⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.06.2012)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2012
ძალაში შესვლა 01.02.2012
ძალის დაკარგვა 25.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №8/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,368 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2012 მიღება
01.02.2012 ძალაში შესვლა
25.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №8/04 2012 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 66 -ე მუხლის  „გ​1“ ქვეპუნქტი ს შესაბამისად , ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან. გ . ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ოქროს სერტიფიკატების გამოშვების, მიმოქცევის და განაღდების (დაფარვის) საკითხებს და ადგენს ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდების (შემდეგში – სტანდარტიზირებული ზოდი) კრიტერიუმებს. 2. საქართველოში საინვესტიციო ოქროს ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ეროვნული ბანკი უშვებს ოქროს სერტიფიკატს. 3. ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატი (შემდგომში – ოქროს სერტიფიკატი) არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას, ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნისთანავე სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკზე გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდი. 4. სტანდარტიზირებული ზოდი არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის, ფორმის, დამღის, წონისა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმების შესაბამისად დამზადებული ოქროს ზოდი.     მუხლი 2🔗. სტანდარტიზირებული  ზოდი 1. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ თითოეულ ოქროს სერტიფიკატზე ეროვნულ ბანკში ინახება შესაბამისი წონის სტანდარტიზირებული ზოდი. 2. ამ დებულების მიზნებისათვის სტანდარტიზირებულ ზოდს აქვს შემდეგი მახასიათებლები: ა) ოქროს სინჯი არის უმაღლესი 999.9 სტანდარტის; ბ) ზოდის წონა შეიძლება იყოს 20, 50, 100, 250 და/ან 500 გრამი; გ) ზოდი დამზადებული არის ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაციასთან (London Bullion Market Association - LBMA) აკრედიტებული დამამზადებელი კომპანიის მიერ; დ) ზოდზე ამოტვიფრული არის დამამზადებლის დამღა, ზოდის დენომინაცია გრამებში, ოქროს სინჯის აღმნიშვნელი წარწერა ("Fine Gold 999.9” ან სხვა), წარწერა „National Bank of Georgia“ და ზოდის სერიული ნომერი. ზოდზე ასევე შეიძლება გამოისახოს სხვა აღნიშვნები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით; ე) ზოდი არის სტანდარტული შეფუთვით სერტიფიკატთან ერთად, რაც მოიცავს ზოდის მახასიათებლების, სერიული ნომრის, წარმოების წლისა და დამდამღველის ხელმოწერის აღნიშვნებს. 3. ოქროს სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედი კომერციული ბანკის მიერ სტანდარტიზებული ზოდის ეროვნული ბანკიდან გატანისთანავე, ეროვნული ბანკის ვალდებულება ოქროს სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ითვლება შესრულებულად. ეროვნული ბანკის მიერ ოქროს სერტიფიკატის განაღდება ნიშნავს მის დაფარვას და მის მიმოქცევიდან ამოღებას. 4. ეროვნული ბანკიდან გატანილი სტანდარტიზირებული ზოდი, ამ დებულების მიზნებისათვის აღარ წარმოდგენს სტანდარტიზირებულ ზოდს და ეროვნული ბანკს არ ეკისრება მისი გამოსყიდვის და/ან შენახვის და/ან ნებისმიერი სხვა მიზნით უკან დაბრუნების ვალდებულება. ეროვნული ბანკის გარეთ არსებული სტანდარტიზირებული ზოდების მიმოქცევა არ არის შეზღუდული და არ ექვემდებარება რეგულირებას ამ დებულების შესაბამისად. 5. სტანდარტიზირებული ზოდის ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს დამამზადებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, მის ხელთ არსებული სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 6. ამ დებულების მიზნებისათვის, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია სტანდარტიზირებული ზოდების თავის საცავში უსაფრთხო შენახვაზე მისი ეროვნული ბანკიდან გატანამდე, ხოლო ოქროს სერტიფიკატის განაღდებისას, სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედ ბანკზე ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი ოდენობის სტანდარტიზებული ზოდის (ზოდების) გაცემაზე. