გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის წარდგენის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.01.2012
ძალის დაკარგვა 17.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 360100000.10.003.016710
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის წარდგენის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Header1, li.Header1, div.Header1 {mso-style-name:Header1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 56.9pt 27.35pt 56.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2012 წლის 31 იანვარი
ქ.
თბილისი
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის წარდგენის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗.
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 578 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება „გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის წარდგენის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების შესახებ“.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ
. გილაური
დებულება
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნის წარდგენის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (შემდგომში − მაკონტროლებელი ორგანო) მიერ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთან (შემდგომში – ვალდებული პირი) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე შეთანხმება (შემდგომში – შეთანხმება) შესაძლებელია დაიდოს ვალდებული პირის განცხადების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა
1. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის (შემდგომში − ზიანი) მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულ პირს წარუდგენს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნას (შემდგომში – ზიანის მოთხოვნა), რომლის შესრულებაც ვალდებული პირის მიერ სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულ პირთა რაოდენობა ერთზე მეტია, ზიანის მოთხოვნა ეგზავნება ყველა მათგანს.
2. ზიანის მოთხოვნა არის მაკონტროლებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (დანართი), რომლითაც განისაზღვრება ზიანის ოდენობა, მისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის პირობები და სხვა აუცილებელი მოთხოვნები.
3. ზიანის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) ზიანის მოთხოვნის გამომცემი მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება და მისი მისამართი;
ბ) ზიანის მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი;
გ) ვალდებული პირ(ებ)ის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, მისამართი;
დ) მოკლე ინფორმაცია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ, ზიანის ოდენობა, ზიანის მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი;
ე) ზიანის გამოსწორების მიზნით ვალდებული პირის მიერ შესასრულებელი სხვა მოთხოვნები (მათი არსებობის შემთხვევაში), მათი შესრულების ვადა და წესი;
ვ) ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, ზიანის მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი;
ზ) საკანონმდებლო აქტი, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმა, რომელიც გამოიყენება ვალდებული პირის მიმართ ზიანის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
თ) მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ზიანის მოთხოვნას ხელს აწერს მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 3🔗. შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების წარდგენა
1. შეთანხმების გაფორმების თაობაზე ვალდებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს მაკონტროლებელ ორგანოს.
2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს, აგრეთვე წინადადებას შეთანხმების შესახებ და ასახავდეს შემდეგ მონაცემებს: ვალდებული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, ხოლო ფიზიკური პირ(ებ)ის შემთხვევაში – სახელს, გვარს და პირად ნომერს, ასევე, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს
.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, განცხადება, ასევე უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობას, მისი წარმოშობის პერიოდის/პერიოდების მითითებით, შეთანხმების შესაბამისად ვალდებული პირის მიერ გადასახდელად შემოთავაზებული თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას ან/და სხვა შემოთავაზებული მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულების ძირითად არსს და მისი შესრულების ვადას/პერიოდს.
4. განცხადებას უნდა დაერთოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. მაკონტროლებელი ორგანო რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება და ვალდებულ პირს ეცნობება წერილობითი ფორმით.
6. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია ვალდებულ პირს მოსთხოვოს ზიანის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. ვალდებული პირი ვალდებულია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება შეთანხმების გაფორმების შესახებ
1. ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, განცხადების წარდგენის შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს ვალდებულ პირს. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარი;
ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შემთხვევაში განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად წარედგინება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც წარუდგენს მას საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იღებს გადაწყვეტილებას შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის თაობაზე.
3. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
4. შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ვალდებული პირი.
5. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება:
ა) ვალდებული პირის მიერ გადასახდელი ზიანის ოდენობა და გადახდის ვადა/გრაფიკი;
ბ) ზიანის ანაზღაურების სხვა ვალდებულებით ჩანაცვლების შემთხვევაში – შესასრულებელი ქმედებები, მათი შესრულების ვადები/პერიოდი;
გ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა;
დ) ვალდებული პირის მიერ შესასრულებელი სხვა მოთხოვნები.
6. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებით შეთანხმების გაფორმების დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.
