განჩინება შპს „ელიტა 99“-ის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/392-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2012 წლ ის 23 იანვარი                                     

 ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: შპს „ელიტა-99“

(საიდენტიფიკაციო ნომერი: 232540783)

დირექტორი: კახაბერ ყურაშვილი

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ელიტა-99“-ის დირექტორმა კახაბერ ყურაშვილმა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „ელიტა-99“ რეგისტრირებულია კასპის რაიონის სასამართლოს მიერ 09.01.1998 წელს №38/4-66 სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 232540783. შპს „ელიტა-99“-ის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოების წარმოება, ტექნოლოგიური დამუშავება და რეალიზაცია, ექსპორტ-იმპორტი და სხვა, საზოგადოებას უფლება ჰ ქონდა განეხორციელებინა ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ იყო აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

შპს „ელიტა-99“ ფაქტ ობრივად არ ფუნქციონირებს 2009 წლიდან და დაახლოვებით ამავე პერიოდიდან აღარ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საზოგადოების ქონების საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს 9726 ლარს. შპს „ელიტა-99“-ს არ ყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. საზოგადოებას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია დებიტორული დავალიანება, ხოლო კრედიტორული დავალიანება შეადგენს 60 076.69 ლარს. შპს „ელიტა-99“ დირექტორის კახაბერ ყურაშვილის განცხადებით, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს საზოგადოების საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით. იგი ითხოვს დაიწყოს შპს „ელიტა-99“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი 232540783, დირექტორი კახაბერ ყურაშვილი, პირადი ნომერი: 60001001340) გაკოტრების საქმის წარმოება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ: შპს „ელიტა-99“-ის დირექტორის კახაბერ ყურაშვილის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებულ უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5,მე-6,მე-7,მე-8,მე-13, მე-14,მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 21-ე,     24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ელიტა-99“-ის დირექტორის კახაბერ ყურაშვილის განცხადება მიღებულ იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ _ აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა, მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო.

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა.

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

7. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, თავის უფლება-მოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომე ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნან ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 14 მარტს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6,დარბაზი №29);

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2012 წლის 8 თებერვლამდე. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ- გვერდზე: WWW.TCC.GOV.GE;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.