⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.01.2013)
გაუქმებულია:

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2012
ძალის დაკარგვა 21.01.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.153.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,125 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2012 მიღება
21.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2012 წლის 27 იანვარი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის „ქ “ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის   შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012 წლის თანდართული სოციალური პროგრამა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტე რიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2012 წლის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                ა.  კალანდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამა  მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა 1. მოსახლეობა, რომელიც არ შედის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კატეგორიაში, სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნაროა. 2. ბევრი მცირეშემოსავლიანი ოჯახია, რომელთაც არ ძალუძთ შეიძინონ კერძო სადაზღვევო კომპანიის პაკეტი.     მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს: 1. მოქალაქეთათვის კვალიფიციური, სპეციალიზებული და სტაციონარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე კონტინგენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას. 2. ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. 3. დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება 4. პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 621 100 (ექვსას ოცდაერთი ათას ასი) ლარით.     მუხლი 3🔗. პროექტი ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეზე, რომლებიც: 1. არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთ ა კატეგორიაში. 2. არ აქვთ სხვა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი. 3. სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.      მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი 1. ბენეფიციარი, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და თვითონ/ ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს: ა) განცხადებას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს; გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული იქნება ბენეფიციარის ოჯახის სოციალური სტატუსი; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას – ფორმა №100-ს; ვ) ანგარიშ-ფაქტურას; ზ) ნოზოლოგიის კალკულაციას.    2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“ კვირაში ერთ დღეს – და გადაუდებელი შემთხვევის დროს – რიგგარეშე იხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.   3. სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე ისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.   4. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არა უგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის ყველა წევრი.    5. კომისიის ოქმი, სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით, წარედგინება გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციართა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში; 6. როგორც ინდივიდუალურ, ასევე წლიურ ხელშეკრულებებს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 7. პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ხდება მკურნალობის ღირებულების დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ. 8. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.    9. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:     ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლოზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;     ბ) დამთავრებულ მკურნალობაზე;     გ)  ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე.     მუხლი 5🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურება ფინანსდება: 1000 ლარამდე – 100%-მდე;  1001 ლარიდან 2000 ლარამდე – 70%-მდე;   2001 ლარიდან 3000 ლარამდე – 50%-მდე;   3001 ლარიდან 5000 ლარამდე – 45%-მდე.   2. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე. 3. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება ასევე 100%-ით:   ა)   მარტოხელა დედები და ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით;     ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილები);      გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანაგადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.     მუხლი 6🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება და დაფინანსების წესი      1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას უმუშევრობის ან დაბალშემოსავლიანობის გამო.      2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც განიცდიან მძ იმე მატერიალურ მდგომარეობას დახმარებისათვის მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც განიხილავს მათი დახმარების საკითხს.     მუხლი 7🔗. დახმარების მიღებისათვის წარმოსადგენ დოკუმენტაციათა ჩამონათვალი.     1. ოჯახმა, რომელიც განიცდის მატერიალურ გაჭირვებას , უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:      ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;      ბ) ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი;    გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი     დ ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი.    2. კომისია ბენეფიციართა დახმარების საკითხს განიხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს.    3. გამგებელი ხელს აწერს ბენეფიციარებისათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.     4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 8🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღ აურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) ომის ვეტერანთა, ტერიტორიული მთლიანობისათვის მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა – 250 ლარი; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან გარდაცვლილის ოჯახის სტატუსის შესახებ; დ) ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას. 3.  სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს კომისია და დგება ოქმი, რომელიც სარეკომენდაციოდ წარედგინება გამგებელს. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.  მოსალოდნელი შედეგები 1.  მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. 2.  სოციალური დაცვის გაუმჯობესება 3.  უმწეო მოსახლეობისათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება