„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№ 37
2012 წ ლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 (სსმ , 18.03.2011წ., ვებპორტალი 110318015) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – დებულება ) მე-2 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამზადების ადგილი – შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სოფელი, დასახლება და სხვა ტერიტორია ან საქართველოს ტყის ფონდის შესაბამისი სატყეო უბნი ს შესაბამისი სატყეო ს შესაბამისი კვარტალი ს ლიტერი, სადაც მოხდა ხე-ტყის ან ხე-მცენარეები ს ჭრა .”.
,,8. პირველადი გადამუშავების პროდუქცია – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა.”.
2. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სხვა (გარდა სოციალური ჭრისა) ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.“.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე ან/და შესაძლებელია ამავე წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით შევსება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით. ელექტრონული ფორმით წარდგენილ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას.”.
4. დებულების მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარის, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ) ხე- მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე- მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა;
გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.”.
„2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული, ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარის, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა ) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობები დან ) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-ტყე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.”.
5. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების რეგულირების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტო ს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტო ს.”.
6.დებულების მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ან/ და სპეციალურ ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალურ ი ფირნიშებით მარკირების თვის სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს .
4. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალურ ი ფირნიშებით მარკირების თვის ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს .”.
7.დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის განკარგვის შემდეგ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ან/ და სპეციალურ ი ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიმართვისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე;”.
8.დებულების მე-9 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და 41 პუნქტებში ასახული შესაბამისი დოკუმენტების (წერილობითი მიმართვის ან მოთხოვნის) გათვალისწინებით, ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობითი მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან;
ბ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;
გ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;
დ) თუ ხე-ტყის ჯიში ან/და ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში არსებულ) მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაიცემა აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ.”.
ბ) მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება. ამ მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის სხვა რეკვიზიტები ივსება შემდეგი წესით: დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები, შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება – Z-ით. მე-5 რეკვიზიტში მიეთითება დოკუმენტის გაცემის (ხე-ტყის განთავსების) ადგილის მისამართი (თუ ხე-ტყის დამზადების ადგილი უცნობია).
ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება „ბუნებრივი რესურსების სააგენტო ს” სახელწოდება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს სახელწოდება, მე-2 რეკვიზიტში ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების საფუძველზე წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. მე-8 რეკვიზიტში ხე-ტყის გადამზიდავი პირის მონაცემები. სხვა რეკვიზიტები ივსება ჩვეულებრივი წესით.”.
9. დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:
,,გ) სახერხი დანადგარ ების დადგენილი წესით დე მონტაჟი ს შემთხვევაში – დემონტაჟის დამთავრებიდან 2 კვირის ვადაში .”.
10. დებულების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად ასევე წარმოადგინოს სახერხი საამქროს საქმიანობისას წარმოებული ჟურნალი, რომლის შესაბამის ბოლო გვერდზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნა, რის შემდეგაც ჟურნალი უკან უბრუნდება მის მესაკუთრეს და ინახება დადგენილი წესით.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური