⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.07.2022)
გაუქმებულია:

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2012
ძალის დაკარგვა 20.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №22/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2012 მიღება
20.07.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №22/ნ 2012 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ​4“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი” დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანავე. დ. შაშკინი სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) მიერ, სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 1. არჩევნების დამთავრებიდან დაუყოვნებლივ დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემას უნდა წარმოუდგინოს: ა) დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელის რეესტრში რეგისტრაციისათვის: ა.ა) ხელმძღ­ვა­ნელის კანდიდატის მიერ აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ხელმძღ­ვა­ნელის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი; ა.გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხელმძღ­ვა­ნელი არის იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი (ბრძანება, ხელშეკრულება). ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის: ბ.ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი. გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის: გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი; გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული დაწესებულების მიერ. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემას უნდა წარმოუდგინოს ამ წესის პირველ მუხლში მითითებულ პირთა: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4); გ) ავტობიოგრაფია; დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.     მუხლი 3🔗. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს საინფორმაციო სისტემა. 2. ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში, საინფორმაციო სისტემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; ბ) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 3. დაწესებულება ვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო სისტემას ამ წესით გათვალისწინებულ პირთა (დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემის რეგისტრაციას რეესტრში ახორციელებს საინფორმაციო სისტემა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.     მუხლი 4🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა რეგისტრაციის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებანი დაწესებულებებში პირველი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პირების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების გარდა საარჩევნო კომისიის მიერ საინფორმაციო სისტემაში აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში; ბ) აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელის რეგისტრაციის შემთხვევაში.