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს სტანდარტიზირებული ზოდის შენახვის საკომისიო გადასახადი, რის შესახებ ინფორმაციას წინასწარ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.     მუხლი 3🔗. ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები 1. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიძლება იყოს ოქროს სერტიფიკატის მყიდველი. 2. ოქროს სერტიფიკატის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – კომერციული ბანკები) მეშვეობით. 3. ოქროს სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ პირზე გაასხვისოს ოქროს სერტიფიკატი ამ დებულებით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების დაცვით. 4. ოქროს სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს კომერციული ბანკის მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი წონის სტანდარტიზირებული ზოდი (ზოდები). 5. ოქროს სერტიფიკატი არსებობს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით, ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (შემდგომში – CSD სისტემა) ელექტრონული ჩანაწერის სახით. 6. ოქროს სერტიფიკატი შეიძლება გამოყენებულ იქნ ეს როგორც სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ოქროს სერტიფიკატის განაღდება 1. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას აწარმოებს ეროვნული ბანკი მის საცავში შენახული ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი წონის სტანდარტიზირებული ზოდებით. 2. ოქროს სერტიფიკატის განაღდებას ეროვნული ბანკი აწარმოებს კომერციული ბანკების მეშვეობით. 3. ოქროს სერტიფიკატის განაღდებისათვის ოქროს სერტიფიკატის მფლობელი განაღდების მოთხოვნით მიმართავს კომერციულ ბანკს. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე კომერციული ბანკი შესაბამისი განაცხადით მიმართავს ეროვნულ ბანკს. 4. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე კომერციული ბანკი ეროვნული ბანკს წარუდგენს: ა) „ნაწილობრივი დაფარვის“ შეტყობინებას CSD სისტემის მეშვეობით, ამავე სისტემის წესების შესაბამისად; ბ) სტანდარტიზირებული ზოდის გატანაზე კომერციული ბანკის პასუხისმგებელი პირის პირადობის მოწმობის მონაცემებს და CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების უნიკალურ ნომერს, რომელიც იგზავნება ეროვნული ბანკის შეტყობინებაში განსაზღვრული ტექნიკური საშუალებებით ეროვნული ბანკის მიერ „ნაწილობრივი დაფარვის“ განაცხადის დადასტურების შემდეგ არა უგვიანეს საოპერაციო საათების დასრულებამდე. საჭიროების შემთხვევაში კომერციულმა ბანკმა ამავე შეტყობინებაში უნდა მიუთითოს ამ პირისათვის ოქროს ზოდის ლაბორატორიული შემოწმების მოთხოვნის უფლებამოსილება. 5. ოქროს სერტიფიკატის განაღდებაზე CSD სისტემის მეშვეობით ეროვნული ბანკის დასტურის მიღების შემდეგ, ოქროს სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკს შეუძლია შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდი მიიღოს ეროვნული ბანკიდან CSD სისტემის მეშვეობით დასტურის მიღების მეორე სამუშაო საბანკო დღიდან ხუთი სამუშაო საბანკო დღის განმავლობაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 6. ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის პირობების დაცვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია შესაბამისი პროცედურების დაცვით უპირობოდ გასცეს სტანდარტიზირებული ზოდი ოქროს სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკზე. 7. ეროვნული ბანკიდან შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის მიღების შემდეგ, კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მის გაცემას ოქროს სერტიფიკატის მფლობელზე, საკუთარი პროცედურების შესაბამისად. 