ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.01.2012
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Default, li.Default, div.Default {mso-style-name:Default; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .5in .5in 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №07
2012 წლის 26 იანვარი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ
– სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ძირითადი მიმართულებებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება -განხორციელებას.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
თავი II
სამსახურის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:
1) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
2) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;
3) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის, ტურიზმის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
4) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია, ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კულტურის, განათლების, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;
5) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრასა და აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
6) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;
7) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
8) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
9) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
10) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება;
11) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
12) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა;
13) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა;
14) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
15) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და განზოგადება;
16) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა;
17) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით;
18) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა;
19) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი პოპულარიზება. ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;
20) ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
21) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
22) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურის უფლება- მოვალეობებია:
1) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
2) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
3) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და სხვა;
4) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები;
5) გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან;
6) იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებაზე;
7) მიიღოს განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
8) გაუწიოს კოორდინირება დაქვემდებარებულ სფეროში მყოფ ობიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების განაწილებას;
9) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 4🔗
1. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი (შემდგომში -სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი;
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის განყოფილებებისა და თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილებებსა და თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის განყოფილებებსა და თანამშრომელთა შორის;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
თ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
კ) ესწრება გამგებლის თათბირებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და/ან ითანხმებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.
თავი IV
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილება;
ბ) ტურიზმის განყოფილება.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში შედის ასევე:
ა) მთავარი და წამყვანი სპეციალისტი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი V
კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილება
მუხლი 6🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილება (ტექსტში შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
მუხლი 7🔗
კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
1) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასპორტო, სახელოვნებო დაწესებულებების კოორდინაცია. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება და სისტემატიზაცია;
2) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია;
3) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციის საკითხებზე და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
4) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტის და ძეგლთა დაცვის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირების, ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
5) დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
6) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
7) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;
8) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
9) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
10) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
11) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარების მიზნით წინადადებათა შემუშავება;
12) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტის და ძეგლთა დაცვის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
13) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა.
მუხლი 8🔗
1. კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 9🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი.
თავი VI
ტურიზმის განყოფილება
მუხლი 10🔗
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ტურიზმის განყოფილება (ტექსტში შემდგომ - განყოფილება) არის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო კონცეფციის, შესაბამისი კვლევების, სტრატეგიისა და ანალიზის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
მუხლი 11🔗
ტურიზმის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
1) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
2) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;
3) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
4) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა;
5) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა. სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება;
6) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;
7) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზება;
8) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;
9) კომპეტენციის ფარგლებში, ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი;
10) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, ვებგვერდის მომზადება, მისი მართვა და სისტემატიზაცია.
მუხლი 12🔗
1. ტურიზმის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე;
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 13🔗
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით ტურიზმის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი.
თავი VII
სხვა დებულებები
1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.