⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2012
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,083 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2012 მიღება
19.11.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №06 2012  წლის  26  იანვარი   ქ. ქობულეთი ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:     მუხლი 1🔗 დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა.     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  3 სექტემბრის დადგენილება №12 „ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ‘’.     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს  თავმჯდომარე      ნ. ბერაძე დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის (შემდეგში – ადმინისტრაციული სამსახური) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 2. ადმინისტრაციული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული სამსახური შედგება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, რეფერენტის, პრესმდივნისა  და ადმინისტრაციულ სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან. 4. ადმინისტრაციული სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 5. ადმინისტრაციული  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. 6. ადმინისტრაციული  სამსახური იყენებს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ ტიტულიან  ბლანკს  საკუთარი  დასახელების  აღნიშვნით. 7. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს ბეჭედი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება ადმინისტრაციული  სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება. თავი II ადმინისტრაციული  სამსახურის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 2🔗 ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გამგებლისათვის ხელშეწყობა საკრებულოში სამართლებრივი აქტის მიღების ინიციატივის განხორციელებაში; ბ) გამგებლისათვის, გამგებლის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა; გ) გამგებლის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულების და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და /ან შეთანხმება; დ) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე; ე) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; ვ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი; ზ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; თ) გამგეობაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) გამგეობის არქივის წარმოება; კ) გამგეობაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება; ლ) გამგეობაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა; მ) საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა  და  გამგებლის  სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ნ) გამგებლისა და გამგებლის მოადგილის თათბირების ორგანიზება; ო) გამგეობის სამსახურებში კორესპონდენციის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა; პ) გამგეობაში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსული  კორესპონდენციის შეუფერხებელი  მოძრაობის  უზრუნველყოფა; ჟ) გამგეობის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლოატაცია და მისი მოვლა-შენახვა; რ) გამგეობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება; ს) მოქალაქეთათვის გამგეობის საქმიანობის გაცნობა; ტ) გამგეობის სამსახურების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება; უ) გამგეობაში შემოსული წერილებისა და საჩივრების განხილვა; ფ) გამგეობის სამსახურების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ქ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსების მოწყობის, ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ღ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ყ) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება; შ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ჩ) გამგეობის მომსახურების უზრუნველყოფა საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილობით, ტრანსპორტით და სხვა საკანცელარიო მასალით; ც) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლისა და გამგებლის მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. თავი III ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 3🔗 1. ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) წარუდგენს გამგებელს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ხელწერით ადასტურებს ადმინისტრაციული სამსახურიდან  დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება გამგეობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) საკუთარი ინიციატივით ან გამგებლის, გამგებლის მოადგილეების დავალებით უშუალოდ ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას; თ) ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე. 4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) გარდაცვალება; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 6. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის  ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. თავი IV ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა     მუხლი 4🔗 1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. ადმინისტრაციული  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ახალგაზრდობის განყოფილება; ბ) საქმისწრმოების განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; 4. ადმინისტრაციული  სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე: ა) გამგებლის თანაშემწე; ბ) მთავარი სპეციალისტი გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებში; გ) მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში. თავი V ახალგაზრდობის  განყოფილება     მუხლი 5🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ახალგაზრდობის განყოფილება (შემდგომში - განყოფილება) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და  სხვა საკანონმდებლო აქტებით.     მუხლი 6🔗 განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია; ბ) ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში; გ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის ხელშეწყობა; დ) ახალგაზრდების ინფორმირებულობა გარე სამყაროში მიმდინარე პროცესების  შესახებ, მათთვის შესაბამისი ტექნიკური პირობების შექმნა, რათა მათ ისარგებლონ კომუნიკაციის თანამედროვე სისტემებით. ჩაუტარდეთ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის რეიტინგები, სემინარები, დისკუსიები, დებატები და სხვა; ე) ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის მიზანმიმართულად დაგეგმვისა და გამოყენების ხელშეწყობა; ვ) შესაბამისი საგრანტო პროგრამების შემუშავება და ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან; ზ) ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობადობის ამაღლება.     მუხლი 7🔗 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა)  ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. განყოფილების კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსი.     მუხლი 8🔗 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს გამგებელს; დ)  განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა  შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გამგებლისათვის წარსადგენად ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსს წარუდგენს  წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების შესახებ; ვ) წარმოადგენს განყოფილებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ზ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; თ) ესწრება გამგებლის თათბირებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.     მუხლი 9🔗 1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების უფროსი; ბ) წამყვანი სპეციალისტი. 2. განყოფილების უფროსად და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების, საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილების არანაკლებ 1 წლის  სტაჟის  მქონე პირი. თავი VI საქმის წარმოების განყოფილება     მუხლი 10🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და  სხვა საკანონმდებლო აქტებით.     მუხლი 11🔗 საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის  მოადგილეების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეების საკადრო დოკუმენტების (პირადი საქმეების) აღრიცხვა და გაფორმება; ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე დანიშვნისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის, აგრეთვე შვებულებებისა და მივლინებების გაფორმება; გ) სამსახურში ახლად მიღებულ თანამშრომელთა მიერ საჯარო მოსამსახურის ფიცის დადებისა და დაწესებულების შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურის უზრუნველყოფა, მოსამსახურის ნამსახურეობის ნუსხის წარმოება, საკადრო მონაცემების საინფორმაციო ბაზის შექმნა; დ) გამგებლის ხელმოწერილი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დაცვა და დადგენილი წესით შენახვა; ე) გამგებლის ხელმოწერილი სამართლებრივი აქტების შესაბამის გამგეობის სამსახურებზე და თანამდებობის პირებზე დასაგზავნად მომზადება და მისი დაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსმენის ოქმების წარმოება; ე) გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი; სამართლებრივი აქტებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი თანამდებობის პირთა დროული ინფორმირება; ვ) რეგისტრაციაში მიღება, გატარება და აღრიცხვა გამგებლის და სხვა თანამდებობის პირების სახელზე შემოსული კორესპონდენციის, მისი ანალიზი და სისტემატიზაცია; ზ) გაფორმება და აღრიცხვა მიღებულ დოკუმენტებზე გამგებლის და სხვა თანამდებობის პირების დავალებების და მათი შემსრულებლებზე გადაცემა; თ) გამგეობაში ერთიანი საქმის  წარმოების განხორციელება; ი) კორესპონდენციების ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის, საიდუმლო საქმისწარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზება, გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვის დადგენილი წესით წარმოება, მოსამსახურეთა შრომის წიგნაკებსა და ჩანართ ფურცლებში  შესაბამისი  ჩანაწერების შეტანა; ლ) სხვადასხვა სახის საცნობარო მასალების გამოსაცემად მომზადება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გამგებლის ბრძანებების პროექტების მომზადება; მ) გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებზე სხვადასხვა დანამატების განსაზღვრის, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე ბრძანებათა პროექტების მომზადება; ნ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ გადაცემული მასალების აღრიცხვის, სისტემატიზაციის, დაცვისა და დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა, საარქივო მასალების შენახვა და საუწყებო არქივის წარმოება; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალურ არქივთან და სხვა ტერიტორიული ერთეულის არქივებთან თანამშრომლობა, საარქივო წარმოების საკითხებში ადმინისტრაციული სამსახურის ქვედანაყოფების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა; პ) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, ასევე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.     მუხლი 12🔗 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი:  ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) გამგებლისათვის წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს; დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ფუნქციათა განაწილების თაობაზე გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებით; ე) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გამგებლისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, ადმინისტრაციის, სხვა სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ზ) წარმოადგენს განყოფილებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; თ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ი) ესწრება გამგებლის თათბირებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დროებით ეკისრება განყოფილების  ერთ-ერთ სპეციალისტს.     მუხლი 13🔗 1. ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების უფროსი; ბ) წამყვანი სპეციალისტი. 2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 3. განყოფილების უფროსად თანამდებობაზე მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი. თავი VII მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება     მუხლი 14🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) არის ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სხვა  საკანონმდებლო აქტებით.     