8. ოქროს სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, ეროვნული ბანკიდან ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზებული ზოდის გატანამდე, კომერციული ბანკის მეშვეობით მოითხოვოს სტანდარტიზებული ზოდის შეფუთვის გახსნა და ლაბორატორიული შემოწმება ეროვნული ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით. 9. თუ სტანდარტიზირებული ზოდის სტანდარტული შეფუთვის გახსნა და შემოწმება არ მომხდარა ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს სტანდარტიზირებული ზოდის მახასიათებლების (სინჯი, წონა) შესაბამისობაზე თანმხლებ სერტიფიკატზე მითითებულ რეკვიზიტებთან. 10. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზირებული ზოდი არ შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია გასცეს სხვა შესაბამისი წონისა და მახასიათებლების სტანდარტიზირებული ზოდი, ხოლო ასეთის არქონის შემთხვევაში სრულად აუნაზღაუროს სერტიფიკატის მფლობელს შესაბამისი ოქროს სერტიფიკატის ღირებულება სერტიფიკატის განაღდების დღისათვის. 11. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა, რომ შემოწმებული სტანდარტიზირებული ზოდი შეესაბამება ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს, ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს იმ ცვლილებებზე, რაც გამოწვეულია შეფუთვის მთლიანობის დარღვევითა და შემოწმებით.      მუხლი 5🔗. ოქროს სერტიფიკატების გამოშვება 1. ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე გამოშვებას და რეგისტრაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი. 2. პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა წარმოებს კომერციული ბანკების მეშვეობით. 3. ერთი ოქროს სერტიფიკატის ნომინალი შეესაბამება სტანდარტიზირებული ზოდის წონას. 4. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა შეესაბამება მათი შესაბამისი წონის და მახასიათებლების სტანდარტიზებული ზოდების რაოდენობას. 5. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინებას ეროვნული ბანკი უგზავნის კომერციულ ბანკებს სერტიფიკატების ელექტრონული საშუალებით გამოშვებამდე სულ მცირე ერთი საბანკო დღით ადრე. 6. ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის დაწყების თარიღი და დრო; ბ) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) გასაყიდი ოქროს სერტიფიკატების რაოდენობა; დ) გასაყიდი ოქროს სერტიფიკატების ფასის გამოქვეყნების საშუალებები; ე) ყიდვის განაცხადის წარდგენის დრო; ვ) ყიდვის განაცხადის წარდგენის ტექნიკური საშუალება; ზ) ანგარიშსწორების დღე. 7. თითოეული ნომინალის ოქროს სერტიფიკატის კომერციული ბანკის ყიდვის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესასყიდი ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) შესასყიდი ოქროს სერტიფიკატის რაოდენობას. 8. შეტყობინებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ეროვნული ბანკი ადასტურებს კომერციული ბანკის განაცხადს ოქროს სერტიფიკატის შესყიდვაზე, რომელიც ხდება ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის გარიგება. შესაბამისი ოქროს სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უარყოფს კომერციული ბანკის განაცხადს ი მავე ტექნიკური საშუალების მეშვეობით. 9. ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის გარიგებების აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება CSD სისტემისა და დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემების მეშვეობით , ამავე სისტემების წესების შესაბამისად.     მუხლი 6🔗. ოქროს სერტიფიკატის მიმოქცევა მეორად ბაზარზე 1. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების მიმოქცევა ხდება კომერციული ბანკების მეშვეობით. 2. მეორად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატის გაყიდვის პირობებს კომერციული ბანკები აქვეყნებენ თავიანთ ვებგვერდზე და/ან კლიენტებისათვის ხელმისაწვდომი სხვა საშუალებების გამოყენებით. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ოქროს სერტიფიკატის ყიდვის მსურველ პირს გააცნოს ოქროს სერტიფიკატის პირობები. 4. ოქროს სერტიფიკატის შეძენამდე პირი ვალდებულია კომერციულ ბანკში იქონიოს საბანკო ანგარიში. ოქროს სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (ყიდვა, გაყიდვა) უნდა განახორციელოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით. 5. ოქროს სერტიფიკატის გასხვისებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომერციულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ურისკო ანგარიშწორების პრინციპის დაცვით, ე.წ. DvP ტრანზაქციით. 6. კომერციული ბანკი ვალდებულია: ა) აწარმოოს ოქროს სერტიფიკატის მფლობელების სუბრეესტრი კლიენტების ჭრილში; ბ) ოქროს სერტიფიკატის მფლობელების მოთხოვნის შემთხვევაში, გაუხსნას მათ შესაბამისი ანგარიშები CSD სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად. 7. ოქროს სერტიფიკატის საკუთრების დამადასტურებელია კომერციული ბანკის ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერი. 8. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში თითოეულ ოქროს სერტიფიკატზე კომერციულმა ბანკმა უნდა განახორციელოს შემდეგი მინიმალურად აუცილებელი მონაცემის შეტანა: ა) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მფლობელის დასახელება ან სახელი, გვარი; გ) მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი; დ) ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრში რეგისტრაციის თარიღი. 9. კომერციული ბანკი ოქროს სერტიფიკატის მფლობელს აძლევს ამონაწერს ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრიდან, რომლის მიღებაც შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონული საშუალებებით. 10. ოქროს სერტიფიკატის სუბრეესტრის ამონაწერში სრულყოფილად უნდა იყოს აღნიშნული ოქროს სერტიფიკატის ძირითადი პირობები, მისი მფლობელის მონაცემები და მფლობელის საკუთრებაში არსებული სერტიფიკატების მოცულობა და რაოდენობა. 11. კლიენტის სახელზე შენახული ოქროს სერტიფიკატის გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან კლიენტის მიერ მომსახურე კომერციული ბანკის შეცვლისას, კომერციული ბანკი ვალდებულია: ა) განახორციელოს ცვლილებების შესაბამისი ჩანაწერები თავის სუბრეესტრში; ბ) თუ ოქროს სერტიფიკატის მფლობელის ანგარიში ასევე გა ხსნილი აქვს CSD სისტემაში, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს CSD სისტემაშიც. 12. კლიენტებს შორის ოქროს სერტიფიკატის გასხვისების დავალების ფორმას ადგენს კომერციული ბანკი. ფორმა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) ოქროს სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) გარიგების თანხა; გ) გარიგების დადებისა და ანგარიშსწორების თარიღები; დ) მყიდველისა და გამყიდველის დასახელება ან სახელი, გვარი; ე) მყიდველისა და გამყიდველის საბანკო ანგარიშის ნომერი.     მუხლი 7🔗. ოქროს სერტიფიკატებზე ფასების განსაზღვრა 1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ოქროს სერტიფიკატებს ყიდის: ა) საბითუმო ფასით, რომელიც განისაზღვრება ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე; ბ) საცალო ფასით, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ოქროს სერტიფიკატების გამოშვების შეტყობინების კომერციული ბანკებისათვის დაგზავნის შემდეგ. 2. საბითუმო ფასი დამოკიდებულია გამოსაშვები ოქროს სერტიფიკატების შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდების დამამზადებელი კომპანიის მიერ ეროვნული ბანკისათვის შეთავაზებულ ფასზე და საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასზე. 3. ახალი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებაზე და მისი შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდების დამზადებაზე კომერციული ბანკებიდან წინასწარი განაცხადების მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკი მართავს მოლაპარაკებებს სტანდარტიზირებული ზოდების დამამზადებელ კომპანიებთან, რის შემდეგადაც კომერციულ ბანკებს ატყობინებს ახალი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებისა და მისი შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდების საბითუმო ფასს ან მისი დადგენის პრინციპს, ანგარიშსწორების დღეს და/ან სხვა პირობებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების დღეს, კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს ურიცხავს შესაბამისი ოდენობის თანხას ლარებით. გადასახდელი თანხა გამოითვლება როგორც დამზადება-მიწოდების ფასს ანგარიშსწორების დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით ლარში დამატებული ეროვნული ბანკის საკომისიო. 5. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, ოქროს სერტიფიკატები განთავსდება შემკვეთი კომერციული ბანკების ანგარიშებზე CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატების გამოშვების დღეს. კომერციული ბანკი ვალდებულია იმავე დღეს კლიენტების კუთვნილი ოქროს სერტიფიკატები შესაბამისად აღრიცხოს თავის სუბრეესტრში და/ან CSD სისტემაში. 6. ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატის საცალო ფასებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს. 7. ოქროს სერტიფიკატის საცალო ფასი გამოითვლება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, როგორც საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასს დამატებული ეროვნული ბანკის საკომისიო. 8. ეროვნული ბანკი საკომისიოს ოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებლად, სამართლებრივი აქტით, და იგი გაითვალისწინება ოქროს სერტიფიკატის ფასში. 9. კომერციული ბანკები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საკუთარი საკომისიოს ოდენობას, რომელსაც ითვალისწინებენ ოქროს სერტიფიკატის ყიდვა-გაყიდვის ფასების დადგენისას. 10. კომერციული ბანკი, რომელიც ახორციელებს კლიენტების მომსახურებას ოქროს სერტიფიკატების ბაზარზე, ვალდებულია ყოველ სამუშაო საბანკო დღეს გამოაქვეყნოს ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის ფასები.     მუხლი 8🔗. ოქროს სერტიფიკატების აღრიცხვა და ანგარიშსწორება 1. ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან, გასხვისებასთან, განაღდებასთან (დაფარვასთან) და დაგირავებასთან დაკავშირებული ოპერაციები აღირიცხება ეროვნული ბანკის CSD სისტემაში, ამავე სისტემის წესების შესაბამისად. 2. ოქროს სერტიფიკატების თითოეული ნომინალის ემისიას ეროვნული ბანკი ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და არეგისტრირებს CSD სისტემაში. 3. ოქროს სერტიფიკატების საიდენტიფიკაციო ნომერი იქმნება შემდეგი 12 სიმბოლოსაგან: ა) პირველი და მეორე სიმბოლო არის ქვეყანის საერთაშორისო კოდი GE; ბ) მესამე და მეოთხე სიმბოლო არის ფასიანი ქაღალდის ტიპის აღმნიშვნელი, ეროვნული ბანკის ოქროს სერტიფიკატის შემთხვევაში GC; გ) მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის შესაბამისი სტანდარტიზირებული ზოდის გრამების ერთეულში გამოსახული წონის აღმნიშვნელი (0020, 0050, 0100, 0250, 0500) ; დ) მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე სიმბოლო არის ოქროს სერტიფიკატის ემისიის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი; ე) მეთორმეტე სიმბოლო არის საკონტროლო ციფრი (გასაღები), რომელიც გამოითვლება წინა თერთმეტი მონაცემის გათვალისწინებით სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური სტანდარტის შესაბამისად. 4. საცალო ფასით პირველად ბაზარზე ოქროს სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვის გარიგების ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, RTGS სისტემისა და CSD სისტემის მეშვეობით ხდება ოქროს სერტიფიკატის მყიდველი კომერციული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშებიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს ოქროს სერტიფიკატის ყიდვის გარიგების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, უქმდება ყველა ის გარიგება, რომლის მიხედვითაც ვერ მოხდება ანგარიშსწორება. 6. გასაყიდი ოქროს სერტიფიკატები მათ გაყიდვამდე აღირიცხება ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე CSD სისტემაში.     მუხლი 9🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა 1. კომერციული ბანკებ ი ვალდებული არიან შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ მათი კლიენტებისათვის ოქროს სერტიფიკატებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პირობები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების ფორმები და სტანდარტული ხელშეკრულებები. 2. კომერციული ბანკის მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკს შეიძლება გარკვეული ვადით უარი ეთქვას ოქროს სერტიფიკატების პირველად ბაზარზე მონაწილეობის მიღებაზე .