„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №10
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით (სსმ III, 02.08.2004 წ.,№79, მუხლი 698) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.“.
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნოტარიუსს უფლება აქვს სამსახურს არ მიაწოდოს ანგარიშგების ფორმა უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ ი გარიგებების თაობაზე, თუ გარიგების თანხა აღემატება 30 000 ლარს, მაგრამ გარიგებას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, შედეგად არ მოჰყვება გარიგების საგნის მესაკუთრის შეცვლა (მათ შორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დადებული გარიგებები). აღნიშნული გამონაკლისის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ან მასში მონაწილე რომელიმე პირი ეჭვს იწვევს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონისა და ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე.“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ნოტარიუსის ვალდებულებანი იდენტიფიკაციასა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. ნოტარიუსი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (დადებულია)მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ე კ ვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ე ს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. ნოტარიუსი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (კლიენტის) ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის პირის(კლიენტის) ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. ნოტარიუსი თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, ნოტარიუსმა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიუსს.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
5. ნოტარიუსს არა აქვს უფლება დაამოწმოს (დაადასტუროს) გარიგება (დოკუმენტი), შეასრულოს რაიმე სხვა სანოტარო მოქმედება ან დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა (გაუწიოს მომსახურება კლიენტს), თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.
6. ნოტარიუსი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ნოტარიუსთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ნოტარიუსს შორის ურთიერთობის შესწავლა.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ნოტარიუსი არ აჩერებს სანოტარო მოქმედების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ ნოტარიუსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
8. ამ მუხლის მე-7პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ნოტარიუსი ვალდებულია უარი განაცხადოს სანოტარო მომსახურების შესრულებაზე და დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე,სათა ვ ო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები წინამდებარე პუნქტის შესაბამისად (ცალკე ივსება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ იურიდიულ პირს გარიგებაში);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები წინამდებარე პუნქტის შესაბამისად (ცალკე ივსება იმ პირის მონაცემები, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს ამ პირს გარიგებაში).
10. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მა თ თან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მა ს თან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით ლეგალიზებული და უნდა იძლეოდეს არარეზიდენტი იურიდიული პირის შექმნისა და მის წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.
11. თუ ნოტარიუსთან არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9პუნქტის „ა“ –„გ“ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს, აგრეთვე, შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) პირადობის მოწმობის (პასპორტის) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო;
ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ე) პროფესია, საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე,იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) დამფუძნებელი/პარტნიორი პირების, აქციების, წილის, პაის და ა.შ. 20 და მეტი პროცენტის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.გ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. ნოტარიუსი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
13. ნოტარიუსი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინ ა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. ნოტარიუსი ვალდებულია, განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი ს კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. შესაბამისი კლიენტისათვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. ნოტარიუსმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.“.
5. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ნოტარიუსთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ნოტარიუსმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
ბ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.“.
6. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია გარიგების შესახებ.“.
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-9და მე-10პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები), მათ შორის იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება და იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც დავალების საფუძველზე დებს ან ასრულებს გარიგებას.“.
7.მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნოტარიუსი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს სანოტარო მოქმედების შესრულებიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) და ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები, ასევე კლიენტთან საქმიანი კორესპონდენცია – გარიგების დამოწმების (დადასტურების) დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული დოკუმენტური ან ელექტრონული სახით.“.
8. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობის ას.
4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ (შესრულებულ) გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში –გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ –შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობი ს დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნ ე ს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ნოტარიუსის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებ-გარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი