⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.07.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2012
ძალის დაკარგვა 17.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,160 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2012 მიღება
17.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2012 წლის 26 იანვარი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №26 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ზ. ფიროსმანაშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება     მუხლი 1🔗  1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ პირებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმებთან. 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის დებულებით საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 2🔗 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. რწმუნებული, საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესაბამისად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 3🔗 1. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, თვითმმართველ ერთეულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ) შესაბამის ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას, საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს; კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნებისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვისა და მიზნობრივ გამოყენებას; ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხას; უ) თანამშრომლობს სსიპ – სოციალური სააგენტოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მუშაკებთან; ფ) გარდაცვალების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფო რმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ოქმს, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. რწმუნებული ვალდებულია, პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების, მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.     მუხლი 4🔗 1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი. 2. ბეჭედი ინახება რწმუნებულთან და გამოიყენება: ა) მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემისას. 3. დოკუმენტების აღრიცხვისათვის გამოიყენება შტა მპი და ბლანკი.     მუხლი 5🔗 1. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. იგი წელიწადში ერთხელ 15 იანვრამდე, გამგებელს აბარებს ანგარიშს სამოქმედო ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის შესახებ. 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ახორციელებს კონტროლს, რწმუნებულის საქმიანობაზე, ისმენს და აფასებს მის ანგარიშს.     მუხლი 6🔗 რწმუნებული ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებებს და იმ ფუნქციებს, რომელიც არ რეგულირდება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.     მუხლი 7🔗  ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.“,