„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება №04.07.86
2012 წლი ს 2თებერვალი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი ს სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრი ს№35.35.1487დადგენილება ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი ს სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრი ს №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებ ით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი ს სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წეს ში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 4 1. საფასურისგან განთავისუფლება
1. ამ წესით დადგენილი საფასური სგან თავისუფლდებიან შემდეგი პირები:
ა) სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
ბ) დაბა გუდაურის საშუალო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები გუდაურის ტერიტრიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;
დ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერან მოთხილამურეთა კლუბის წევრები;
ე) საქართველოს სათხილამური ფედერაციის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და ნაკრების წევრები;
ვ) საქართველოს „სნოუ ბორდის“ ფედერაციის თანამშრომლები და ნაკრების წევრები;
თ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ მთაზე მომუშავე ორგანიზაციები.
2. ქ. თბილისის მერიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია გარკვეული იურიდიული და ფიზიკური პირები გაათავისუფლოს ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურისაგან.
3. სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მთაზე მომუშავე ადგილობრივ მწვრთნელებზე განახორციელოს ამ წესით დადგენილი მომსახურების განვადებით სარგებლობა, სეზონურ ბილეთებთან დაკავშირებით.
4. სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს სპეციალური მომსახურების კორპორატიული პაკეტების შემუშავება და სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის მათი შეთავაზება.
5. ქ. თბილისის მერიის სისტემის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სეზონის აბონიმენტის საფასური განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. “.
2. შევიდეს ცვლილება დადგენილებ ის პირველი პუნქტით დამტკიცებულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი ს დანართი ს სათაურში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი ს სეზონ ური მომსახურების სტანდარტული პაკეტი“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ .უგულავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №04.07.86. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.37.101.016105.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №04.07.86, 02.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016105 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1574964/