განჩიენაბა შპს „ელიტა 99“-ის გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების
განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ
2012წლი ს 31 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: შპს ,,ელიტა-99“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 232540783)
დირექტორი: კახაბერ ყურაშვილი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებაში შესწორების შეტანის თაობაზე.
გამოარკვია:
2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ელიტა-99“-ის დირექტორმა კახაბერ ყურაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება შპს ,,ელიტა-99“-ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ _ აღსრულების ეროვნული ბიურო).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად ,,30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში“ უნდა მიეთითოს ,,20 (ოცი) დღის განმავლობაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქა ლ აქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქა ლ აქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის განჩინების სარეზ ო ლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, თავის ი უფლება-მოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნ ე ნ ეროვნულ ვალუტაში;“.
2. განჩინება შესწორების შესახებ კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს 2012 წლის 23 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებასთან ერთად.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ ებარე: ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი