„საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2012
ძალის დაკარგვა 20.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 300050000.19.012.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (6)
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
„საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №12
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ ბრძანების ამოქმედებისთვის, ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით უზრუნვე ლყონ სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
3. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირები, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის უფლების მოპოვებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ აღრიცხვის ფორმა ს.
4 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . როინიშვილი
დებულება საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ვრცელდება პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას .
2. დებულება არეგულირებს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს .
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება: ყველა ნივთი (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი – ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა აუდიტორულ საქმიანობას (აუდიტორი, აუდიტური ფირმა) ან/და დამოუკიდებლად ეწევა ბუღალტრულ მომსახურებას;
ე) მონიტორინგი – საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ კლიენტების და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ზემოაღნიშნული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ;
ვ ) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ზ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
თ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ი) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
კ) გარიგების მონაწილე პირი – გარიგების მონაწილე ყველა პირი, მათ შორის გარიგების მხარეები, წარმომადგენლები, მარწმუნებლები;
ლ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით.
მ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
ნ ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;
ო ) საქართველოს ფინანასური მონიტორინგის სამსახური – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
პ ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
ჟ ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
რ ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ს ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ტ ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.
მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება ამ დებულების მეორე მუხლის „ვ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებული გარიგება (ოპერაცია) , როდესაც საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირ ი კლიენტის დავალებით ( კლიენტისთვის) ან კლიენტის სახელით მონაწილეობს გარიგებაში (ოპერაციაში), რომელიც დაკავშირებულია შემდეგი სა ხის საქმიანობასთან :
ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;
ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;
გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;
დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;
ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;
ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.
2. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგებებ ის დადების ან შესრულების მცდელობა ან სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად, შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან/და ტერორიზმის დაფინანსებას.
3. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებს აც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
4. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
5. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს კონკრეტული სახის გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
6. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.
მუხლი 4🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.
2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში :
ა) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია;
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა;
დ ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა;
ე ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
ვ ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით.
მუხლი 5🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
1. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც მის მიერ კლიენტისთვის ხდება ერთერთ შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებული გარიგების (ოპერაციის) მომზადება ან/და შესრულება:
ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;
ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;
გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;
დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;
ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;
ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე, მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები.
3. კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს.
4. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში.
6 . საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს კლიენტებსა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობის შესწავლა.
7. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მს ურველი პირის ამ დებულებით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ “ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე და დაუყონებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმა და შესაბამისი ინფორმაცია.
9 . იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს გარიგების მონაწილე ყველა პირის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავ ო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).
10 . იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მას თან გათანა ბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. თუ საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ ა“ – „ გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი;
ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
12. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, მის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
13. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინა ობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/ და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული პირები. შესაბამისი პირისთვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს , დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს .
მუხლი 6🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
2. თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.
2. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტები):
ა) გარიგების სახე, საგანი და მიზანი;
ბ) გარიგების დადების თარიღი და ადგილი, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;
გ) გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (დოკუმენტები).
3. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა ხდება ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით
1. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები), გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები და საქმიანი კორესპონდენცია შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული დოკუმენტური ან ელექტრონული სახით.
2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ასლი უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმები. ანგარიშგების ნაბეჭდი სახით წარდგენის შემთხვევაში, 6 წლის ვადით ინახება აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი მათი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეგზემპლარები.
4. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.
5. ინფორმაცია (დოკუმენტები) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.
მუხლი 9🔗. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. თუ საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ან, მცდელობის მიუხედავად, კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ამის შესახებ ანგარიშგების ფორმა მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები ნაბეჭდი ფორმით, ამ დებულებით დადგენილი წესით, მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად გაგზავნის ტექნიკურად შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. საიდენტიფიკაციო მონაცემების საეჭვოდ მიჩნევისა და ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმების მიწოდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ხდება შესაბამისი ეჭვის გაჩენის დღესვე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ აღნიშნული წესით შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, მისი მისამართი - 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, აღნიშნული გრიფით „კონფიდენციალური“.
6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით, შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
7. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნის შესახებ იღებს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ის თანამშრომელი, რომელსაც საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
8. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმა რჩება საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
9. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.
10. საეჭვო გარიგების გამოვლენისა და მასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმის წარდგენისას საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიუთითოს გარიგების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლები (გარემოებები) და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ გარიგების მონაწილე პირების მიერ განხორციელებულ სხვა გარიგებებს.
11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიაწოდოს (გაუგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
12. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე აღინიშნება იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
13. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის, ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ არ უნდა ეცნობოს შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებს და ნებისმიერ სხვა პირს. საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის თანამშრომელს, რომელიც გამოავლენს საეჭვო გარიგებას ან შეავსებს ანგარიშგების ფორმას შეუძლია აცნობოს ეს ინფორმაცია მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უფლება აქვთ ფლობდნენ ასეთ ინფორმაციას.
მუხლი 10🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სააღრიცხვო ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში თითოეული საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესახებ ინფორმაციის შეტანის მიზნით, საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს განახლებული ინფორმაციით შევსებული ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 11🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია .
2. პასუხისმგებლობის ზომები საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცი ის მიერ.