,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.162.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2012

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2012 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16სექტემბრი ს №32 დადგენილებაში ცვლილ ების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663 –რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ახმეტ ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16სექტემბრი ს №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2011, 010250040.35.162.016056) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ”.

 ბ) პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ა და“.

 გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის – ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება(თან ერთვის) .“.

 დ) მე-2 მუხლის სახელდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 2.“.

 ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება “.

 ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) იქმნება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით.“.

 გ) მე-2 მუხლის:

 გ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულისა“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა“.

 გ.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.

 დ) მე-3 მუხლის:

 დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. მოსახლეობასთან ურთიერთობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან (თანამდებობის პირებთან);

ბ) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების თაობაზე ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

ე) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ, აცნობს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ; მოსახლეობის მონაწილეობას აღნიშნული პროგრამების ა და პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

 ზ ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვ ა ს, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის წარდგენას;

თ ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ი ) გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს, დოკუმენტს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ;

კ ) უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების ორგანიზებას საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით;

 ლ) ახორციელებს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ვალდებულებებს;

 მ ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის, პირთა დაბადებისა და გარდაცვალების, ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ.“.

 დ.ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს“.

 დ.გ) მე-4 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს“.

  ე) მე-12 მუხლის:

 ე.ა) პირველ პუნქტში სიტყვები ,,ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულ ი,“.

 ე.ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.

 ვ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულის“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის“.

 ზ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2012.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.01.2012. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.162.016101.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №15, 27.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1570193/