7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნებათ ვალდებულ პირს, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს, სააგენტოს შემთხვევაში, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
მუხლი 5🔗. შეთანხმების დადება
1. შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულ პირთან დებს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
2. შეთანხმებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და, მეორე მხრივ, ვალდებული პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. თუ ვალდებული პირი ზიანის მოთხოვნის გამოცემამდე მაკონტროლებელ ორგანოს წერილობით განუცხადებს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურ ოდენობას (რითაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჩაითვლება ვალდებული პირის მიერ აღიარებულად), მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით ქმედებები, ზიანის მოთხოვნა ვალდებულ პირს წარუდგინოს მის მიერ აღიარებულ თანხაზე და ვალდებული პირის მიერ მე-3 მუხლის შესაბამისად განცხადების წარდგენის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე დადოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულ პირთა რაოდენობა ერთზე მეტია, შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს ერთ ან რამდენიმე ვალდებულ პირთან.
მუხლი 6🔗. ფიზიკური პირისათვის (ვალდებული პირი) ზიანის მოთხოვნის ჩაბარება
1. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის (ვალდებული პირი) გაგზავნილი ზიანის მოთხოვნა მიღებულად ითვლება, თუ იგი პირადად გადაეცა ადრესატს ან მის კანონიერ ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს.
2. თუ მაკონტროლებელი ორგანო ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ზიანის მოთხოვნის ფიზიკური პირისათვის (ვალდებული პირი) ჩაბარებას ან ფიზიკური პირი (ვალდებული პირი) ან მისი კანონიერი ან/და უფლებამოსილი წარმომადგენელი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან მიღებაზე, მიღებად ჩაითვლება ამ აქტის განთავსება ადრესატის საცხოვრებელი ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე, ხოლო მიღების თარიღად – ადრესატის საცხოვრებელი ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების თარიღი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულ პირთა (ფიზიკური პირების შემთხვევაში) რაოდენობა ერთზე მეტია, ზიანის მოთხოვნა მიღებულად (ჩაბარებულად) ითვლება ყველა მათგანის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით ზიანის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ხოლო მიღების თარიღად – ბოლო ადრესატის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით ზიანის მოთხოვნის მიღების თარიღი.
მუხლი 7🔗. შეთანხმების გაუქმება
შეთანხმება, გარდა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილი შემთხვევებისა, გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ვალდებული პირის მიმართ გამოყენებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება ვერ უზრუნველყოფს დადგენილი ჯარიმისა და ზიანის მთლიანი თანხის დაფარვას. ამასთან, ამგვარი წესით მიღებული თანხების მეშვეობით პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, ხოლო შემდეგ – სხვა ვალდებულებები.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVI თავის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემამდე განისაზღვრება „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით.
დანართი
მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა
№___________ „_____“ ________________ 20___ წ.
(თვე - სიტყვიერად)
1. ________________________________________________________________________________
(მაკონტროლებელი ორგანოს მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია)
________________________________________________________________________________________
2. ვალდებული პირ(ებ)ის რეკვიზიტები
____________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(დასახელება/სახელი და გვარი, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
3. მოკლე ინფორმაცია გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ
______________________________________
________________________________________________________________________________________
(მიეთითება საფუძვლები, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნა ზიანი)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 575 მუხლის საფუძველზე გეკისრებათ
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა (ლარებით):
____________________________________________________
(ციფრებით და სიტყვიერად)
________________________________________________________________________________________
4. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორების მიზნით ვალდებული
პირ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სხვა მოთხოვნები:
________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
(შეუვსებლობის შემთხვევაში გადაიხაზება -Z-ით, საჭიროების შემთხვევაში თან დაერთვის დანართ(ებ)ი და მიეთითება დანართის № და გვერდების რაოდენობა)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
5. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა. მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.
6. ზიანის თანხა შეტანილ უნდა იქნეს _____________________________________________________ ანგარიშზე.
7. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის __________________ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.
8. თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
9. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II1 კარით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოთხოვნის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში საჩივრის წარდგენის გზით.
10. მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილი პირი:
____________________________________________
________________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
________________________________________________________________________________________
_______________________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.