📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2012
ძალის დაკარგვა 25.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-25
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,321 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2012 მიღება
25.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Avaza;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 49.5pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-25 2012 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე -7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2–90 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ . გოროზია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგომში – სამინისტრო) აპარატი (დეპარტამენტი) (შემდეგომში – აპარატი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. აპარატი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდეგომში - მინისტრის), ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულება, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა; ე) პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულება და არქივის წარმოება; ვ) მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების ფორმების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების , შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება; ზ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება.     მუხლი 3🔗. აპარატის საქმიანობის რეგულირება 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. აპარატის უფროსი: ა) პასუხისმგებელია აპარატზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე; ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს; გ) ზედამხედველობს აპარატის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) აკონტროლებს აპარატის საქმისწარმოებას; ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს აპარატის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში; ზ) კოორდინაციას უწევს აპარატის მიმდინარე დავალებების შესრულებას და ანაწილებს ამ დავალებებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია აპარატის ამოცანების შესრულებისათვის; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს აპარატის მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის მოსამსახურეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს აპარატში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებებს. 4. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. აპარატის უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს აპარატის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს აპარატის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) აპარატის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და აპარატის უფროსის წინაშე; დ) მონაწილეობს აპარატში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზედამხედველობას უწევს აპარატის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და აპარატის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 6. აპარატში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 7. სამმართველოს უფროსი: ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრვი მოვალეობების შესრულებაზე; დ)     ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას; ე)  პასუხისმგებელია სამმართველოში მომზადებულ მასალაზე და უკეთებს ვიზირებას; ვ)  კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას; ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს აპარატის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; თ) წარუდგენს წინადადებებს აპარატის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ; ი)  ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, აპარატის უფროსისა და აპარატის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო; გ) პროტოკოლის სამმართველო.     მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპენტენციები 1. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება : ა) სამინისტროს სისტემაში საკადრო პოლიტიკის ხელშეწყობა, კადრების მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა, ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, განთავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების, მოხელეთა საკლასო ჩინის მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანების და შრომითი ხელშეკრულების პროექტების მომზადება; დ)     სამინისტროს თანამშრომელთა პირადი საქმეების, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება; ე) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაოს აღწერილობის შემუშავების ხელშეწყობა; ვ) პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგი, სემინარი) პროცედურების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა; ზ) სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად; თ) სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; კ) სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების შექმნისა და განახლების შესახებ წინადადების მომზადება და წარდგენა, ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მომზადება; ლ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების, შემოსული საიდუმლო დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; მ) სახელმწიფო საიდუმლო რეჟიმის დაცვის ორგანიზაციის საკითხში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დახმარების გაწევა . 2. საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენ ციას განეკუთვნება : ა) საქმისწარმოების ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ოფიციალური კორესპონდენციების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია; გ) რეზოლუციების შესაბამისად დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა; დ)     გეგმური და სპეციალური დავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა სამივლინებო ბარათების გაფორმება; ე) ხელმძღვანელობისათვის წარსადგენი, აგრეთვე სამინისტროდან გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; ვ) კორესპონდენციის დამუშავება და დაგზავნა; ზ) ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით კორესპონდენციაზე პირველადი რეაგირების კონტროლი; თ) საქმეთა ფორმირება და სამინისტროს საუწყებო არქივისათვის ჩასაბარებლად მომზადება; ი) სამინისტროს ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; კ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი; ლ)     საქმისწარმოებისა და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება; მ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა. 3. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენ ციას განეკუთვნება : ა) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტებით მყოფ დელეგაციათა და ცალკეულ პირთა მიღების უზრუნველყოფა, პროტოკოლის მოთხოვნების შესაბამისად ; ბ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ღონისძიებების საპროტოკოლო მომსახურება; გ) ოფიციალური დელეგაციების და პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების თარგმანით უზრუნველყოფა (მათ შორის, მოწვეული თარჯიმნით); დ) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების მუშაობის ხელშეწყობა (მათ შორის, ოქმების შედგენა); ე) მინისტრისა და სამინისტროს თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზება; ვ) სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე გამოფენებისა და პრეზენტაციების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა.