,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №3

2012 წლის 27 იანვარი

   ქ . ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ” ხაშურის მუ ნ იციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილე ბის შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:

ა.ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;

ა.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000 ქულის ფარგლებშია.

ბ) კოლეჯების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლები ც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან და მათი რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის ფარგლებშია.

2.   ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების საფასურის 800 ლარით თანადაფინანსების სახით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სტუდენტებს – კოლეჯში სწავლის საფასურის 400 ლარით თანადაფინანსების სახით.

3.თანადაფინანსების მისაღებად მაძიებელმა/წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან უნდა დაურთოს:

ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) სტუდბილეთის ასლი ან ცნობა უმაღლეს სასწავლებელში/კოლეჯში ჩარიცხვის შესახებ;

გ) უმაღლესი სასწავლებლის/კოლეჯის ანგარიში – სტუდენტის სწავლის საფასურის ოდენობისა და სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უფასო სასადილოს მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ამასთან, შესყიდვის პირობებით ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება, რაც კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს მოიცავს, განისაზღვრება 1.68 ლარის ოდენობით.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ. ხაშური, გალაქტიონ ტაბიძის ქ. №2) ან/და ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15), გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                    დ . ლომიძე