⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.11.2014)
გაუქმებულია:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2012
ძალის დაკარგვა 19.11.2014
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,009 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2012 მიღება
19.11.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in .5in .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 08 2012 წლის 26 იანვარი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:     მუხლი 1🔗 დამტკიცებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 11 იანვრის №16 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . საკრებულოს თავმჯდომარე            ნ. ბერაძე დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 სახანძრო-სამაშველო სამსახური წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებასა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას სამოქმედო ტერიტორიაზე.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის „ ად გილობ რივი თვითმ მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით „ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო-სამართლებრივი აქტებით, ქობულეთის და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელიც მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.     მუხლი 4🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.     მუხლი 5🔗 სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.     მუხლი 6🔗 სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.     მუხლი 7🔗 სამსახურის იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა №26. თავი II სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 8🔗 1 . სამსახურის ძირითადი ამოცანაა – სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის, ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციების ორგანიზება დადგენილი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში. 2. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კონპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმ მართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ( მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში; გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციასა და დაგენილ სახანძრო ტექნიკურ სწავლებაში; დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადების მომზადებას და წარდგენას მ უნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე; ე) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტზე ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაციასა და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების სფეროში; ზ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო ( ტექნიკური) სამუშ აოების აღრიცხვას; თ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საქართველოს კანონის „ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შე დგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დანაყოფის ხარჯთა ნუსხის პროექტს, ამზადებს წინადადებებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის საჭირო რიცხოვნობ ის და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით; კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლო ატაციას; ლ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთ თანამშრომლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ სამსახურებთან ორგანიზაცია-დაწესებულებებთან. თავი III სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა     მუხლი 9🔗 სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) ჩაქვის სახანძრო ნაწილის უფროსი; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) ცვლის უფროსი; ვ) მეხანძრე.     მუხლი 10🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეებს მთავარი, წამყვანი სპეციალისტი „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 11🔗 სამსახურის უფროსი: 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი – შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორია. 2. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას. 3. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას. 4. ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს რაზმის სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკთა შორის. 5. დადგენილი წესით „ საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის რიგით თანამშრომლებს. 6. აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად. 7 . ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს. 8. წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ. 9. მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგომი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად. 10. ახორცილებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 11. თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს და აკონტროლებს მის შესრულებას. 12. ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას. 13. აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის მუშაობას, ახორციელებს ღონისძებების პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად. 14. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილებები, დაქვემდებარებული დანაყოფების გასვლის რაიონული საზღვრების დადგენისათვის გასვლის განრიგის შემუშავებისათვის ( გადამუშავებისათვის), სამსახურის თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ და განახორციელოს კონტროლი მათ საქმიანობაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები, ოპერატიული ინფორმაცია; გ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო - სამაშველო სამუშაოებისათვის ჩატარებისათვის მზადყოფნა; დ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სახანძრო დაცვის სამსახურის ძალებისა და საშულაებების გადაჯგუფება; ე) გასცეს განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე მოითხოვოს მათი შესრულება; ვ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სახანძრო დაცვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო ცნობები და ოპერატიული ინფორმაცია; ზ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო ტექნიკური სწავლების დათვალიერების შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; თ) დადგენილი წესით დააკისროს დისციპლინურ ი პასუხისმგებლობა ან წაახალისოს დაქვემდებარებული დანაყოფის პირადი შემადგენლობა; ი) დაამტკიცოს ან მოაწეროს ხელი სამსახურებრივ საბუთებზე; კ) დად გენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სხვა სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე სახანძრო დაცვის სამსახურის გასვლის რაიონის ტერიტორიაზე სახანძრო და საავარიო- სამაშველო ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობის უზრუნველყოფა; ლ) დადგენილი წესით შეცვალოს დანაყოფის გათვლაში არსებული სახანძრო და საავარიო სამაშველო ტექნიკა, სახანძრო დაცვის სამსახურში არსებული სათადარიგო ტექნიკის ხარჯზე.     მუხლი 12🔗. ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახური მორიგე ცვლის უფროსი: მორიგე ცვლის უფროსი არის მორიგე ცვლის პირადი შე მადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და ემორჩილება სახანძრო დაცვის იმ დანაყოფის ხელმძღვანელებს, რომლის შტატში ის ირიცხება. 1 მორიგე ცვლის უფროსი ვალდებულია: ა) ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ბ) უზრუნველყოს მორიგეობის პერიოდში მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მომზადების გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობების ჩატარება, პირადად ჩაატაროს მეცადინეობები და გააკანტროლოს ათეულების მეთაურების მიერ მეცადინეობების დროული ჩატარება და ხარისხი; გ) შეამოწმოს გათვლაში მყოფი სახანძრო და საავარიო- სამაშველო ტექნიკის სახანძრო ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო- სამაშველო აღჭურვილობის, კავშირგაბმულობის, ცეცხლმაქრი, რადიაციური და ქიმიური დაცვის საშუალებების მზადყოფნა, აგრეთვე გააკონტროლოს გასვლის რაიონში სახანძრო ჰიდრანტების, წყალსატევების, მისასვლელების და მისადგომების მდგომარეობა. დარღვევე ბის ან გაუმართაობის შესახებ მოახსენოს სახანძრო დაცვის რაზმის უფროსს; დ) უზრუნველყოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარი ულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ე) იზრუნოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის დისციპლინის განმტკიცებაზე; ვ) განახორცილეოს კონტროლი მაიზოლირებელი აირწინაღების ტექნიკურ მომსახურებაზე, დოკუმენტების სწორ წარმოებაზე, აგრეთვე პირადი შემადგენლობის მიერ ყოველწლიური შემოწმების გავლაზე მათ მაიზოლირებელ აირწინაღებში სამუშაოს გასაშვებად; ზ) უზრუნველყოს დღის განაწესით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება; თ) გააკონტროლოს მონაცემების შეგროვება საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებაში ღამის საათებში მყოფ ადამიანთა რაოდენობის შესახებ; ი) მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის რომელიმე წევრის უეცარი ავადმყოფობის შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო და მოახსენოს ამის შესახებ სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს და ოპერატიულ მორიგეს; კ) სპეციალიზაციების მიხედვით შეასრულოს სამუშაო სახანძრო დაცვის ოპერატიულ სამსახურებრივი მოღვაწეობის ერთ- ერთი მიმართულებით; ლ) არ დაუშვას სამსახურებრივი სათავსებში უცხო პირები; მ) უზრუნველყოს მორიგე ცვლაში ახლად მიღებული თანამშრომლების ინდივიდულაური სწავლებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათთან გეგმიური სწავლებების პირადად ჩატარება, მეცადინეობის განრიგის შესაბამისად; ნ) შეისწავლოს პირადი შემადგენლობის მომზადების დონე და საქმიანი თვისებები, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელობას წინადად ებები მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის საშტატო განაწილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ო) გააკონტროლოს მძღოლების მიერ ცვლაში საწვავ- საპოხი მასალების ხარჯის აღრიცხვა; პ) იცოდეს გასვლის რაიონი, ხანძარსაშიში ობიექტების განლაგება, მათი ხანძარსაშიშროება, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება და გასასვლელები. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სახანძრო საავარიო- სამაშველო ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები. 2. მორიგე ცვლის უფროსს უფლება აქვს: ა) დად გენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ბ) მოითხოვოს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობისაგან თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება; გ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს განკარგულებები მორიგე ცვლის პირად შემადგენლობას და მოითხოვოს მათი შესრულება; დ) ჩამოაშოროს მორიგე სამსახურს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, აგრეთვე დისციპილინის დამრღვევი პირები; ე) დადგენილი წესის შესაბამისად მიაწოდოს წინადად ებები სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ვ) მოითხოვოს სახანძრო დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელებისა გან მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის სამსახურისთვის საჭირო პირობების შექმნა; ზ) მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია გასვლის რაიონში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ გაეცნოს სამსახურის ორგანიზების განმ კარგულებელ და სხვა დოკუმენტაციას. თ) მორიგე ცვლის უფროსი შეიძლება შეცვალოს საშუალო უფროს მეთაურთა შემადგენლობის პირმა, რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება. იმ თანამშრომელს, რომელსაც დაევალა მორიგე ცვლის უფროსის შეცვლა უნდა გააჩნდეს ხანძრის ჩაქრობის და საავარიო- სამაშველო სამსახურის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება და მორიგე ცვლის უფროსის მოვალეობის დამოუკიდებლად შესრულების უფლება; ი) მორიგე ცვლის უფროსის უეცარი ავადმყოფობ ისას ( ან სხვა საჭირო შემთხვევაში) სახანძრო დაცვის დანაყოფი იღებს გადაწყვეტილებას მისი მოვალეობის შესრულება დაეკისროს დანაყოფის ერთ-ერთ თანამდებობის უფლებამოსილ პირს. მეხანძრე 1. მეხანძრე უშუალოდ ემორჩილება ცვლის უფროსს და იგი ვალდებულია: ა) მორიგე ცვლების შეცვლისას მიიღოს მიმაგრებული სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, საავარიო-სამაშველო ტექნიკური აღჭურვილობა; ბ) დაიცვას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და სანიტარი ულ-ჰიგიენური ნორმები; გ) გაუფრთხილდეს დანაყოფის ქონებას, სუფთად და მუდმივ მზადყოფნაში იქონიოს სახანძრო-ტექნიკური ( საავარიო-სამაშველო) შეიარაღება მოწყობილობა ინდივიდუა ლური აღჭურვილობა; დ) უზრუნველყოს სამსახურებრივი მოვალეობის პატიოსნად შესრულება; ე) სრულყოს თავისი პროფესიული მომზადების დონე და შრომითი ჩვევები სახანძრო-ტექნიკურ, სავარიო-სამაშველო შეიარაღებასთან და აღჭურვილობასთან; ვ) მას უფლება აქვს გაეცნოს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას და შეიტანოს წინადად ებები სამსახურის ხელმძღვანელობასთან სამსახურის გაუმჯობესების შესახებ.     მუხლი 13🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ჯგუფი; ბ) ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახური; გ) მომსახურების ჯგუფი. 2. რაზმის სტრუქტურული დანაყოფ ების საქმინაობის ძირითადი მიმართულებები: ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ჯგუფი, რომელიც შედგება სამსახურის ჯგუფის უფროსის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტისაგან უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორცილებას, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქ ტიკურ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებში, დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპა ლიტეტის ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში სახანძრო ასევე პირველი რიგის საავარიო- სამაშველო ( ტექნიკური) სამუშაოების სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვას; ბ) ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახური, რომელიც შედგება ცვლის უფროსების და რიგით მეხანძრეებისაგან – უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებზე და სხვა სამაშველო ღონისძიებებზე გასვლებს; გ) მომსახურების ჯგუფი რომელიც შედგება სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტისაგან, უზრუნველყოფს შემოსული დოკუმენტაციის და საქმეების წარმოების ორგანიზებას, სისტემატურად ახორციელებს სამსახურის პირადი შემადგენლობის სწავლების, მეცადინეობის აღრიცხვას სახანძრო-ტექნიკურ საკითხებში, ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის შიდა სამეურნეო საქმიანობას. თავი IV დასკვნითი დებულება     მუხლი 14🔗 სამსახურის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.     მუხლი 15🔗 სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმ ართველობის საკუთრებას.     მუხლი 16🔗 სამსახურის რეორგანიზაცია – ლიკვიდაცია ხორციე ლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.