მუხლი 15🔗 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს გამგეობის სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციას და მართვას; ბ) უზრუნველყოფს გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლოატაციას და ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებას და სრულყოფას; გ) ახდენს გამგეობის ადმინისტრაციულ შენობებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებას და შესრულების კოორდინაციას; დ) ამარაგებს გამგეობას საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავ-საპოხი მასალით, მანქანა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალით, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონლით; ე) ორგანიზებას უწევს გამგეობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას; ვ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული შენობებისა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლოატაციას და მათ მოვლა-შენახვას; ზ) უზრუნველყოფს გამგეობის კომპიუტერიზაციას და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას, კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფას; თ) უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობის საფუძველზე შეიმუშავებს გამგეობის ტექნოლოგიების  შესაძლო  დანერგვის  საკითხებს; ი) უზრუნველყოფს გამგეობის სათათბირო დარბაზ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვას და მათ გამართულ მუშაობას; კ) ახდენს გამგეობის სასაწყობო ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოვლა-შენახვას და მათი დაცვის კოორდინაციას; ლ) ახდენს გამგეობის მატერიალურ ფასეულობათა დაცვა-შენახვას;   მ) ორგანიზებას უწევს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სხვა თანამშრომლის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებებს და ამ მიზნით ახდენს სამგზავრო ბილეთის დაჯავშნას ან ტრანსპორტით უზრუნველყოფას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას. 2. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.     მუხლი 16🔗 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გამგებლისადმი წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს; დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსს გამგებლისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) წარმოადგენს განყოფილებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; კ) ესწრება  გამგებლის  თათბირებს; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაევალება ადმინისტრაციული სამსახურის  ერთ-ერთ სპეციალისტს.     მუხლი 17🔗 ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო ნუსხით განყოფილების შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) განყოფილების უფროსი; ბ) მძღოლი; გ) დამლაგებელი. თავი VIII გამგებლის თანაშემწე,  მთავარი სპეციალისტი გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებში, მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში     მუხლი 18🔗 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე გამგებლის თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებში, მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგით.     მუხლი 19🔗 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად გამგებლის თანაშემწე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ორგანიზებას უწევს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების თათბირების გამართვას, თათბირების ოქმების მომზადებას, გაფორმებას, დამრავლებას, მისი ამონაწერების შესაბამის თანამდებობის პირებზე დაგზავნას; ბ) გეგმავს და ამზადებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილების შეხვედრების განრიგს;  გ) ორგანიზებას უწევს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადებას; დ) გამგებელს და გამგებლის მოადგილეებს უწევს ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო მომსახურებას; ე) გამგეობის სამართლებრივი აქტების იურიდიული განყოფილების მიერ საბოლოო ექსპერტიზისა და რედაქტირების შემდეგ გამგებლისათვის ხელმოსაწერად მომზადებას; ვ) უზრუნველყოფს გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის შექმნას და ანალიზს. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, ასევე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსის  მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4. გამგებლის თანაშემწის  საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.     მუხლი 20🔗 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად   მთავარი სპეციალისტი გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებში თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) აწარმოებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების დავალებების შესაბამის პირებისადმი დაყვანას; ბ) ადგენს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების სამუშაო გრაფიკს და ახდენს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; გ) ხელმოსაწერად ვიზირებული გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების რეგისტრაციაში გატარებას, თანმხლები რეკვიზიტების შემოწმებას და ხელმოსაწერად მომზადებას, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თათბირებზე დამსწრე პირთა მოწვევას. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის, ასევე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4.  მის საქმიანობაზე კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.     მუხლი 21🔗 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად  მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან  ურთიერთობის  საკითხებში  თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში: ა) ორგანიზებას უწევს გამგებლის შეხვედრებს, უზრუნველყოფს პრესკონფერენციების მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებსა და საინფორმაციო წერილებს, ახდენს სხვადასხვა უწყებებთან და პრესსამსახურებთან ურთიერთობის კოორდინირებას; ბ) უზრუნველყოფს გამგებელს საქართველოს ბეჭდვითი მედიის მასალების ყოველდღიური თემატური ნაკრებით, საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგის შედეგებით, ბეჭდვითი მედიის ყოველდღიური ანალიზით, გამგებლის და გამგეობის საქმიანობის ამსახველი მედიის მასალების შეფასებით და რეკომენდაციებით; გ) უზრუნველყოფს მასმედიასთან და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობას; დ) უზრუნველყოფს კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით; 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, ასევე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება; 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4. მის საქმიანობაზე კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. თავი IX სხვა დებულებები     მუხლი 22🔗 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.