔗. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი 1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ადგილობრივი თვითმმ ართველი ერთეულის დროშა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გერბი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 31.05.2010 წლის №363 ბრძანებულებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი“-ს და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.     მუხლი 6🔗. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი 1. გამგეობას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი. 2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკიც, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).     მუხლი 7🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. დედოფლისწყარო, მ. კოსტავას ქ. №44.     მუხლი 8🔗. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი. 2. გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეების ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ყოველდღიური საქმიანობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.     მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; გ) საფინანსო სამსახური; დ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ვ) ზედამხედველობის სამსახური; ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; თ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 10🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადგოლობრივი არქივის, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.  2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სტატისტიკის წარმოება, მუნიციპალური ქონების, დოკუმენტების, ქონებრივი და სხვა უფლებების აღრიცხვა; გ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარება, მშენებლობის კოორდინაცია და ზედამხედველობა სამშენებლო ნორმების დაცვაზე; დ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულირება; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების ორგანიზება; ვ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება; ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენება; კონტროლი გარემოს მდგომარეობაზე; გარემოს ბუნებრივი წონასწორობასა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება.  3. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. 4. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. 6. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ზედამხვედელობის განხორციელება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე; მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ბ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწყობის, კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების ორგანიზებაზე. საბინაო-კომუნალური მეურნეობის და კეთილმოწყობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; გ) ზედამხედველობა ქ. დედოფლისწყაროსა და სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განვითარებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, საგზაო მეურნეობის სფეროზე. ტრანსპორტის, საგზაო მეურნეობის, ვაჭრობის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება. 7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების უზრუნველყოფა. 8. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა. 9. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 10. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.     მუხლი 11🔗.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები 1. თვიმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქ. დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანო – ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ბ) სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; გ) სოფელ მირზაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ მირზაანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; დ) სოფელ არბოშიკის ტერიტორიული ორგანო – სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;  ე) სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ოზაანისა და თავწყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ვ) სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანო – სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ზ) სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ხორნაბუჯისა და ჭოეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; თ) სოფელ სამრეკლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ი) სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; კ) სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ლ) სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; მ) სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანო – სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ნ) სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანო – სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; ო) სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანო – სოფელ საბათლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.  3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 12🔗. გამგეობის თანამდებობის პირები  გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილეები; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები.     მუხლი 13🔗. გამგებელი 1. გამგებელს, საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. გამგებელი: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის; ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს; ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტებს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით; ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდინი რებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს; დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას; ე) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებების პროექტებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ხელს აწერს მის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას; ი) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად; კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს; მ) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფ თანხებს, ოდენობისა და მიზნობრიობის მითითებით; ნ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან; ო) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; პ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ჟ) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს; რ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; ს) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს; ტ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 14🔗. გამგებლის მოადგილეები. 1. გამგებლის მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოო რდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა თვითმმართველი ერთეულის და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას, განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, აგრეთვე ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 15🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად, სამუშაო გეგმის შესაბამისად, წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. თუ სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობა არ მოიცავს არც ერთ განყოფილებას, ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 16🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. რწმუნებულის საქმიანობისთვის ხელის შეწყობის მიზნით, ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან გამგეობის სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით. 5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 17🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.     მუხლი 18🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება 1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 19🔗. სამართლებრივი აქტები 1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად. 2. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს – ბრძანებებს. 3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილ(ეებ)ის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი მივლინების, შვებულების და სხვათა შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     მუხლი 20🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს. 3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად კოორდინაციას უწევს პროექტით განსაზღვრულ საკითხს. 4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წერილობითი მიმართვით წარადგენს გამგებელი.     მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტების გაფორმება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 3. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.     მუხლი 22🔗. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 23🔗. გამგეობის რეორგანიზაცია გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე მომზადებული ბრძანებების მიხედვით.